რეგისტრაცია

ბაუ ბათუმი გახდა საქართველო I2Q - ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის გამარჯვებული

17, ნოემბერი 2023

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა საქართველო I2Q - ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ გამარჯვებული.

 

კონკურენტული ინოვაციის ფონდის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან მისი კავშირების გაძლიერებას.

გამარჯვებული პროექტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული  უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი, ინტერსექტორული პარტნიორობის განვითარებით.

 

 

ამისათვის, პროექტის ფარგლებში იქმნება უმაღლესი სასწავლებლების კონსორციუმი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებებს და იზრუნებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების სწრაფ მოდერნიზაციასა და ხელმისაწვდომობაზე.

 

საქართველოს ჰოსპიტალთა ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი  კურაციო, განსხვავებული პროფილის დამსაქმებლები, პარტნიორობას უწევენ კონსორციუმს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის, ასევე დაწესებულებების მართვის მიმართულებით.

პროექტი ავითარებს კომპლექსურ მიდგომას ჯანდაცვის სფეროში საგანამანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლებისა და სტუდენტების კოლაბორაციის მიზნით.     

 

პროექტი უმაღლესი განათლების პერსპექტივებს განიხილავს კომპლექსურად, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) სამი პრიორიტეტის -  განათლების (SDG4), ჯანმრთელობისა (SDG3) და დასაქმების (SDG8) სინერგიის ჭრილში