რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის კურსდამთავრებულები NEURO-2023 კონფერენციაზე

26, ოქტომბერი 2023

2023 წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართა NEURO-2023 კონფერენცია სლოგანით „New Gateway to Neuroscience World “

კონფერენცია ფოკუსირებული იყო სამ ძირითად თემაზე: უახლესი მიღწევები ტვინის აშლილობასა და თერაპიაში, გენდერული მრავალფეროვნება და ახალი აღმოჩენები ნეირომეცნიერებაში და ციფრული ჯანმრთელობა.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, ელენე ნიკოლეიშვილმა და აჰმად ხალელმა მე-3 და მე-4 კურსელებთან ერთად წარადგინეს პოსტერ-პრეზენტაცია თემაზე „ ქცევის სხვადასხვა სახეები და ფსიქიატრიული აშლილობის განვითარება მოზარდებსა და მოზრდილებში, აჭარაში“ ყველა მიღებული აბსტრაქტი ინდექსირებული იქნება EuroPub-ის მონაცემთა ბაზაში და თითოეული მონაწილე მიიღებს საერთაშორისო სერთიფიკატს გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო კვლევებისა და პუბლიკაციების ცენტრისგან.