სპორტული ლიგა 2026
სპორტული ლიგა 2026
აღწერა
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სპორტული ლიგა 2026“ წარმატებით დასრულდა. „სპორტული ლიგა 2026“ მიზნად ისახავდა სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და უნივერსიტეტის მრავალფეროვანი საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას.
ლიგის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა ცხრა სპორტულ დისციპლინაში: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, კრიკეტში, ჭადრაკში, მამაკაცთა და ქალთა ბადმინტონში, ასევე მამაკაცთა და ქალთა ბაგირის გადაძალვაში.
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულსა და მონაწილეს მიღწეულ წარმატებას და მადლობას ვუხდით თითოეულ სტუდენტს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.
სხვა ღონისძიებები
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
26–27 ივნისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცვის პრობლემატიკა საქართველოში“.
საერთაშორისო ღონისძიება - SESAM 2026 Annual Meeting
სისხლის დონაციის საერთაშორისო დღე