რეგისტრაცია

100 000 ლარიანი საგრანტო კონკურსი მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს მკვლევარებისთვის

13, ნოემბერი 2023

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ცხადდება კვლევითი პროექტების კონკურსი მედიცინისა და ჯადაცვის მეცნიერებათა სფეროს მკვლევარებისთვის უნივერსიტეტის და მისი საერთაშორისო პარტნიორების ბაზაზე სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით

საგრანტო კონკურსის მიზანს წარმოადგენს დარგის მკვლევარების და უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი პარნიორების დაკავშირება მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო აღიარების მქონე კვლევების განხორციელების მიზნით.

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ბაუ-სთან და მის პარტნიორ უნივერისტეტებთან თანამშრომლობით განავითარონ დაგანახორციელონ ინოვაციური მიდგომების შემცველი კვლევითი პროექტები

 

საგრანტო კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებებისთვის:

  • მედიცინა
  • სტომატოლოგია
  • ჯანდაცვის და საზოგადოების კეთილდღეობის სხვა მიმართულებები

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

ა) ბაუს აკადემიურ პერსონალს

ა) Ⴑაქართველოს და უცხო ქვეყნის მკვლევარებს

ბ) საქართველოს და უცხო ქვეყნის კვლევით ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს

 

კონკუსის ეტაპები:

  • საკონკურსო პროექტის მოკლე აღწერის წარდგენა
  • საკონკურსო პროექტის პირველადი შეფასება
  • სრული პროექტის წარდგენა და გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა

 

კონკურსის პირობები:

  • კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს აქტუალური მეცნიერების შესაბამისი მიმართულებით.
  • პროექტი უნდა ივალისწინებდეს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მათი აკადემიური პერსონალის ჩართვის შესაძლებლობებს.
  • პროექტი უნდა განხორციელდეს მისი ინიციატორ(ებ)ის ბაუსთან აფილირებით ან ითვალისწინებდეს კონკურსის შედეგების ბაუ-ს სახელით გამოქვეყნებისა და გამოყენების შესაძლებლობას.
  • პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები გაივლიან შეფასებას ბაუ-ს, მისი პარტნიორი უნივერსიტეტების და გარე შემფასებლების მხრიდან.
  • კონკურსანტებს, რომლებიც გადალახავენ კონკურსის პირველ ეტაპს მოეთხოვებათ სრული პროექტის და ბიუჯეტის წარმოდგენა ბაუ-ს მიერ განსაზღვრულ ვადებში.
  • პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. მეტი ღირებულების მქონე პროექტი სავალდებულოა ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას.
  • კონკურსის შედეგად დაფინანსდება უმაღლესი შეფასების მქონე პროექტები, კონკურსისთვის განსაზღვრული და პროექტებით მოთხოვნილი ბიუჯეტის ფარგლებში.

კონკურსის ვადები

საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე  research@bauinternational.edu.ge

განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მოკლე აღწერა და გამარტივებული ბიუჯეტი, დანართის შესაბამისად.