BAU

ვაკანსია

03, ივნისი 2020

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს  ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის, მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლების სფერო: სოციალური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/ მარკეტინგი/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგი
  • კვალიფიკაციის დონე:  უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • პროფესიული გამოცდილება: სფერო- შესასრულებელი სამუშაოს იდენტური ან მსგავსი; პერიოდი - 1 წელი (სასურველია);
  • უცხო ენა: ინგლისური ენა/მინიმუმ B2 დონე;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office.

მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლების სფერო: სოციალური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/ მარკეტინგი/საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა მონათესავე დარგი
  • კვალიფიკაციის დონე:  უმაღლესი განათლება
  • პროფესიული გამოცდილება: სფერო- შესასრულებელი სამუშაოს იდენტური ან მსგავსი; პერიოდი - 1 წელი (სასურველია);
  • უცხო ენა: ინგლისური ენა/მინიმუმ B2 დონე(სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office(სასურველია).

მარკეტინგის სამსახურის და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი დაინიშნება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

თვიური ანაზღაურება -1000 ლარი (საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით).

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლების სფერო: უმაღლესი განათლება;
  • უცხო ენა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამები: საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა ((Microsoft Word, Excel, Power point).
  • პროფესიული გამოცდილება: სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

განცხადების წარდგენის პროცესი

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bauinternational.edu.ge

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე/ CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი 3x4;
  • სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილი.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას  სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა:  2020 წლის 22 ივნისი.