BAU

ცხოვრება ბათუმში

ქალაქ ბათუმის შესახებ

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ულამაზეს ქალაქ ბათუმში მდებარეობს. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქის მოსახლეობა 180 ათას ადამიანს აღწევს. იგი ხელსაყრელი კლიმატური პირობებითაც ხასიათდება. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. ბათუმი ამასთანავე უსაფრთხო გარემოთი გამოირჩევა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და გამოკითხვები, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სახელდება.

ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.

„ალი და ნინო“ - ს ქანდაკება

დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები მონაწილეობენ.

ბათუმში ცხოვრების მიახლოებითი ხარჯები

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ცენტრია და ყოველწლიურად მილიონამდე ვიზიტორს მასპინძლობს, ამავდროულად აქ ცხოვრებისათვის საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია, რაც განსაკუთრებით მიმზიდველ გარემოს ქმნის სტუდენტებისათვის. ბათუმში ცხოვრებისათვის საჭირო ყოველთვიური ხარჯები დაახლოებით შემდეგნაირად შეიძლება განისაზღვროს:

 

500-800 ლარი

ბინის ქირაობა

300 ლარი

კვება

40-60 ლარი

ტრანსპორტირება

80-150 ლარი

კომუნალური გადასახადები

30-50 ლარი

ინტერნეტი/ტელევიზია

 

 

განთავსება ბათუმში

ამ ეტაპისათვის ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს არ გააჩნია საკუთარი საერთო საცხოვრებელი. აქედან გამომდინარე, სტუდენტებისათვის განთავსების ალტერნატიული საშუალება კერძო ბინის ქირაობაა.