ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში, დასავლეთ ბოჰემიის უნივერსიტეტსა და ოსტრავას უნივერსიტეტში კლინიკური პრაქტიკის კონკურსს.
მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი თვე
კვოტა: ოთხი სტუდენტი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საჭირო დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი
- სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
- Europass CV
- მოტივაციური წერილი
- აკადემიური ჩანაწერის ტრანსკრიპტი GPA-ით
- პორტფოლიო
კონკურსის ეტაპები:
- დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 23 ოქტომბერი – 10 ნოემბერი
- კომისიასთან გასაუბრება: 2024 წლის 12 ნოემბერი
- ნომინაცია გამომგზავნი დაწესებულების მიერ - BAU საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმი
- სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ
BAU საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმი ნომინირებულ სტუდენტებს გამოყოფს 500 ევროს თანხას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge