BAU

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა

31, ოქტომბერი 2018

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების მიზანი დაბერების პროცესისა და მექანიზმის შესახებ არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობა და პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ოთხდღიანი სკოლა  ითვალისწინებდა ასაკთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას. ბიოლოგიის, მედიცინის, სოციალური მეცნიერებების, ასაკოვან ადამიანთა მოვლა-მომსახურების დარგის მკვლევარები, სპეციალისტები, სტუდენტები გაეცნენ გერონტოლოგიის ფუნდამენტურ კონცეფციებს, სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებსა და სოციალურ პაკეტებს. სწავლებას უძღვებოდნენ  დარგის წამყვანი ქართველი, ავსტრიელი, მალტელი მეცნიერები და ექსპერტები.

     აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ლექცია წაიკითხა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა.

       ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალტის დაბერების საერთაშორისო ინსტიტუტის (INIA–ს) ორგანიზებით აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში ტარდება.