რეგისტრაცია

Dr. Belter - ის ვიზიტი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

19, აპრილი 2024

17 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცნობილ გერმანულ ბრენდს Dr. Belter - ს. სესიას ხელმძღვანელობდა ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი სონია ბელტერ-ჰელალი.
 
კომპანია სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის კოსმეტიკური პროდუქტების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში.
 
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ბრენდის პროდუქცია და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში 40 წლიანი გამოცდილების მანძილზე ჩამოყალიბებული მეთოდოლოგია.
 
საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, გერმანიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს სტრატეგიულ დაგეგმარებაში. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ინტეგრაციას გლობალური პარტნიორობის განვითარებაში.
 
ჩვენ მადლობას ვუხდით Dr. Belter -ის ორგანიზაციას თავიანთი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარებისთვის.