რეგისტრაცია

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა “

21, სექტემბერი 2023

20 სექტემბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა “, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ბათუმის ბულვარში.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინტელექტუალურმა წვლილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ერთგულებას აკადემიურად დახელოვნებული და სოციალურად აქტიური თაობის აღზრდაში.