BAU

თურქერ ქილიჩის ლექცია ბაუ ბათუმში

30, ოქტომბერი 2015

2015 წლის 29 ოქტომბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ნეიროქირურგი, მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი, ამჟამად სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცნო ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თურქერ ქილიჩი. პროფესორმა ქილიჩმა წაიკითხა ლექცია ზოგადად ნეიროქირურგიაზე და ასევე ყურადღება გაამახვილა მედიცინის ძირითად ასპექტებსა და საიხლეებზე. იგი ასევე სტუდენტებს ესაუბრა ბაუ გლობალის ქსელის პრიორიტეტებზე და გაცვლით სასწავლო და სამეცნიერო შესაძლებლობებზე ბაუს მსოფლიო ქსელის ფარგლებში. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

მსგავსი ტიპის შეხვედრები თურქეთის წამყვან ექიმებთან და პროფესორებთან მომავალშიც გაგრძელდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

აღნიშნული შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის საჭირო კონტაქტების მოსაპოვებლად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.