ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას რუმინეთში, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ უნივერსიტეტში "ვასილე გოლდისი" არადში. კონკურსი ღიაა II, III, IV და V კურსის სტუდენტებისთვის.
- მობილობის პერიოდი: საგაზაფხულო სემესტრი
- სასწავლო პროგრამა: მედიცინა
- მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი)
- კონკურსის კვოტა: ორი სტუდენტი
ფინანსური მხარდაჭერა:
• სრული დაფინანსება: ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები
• უფასო სწავლა
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
• Europass CV
• შეფასების ფურცელი GPA-ით
• მოტივაციური წერილი
• პასპორტის ასლი
• სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
კონკურსის ეტაპები:
- დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 10 ოქტომბერი – 2024 წლის 25 ოქტომბერი
- ინტერვიუ - 2024 წლის 30 ოქტომბერი
- ნომინაცია BAU Batumi საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან
- სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ – დასავლეთ უნივერსიტეტი "ვასილე გოლდისი" არადში
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge
იხილეთ ინფორმაციის ფურცელი