ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური მობილობის კონკურსს პოლონეთში, ჟეშუვის უნივერსიტეტში (University of Rzeszów), Erasmus + პროგრამის ფარგლებში. კონკურსი განკუთვნილია II, III, IV და V კურსის სტუდენტებისთვის.
მობილობის პერიოდი: საგაზაფხულო სემესტრი
სასწავლო პროგრამა: მედიცინა
მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი)
კოტა: ერთი სტუდენტი
ფინანსური მხარდაჭერა:
- სრული დაფინანსება: ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები
- უფასო სწავლა
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული ფორმის შევსება - https://bit.ly/4eAo4Tl და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
- Europass CV
- ნიშნების ფურცელი (GPA-სთან ერთად)
- სამოტივაციო წერილი
- პასპორტის ასლი
- სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
კონკურსის ეტაპები:
- დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 18 ნოემბერი - 2024 წლის 25 ნოემბერი
- გასაუბრება - 2024 წლის 26 ნოემბერი
- ნომინაცია გამომგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ - ჟეშუვის უნივერსიტეტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია: https://www.ur.edu.pl/en/erasmus
https://www.ur.edu.pl/en/courses