რეგისტრაცია

თანამშრომლობის შეთანხმება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტუზლას უნივერსიტეტს შორის.

08, ნოემბერი 2023

გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტუზლას უნივერსიტეტს შორის.

ინსტიტუციური პარტნიორობა დაფუძნებულია ერთობლივ მიზნებსა და ამოცანებზე, კერძოდ:  აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში ინტეგრაციაზე, რათა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ჰქონდეთ წვდომა განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი მონაპოვარია, ღირებულებების და ფასეულობების ორმხრივი გაზიარების კონტექსტში.

მოხარული ვართ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღრმავებს პარტნიორობას და აძლიერებს განათლების ინტერნაციონალიზაციას გლობალური მასშტაბით.