რეგისტრაცია
image

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სპორტული ლიგა 2026“ წარმატებით დასრულდა.

უკან დაბრუნება

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სპორტული ლიგა 2026“ წარმატებით დასრულდა.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სპორტული ლიგა 2026“ წარმატებით დასრულდა.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სპორტული ლიგა 2026“ წარმატებით დასრულდა. „სპორტული ლიგა 2026“ მიზნად ისახავდა სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და უნივერსიტეტის მრავალფეროვანი საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას.

ლიგის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა ცხრა სპორტულ დისციპლინაში: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, კრიკეტში, ჭადრაკში, მამაკაცთა და ქალთა ბადმინტონში, ასევე მამაკაცთა და ქალთა ბაგირის გადაძალვაში.

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.