რეგისტრაცია
image

საერთაშორისო მობილობის კონკურსი მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვი

უკან დაბრუნება

საერთაშორისო მობილობის კონკურსი მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვი

საერთაშორისო მობილობის კონკურსი მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვი

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო მობილობის კონკურსს მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების II-VI კურსის სტუდენტებისთვის.

პარტნიორი ინსტიტუცია: ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი;

მობილობის პერიოდი: შემოდგომის სემესტრი;

კვოტა: მობილობის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სამი ადგილი მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის, ხოლო ორი ადგილი - სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:

• Europass CV;

• სამოტივაციო წერილი;

• პასპორტის ასლი;

• აკადემიური მოსწრების დოკუმენტი (GPA-ის მითითებით);

• პორტფოლიო;

• ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის დადასტურების შესახებ.

კონკურსის ეტაპები:

1. დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 30 აპრილი - 2026 წლის 11 მაისი

2. გასაუბრება - 2026 წლის 15 მაისი;

3. ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;

4. საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ; საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ნომინირებული სტუდენტების მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს ფარავს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://int.bau.edu.tr/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საკონტაქტო მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge წარმატებებს გისურვებთ!