რეგისტრაცია

ერაზმუს + გაცვლითი პროგრამა - სტუდენტთა მობილობა რუმინეთში

14, ნოემბერი 2023

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს Erasmus + გაცვლითი პროგრამის  კონკურსს რუმინეთში, ვასილ გოლდის სახელობის  უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობისთვის.

პროგრამაში მონაწილება შეუძლიათ II, III, IV, V კურსის სტუდენტებს.

მობილობის პერიოდი: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი

საგანმანათლებლო პროგრამა: მედიცინა

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნის)

კვოტა: ორი სტუდენტი

 

სასტიპენდიო შეთავაზება:

ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ღირებულება: ჯამში 3400 ევრო;

ვიზის ხარჯები და საერთაშორისო დაზღვევა;

უფასო სწავლა;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• Europass CV

ნიშნების ფურცელი GPA-ს მითითბით

•სამოტივაციო წერილი

• პასპორტის ასლი

• სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსის ეტაპები:

  • • დოკუმენტის წარდგენის პერიოდი: 2023 წლის 14 ნოემბრიდან, 2023 წლის 28 ნოემბრამდე
  • კომისიასთან გასაუბრება 13 დეკემბერი, 14:00 
  • • ნომინაცია გამომგზავნი ინსტიტუტის მიერ - BAU International University Batumi
  • • სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ 

 

დამატებითი ინფორმაციის ან შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

გიორგი ნიჟარაძე: giorgi.nizharadze@bauinternational.edu.ge

ელისაბედ დიასამიძე: elisabed.diasamidze@bauinternational.edu.ge

 

საინფორმაციო ფურცელი დოკუმენტის სახით