რეგისტრაცია

შეხვედრა სტუდენტებთან

29, ივლისი 2020

28 ივლისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, ვიცე-რექტორი გიორგი ცხვედიანი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილებოდა დასკვნითი გამოცდის შედეგები.

ასევე, სტუდენტებს გააცნეს ახალი პროგრამა, რომელიც  საშუალებას იძლევა ონლაინ გამოცდები  სრული აკადემიური პატიოსნების დაცვით ჩატარდეს.

ონლაინ შეხვედრა გაიმართა პროგრამა ზუმის მეშვეობით.