რეგისტრაცია
image

ოფიციალური ვიზიტი

უკან დაბრუნება

ოფიციალური ვიზიტი

ოფიციალური ვიზიტი

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების თანამედროვე მიდგომები, კლინიკური სწავლების ორგანიზების პრაქტიკა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ასევე შედგა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო-სამეცნიერო რესურსების გაცნობა. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის.