BAU

ჩვენთან ოცნებები ხდება!

22, ნოემბერი 2016

ელენე ნიკოლეიშვილი - პირველი იღბლიანი მეთორმეტე კლასელია, რომელიც სწავლობს ბათუმის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. მას სურს გახდეს წარმატებული კარდიოქირურგი. ელენე ყოველთვის ოცნებობდა დასწრებოდა გულ-სისხლძარღვთა ოპერაციას, რომელიც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში ჰქონდა ნანახი. წელს მან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახმარებით ოცნება აიხდინა და დაესწრო კორონარულ შუნტირებას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, რომელიც ჩატარდა თურქი და აზერბაიჯანელი პროფესიონალი ექიმების მიერ.

შეგახსენებთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განთავსებულია უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალის შენობაში, რაც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლებს კლინიკური პრაქტიკა სწავლის დაწყების პირველივე წლიდან გაიარონ საუკეთესო კლინიკურ გარემოში.