ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აღიარება მოიპოვა! იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აღიარებულ უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
აღიარება მიენიჭა უნივერსიტეტში მოქმედ ერთსაფეხურიან მედიცინისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დიპლომის აღიარების შესაძლებლობას აძლევს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია იორდანიის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rce.mohe.gov.jo/en/RecognizedUniversities