რეგისტრაცია

კოლაბორაციის ახალი ფორმატი - Global Consillium: Advisory Board.

18, დეკემბერი 2023

ბაუ ბათუმის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ იქმნება კოლაბორაციის ახალი ფორმატი - Global Consillium: Advisory Board. ხსენებული ფორმატის ფარგლებში, ბორდის წევრებთან შეთანხმებით, დაიგეგმება კვლევითი ხასიათის ღონისძიებები, საერთაშორისო შეხვედრები და უნივერსიტეტებთან კოლაბორაციების სხვადასხვა პერსპექტივა. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისა და ღირებულებების მქონე სისტემების დანერგვა, რომელიც ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას სპეციფიკურ ხასიათს სძენს.