BAU

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

17, თებერვალი 2020

მიმდინარე წლის 14 თებერვალს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმართველობის წევრთა არჩევნები, კურსის მიხედვით არჩეულ იქნა დელეგატები. არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა ბაუ-ს ახალი თვითთმმართველობა 10 წევრის შემადგენლობით. 15 თებერვალს ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები. ბაუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მომინ რაბიჰ ადიმ ალ-სარაფ.

წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ ბაუ-ს ახლადარჩეული თვითმთვითმმართველობის წევრებსა და პრეზიდენტს!