რეგისტრაცია
image

ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების II გლობალური სიმპოზიუმი

უკან დაბრუნება

ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების II გლობალური სიმპოზიუმი

ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების II გლობალური სიმპოზიუმი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა 2026 წლის 23–24 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების II გლობალურ სიმპოზიუმში (GSCBH 2026). საერთაშორისო სიმპოზიუმმა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები გააერთიანა, რომლებმაც ქიმიის, ბიოქიმიის, მედიცინის, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართულებებით უახლესი სამეცნიერო კვლევები და მიღწევები წარადგინეს.

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი სიმპოზიუმზე ხუთი სამეცნიერო ნაშრომით იყო წარმოდგენილი. პროფესორმა ალექსანდრა მიხაილიდიმ ორი ზეპირი მოხსენება წარადგინა: Structural Gaps Between School Chemistry and Medical Biochemistry და Sustainable Cellulose Hydrogels as Soil Amendments and Soilless Substrates. ასისტენტ-პროფესორმა ელისაბედ კვერგელიძემ წარადგინა კვლევა Triiodothyronine αvβ3 Integrin-Mediated Action on the JAK/STAT Signaling Pathway. მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა ჰამად ასღარმა და ჰუზაირ ასღარმა, პროფესორ ალექსანდრა მიხაილიდის ხელმძღვანელობით, წარადგინეს ორი პოსტერული ნაშრომი: Antibacterial Activity of Sustainable Cellulose/Ag Composite Hydrogels for Wound Dressings და Preliminary Evaluation of Plant Extracts for Green Synthesis of Silver-Containing Cellulose Hydrogels.

სიმპოზიუმის მასალები გამოქვეყნდა International Journal of Chemistry and Human Health-ში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კვლევების ნაწილი განხორციელდა ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევითი საგრანტო პროექტების GAIN (ED 01-25) და MEDIC (MED-01-25) ფარგლებში.

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს სამეცნიერო კვლევების, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და სტუდენტების კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მხარდაჭერას.