რეგისტრაცია

მარკეტინგის და საერთ. ურთიერთობების მარკეტინგის სპეციალისტი

სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში მარკეტინგის სპეციალისტის მიმართულებით.

რატომ დასაქმება "ბაუში"?

** ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
** ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
** ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

** სარეკლამო და საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და პერიოდული განახლება;
** სასწავლო უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით მედია საშუალებებთან თანამშრომლობა;
** სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა;
** სოციალური ქსელების მართვა, კერძოდ: პოსტების განთავსება, შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე კომპეტენტური პასუხის გაცემა;
** აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეების ჩატარება;
** გაცნობითი ხასიათის გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება: სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა მონათესავე დარგის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქ. N237
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2024 წლის 12 მარტი.