BAU

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების გამოფენაზე გერმანიასა და ჰოლანდიაში

16, მაისი 2017

2017 წლის 5-7 მაისს, გერმანიასა და ჰოლანდიაში კერძოდ, ქალაქებში : კიოლნსა და როტერდამში მოეწყო გამოფენა აბიტურიენტებისათვის , რომელშიც სხვადსხვა თურქული უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბაუ გლობალის წევრ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბაუ გლობალის სტენდმა ვიზიტორების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. დაინტერესებულ აბიტურიენტებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია ბაუ გლობალის წევრ უნივერსიტეტებში არსებულ ფაკულტეტებსა და სასწავლო პროგრამების შესახებ.