რეგისტრაცია

ვაკანსია ტუტორის პოზიციაზე

ვაკანსია ტუტორის პოზიციაზე

სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი “აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.

 

რატომ დასაქმება „ბაუში“?

  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.

ვაკანსიის ფარგლებში შესასწავლი და შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

  • სტუდენტების კონსულტირება სასწავლო კურსების აკადემიური რეგისტრაციის;
  • სტუდენტების კონსულტირება და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევის გასაუმჯობესებლად;
  • სასწავლო კურსების სილაბუსების, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, მიმდინარე შეფასების ზღურბლების, შუალედური და დასკვნითი შეფასებების ზღურბლების და დაშვების წინაპირობების შესახებ სტუდენტების კონსულტირება;
  • სტუდენტების აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და სტუდენტებისათვის და დეკანატისათვის მიწოდება;
  • უფლებამოსილების ფარგლებში, სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა, პრობლემური საკითხების გამოვლენა და ფაკულტეტის დეკანისათვის წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში სტუდენტის აკადემიური მოსწრების ქულების შეყვანა LMS სისტემაში დეკანის  დავალებით;
  • სტუდენტების განცხადებებზე (რომელიც ეხება აკადემიურ მოსწრებას) საპასუხო ინფორმაციის მოკვლევა;
  • სტუდენტის პორტფოლიოს მართვა (გარდა კლინიკური ნაწილისა), კერძოდ სტუდენტების სამეცნიერო და სასწავლო კურიკულუმს გარე აქტივობების ელექტრონული მართვის პლათფორმაზე  პორტფოლიოში განთავსების მონიტორინგი და სტუდსენტთა მიერ  სემესტრული თვითშეფასების შევსების  და პადაგოგთა მიერ სტუდენტთა შეფასების შესრულების მონიტორინგი და სტუდენტისათვის შემაჯამებელი  უკუკავშირის განხორციელება;
  • საუნივერსიტეტო აკადემიურ ღონისძიებებში და კურიკულუმ გარე სასწავლ-სამეცნიერო აქტივობებში სტუდენტების ჩართვის ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისათვის სხვა საუნივერსიტეტო საჭიროებებში დახმარება და ხელშეწყობა.

 

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 800 ლარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2023 წლის 15 სექტემბერი