განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
შესავალი
მოგესალმებით განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური გუნდის სახელით. სიამაყით წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც შექმნილია ამჟამინდელი და მომავალი საგანმანათლებლო ლიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ განათლების მომავლის ტრანსფორმაციას ეფექტური ლიდერობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, ინოვაციებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის გზით.
ჩვენ გვჯერა, რომ განათლების ადმინისტრირება სცილდება ინსტიტუციური მენეჯმენტის ფარგლებს — ის მოიცავს განათლების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის გააზრებას. ჩვენი ინტერდისციპლინარული სასწავლო გეგმა აერთიანებს საგანმანათლებლო პოლიტიკას, ლიდერობას, მენეჯმენტს, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევასა და ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს.
პროგრამა შემუშავებულია განათლების სექტორის მზარდი საჭიროებების საპასუხოდ რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. თეორიის, პრაქტიკული გამოცდილებისა და კვლევის ინტეგრაციის გზით, სტუდენტები ავითარებენ კომპეტენციებს, რომლებიც საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობისთვის, პოლიტიკის შემუშავებისა და შეფასებისთვის.
თუ თქვენი მიზანია სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ კოლეჯში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში თუ პოლიტიკის შემმუშავებელ ორგანოებში წარმატება, განათლების ადმინისტრირების პროგრამა მოგაწვდით ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ აზროვნებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გახდეთ ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო ლიდერი.
პროგრამის აღწერა
პროგრამის დევიზი
SAPIENTIA ET DUCTUS
პროგრამის მისია
ცოდნის ტრანსფერის, უნარების შეძენისა და ღირებულებათა განვითარების გარემოს შექმნა ინდივიდის საგანმანათლებლო ლიდერად ტრანსფორმაციისთვის
პროგრამის მიზნები და შედეგები
პროგრამის მიზნები და შედეგები 2-ნაირია, სამაგისტრო ერთელიანი და კვლევითი სამაგისტრო 2 წლიანი ნაწილებისთვის.
თუ შესაძლებელია მათი ტაბებში მოთავსება ტექსტი ცოტა შეიცვლება
სამაგისტრო პროგრამა
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ მართონ საგანმანათლებლო ინსტიტუციები სხვადასხვა დონეზე. პროგრამა აღჭურავს კურსდამთავრებულებს განათლების, როგორც საჯარო ინსტიტუტის ევოლუციის, მასზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეგულაციების გავლენისა და განათლების მართვის სირთულეების სიღრმისეული გააზრებით, სტრატეგიული პოლიტიკების შემუშავებიდან ინსტიტუციონალურ ადმინისტრირებამდე.
თანამედროვე ლიდერობის თეორიების პრაქტიკულ აპლიკაციებთან ინტეგრაციითა და სინთეზით, სტუდენტები ისწავლიან ორგანიზაციულ გამოწვევებზე რეაგირების, პოზიტიური ინსტიტუციური კულტურის განვითარებისა და განათლების მდგრადი განვითარების სტრატეგიების განხორციელებას. პროგრამა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, განსაკუთრებით საინფორმაციო და AI ტექნოლოგიების, ეთიკურ გამოყენებას ადმინისტრირებასა და საგანმანათლებლო პროცესში.
პროგრამა ავითარებს აკადემიური, ეთიკური და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას, მისი კურსდამთავრებულის მიერ განათლებაში ლიდერული როლების შესასრულებლად, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის.
კვლევითი სამაგისტრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამის II ნაწილი - კვლევითი სამაგისტრო პროგრამის აქცენტია კვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, რაც მოამზადებს კურსდამთავრებულებს კრიტიკულად შეაფასონ და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პოლიტიკა, კურიკულუმები და მართვის სისტემები.
თეორიული ცოდნის ანალიზის, რეალური პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევის სინერგია განაპირობებს პროგრამის კურსდამთავრებულების მიმართ მოლოდინს - განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები განათლების ადმინისტრირებაში ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
პროგრამის ამოცანები
სამაგისტრო პროგრამა
ანალიტიკური და ლიდერული კომპეტენციების განვითარება
- კურსდამთავრებულებისთვის საგანმანათლებლო პოლიტიკის, მართვის სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული პროცესების კრიტიკული ანალიზის უნარის ფორმირება სხვადასხვა დონეზე (გლობალური, ეროვნული, ინსტიტუციური).
- სტრატეგიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება განათლების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებზე დაყრდნობით.
საგანმანათლებლო ლიდერობის, მართვის, ადმინისტრირების უნარების განვითარება
- საგანმანათლებლო პროფესიონალების მომზადება თანამედროვე ლიდერობის მიდგომებით განვითარებისა და პოზიტიური ინსტიტუციური კულტურის უზრუნველსაყოფად.
- განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციის შიდა და გარე გამოწვევების შესატყვისი, ადექვატური სტრატეგიების შემუშავების უნარის განვითარება
განათლების ადმინისტრირებაში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესწავლა
-
- თანამედროვე საინფორმაციო და AI ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება საგანმანათლებლო პროცესში, ინსტიტუციური მართვასა და შეფასებაში
- საგანმანათლებლო ინსტიტუციაში ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების წარმართვის უნარის შეძენა
ეთიკური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა
- ეთიკური ლიდერობის მიდგომის წახალისება, განათლების საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე სოციალურ სამართლიანობაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე გავლენის გაცნობიერებით.
- პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება საგანმანათლებლო ინსტიტუციის საქმიანობისა პრაქტიკებში, აკადემიის მართვაში AI-ის გამოყენების ეთიკის ღირებულებების ფორმირება.
კვლევითი სამაგისტრო პროგრამა
ანალიტიკური და ლიდერული კომპეტენციების განვითარება
- კურსდამთავრებულებისთვის ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო წყაროების, და მმართველობითი თუ კვლევითი მონაცემების კრიტიკული ანალიზის უნარის ფორმირება.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება
-
- თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარების კომპეტენციების გამომუშავება, აკადემიური სტანდარტებისა და სამეცნიერო ეთიკური პრინციპების დაცვის უნარის ფორმირება
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების, ადვოკატირებისა და შეფასების კულტურის განვითარება
ეთიკური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა
პასუხისმგებლობის კულტურის განვითარება საგანმანათლებლო კვლევის პრაქტიკებში, აკადემიური წყაროებისა და AI-ის რაციონალურად გამოყენების ღირებულებების ფორმირება.
კონცეფცია
პროგრამის ხედვა ეფუძნება პროგრამის განმახორციელებელი გუნდის ხედვას, რომელიც აერთიანებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აკადემიური და პროფესიული გამოცდილებას სფეროს განვითარების, მისი გამოწვევებისა და მისი მომავალი ლიდერების უნარებთან მიმართებით, იაზრებს სხვა საგანმანათლებლო სუბიექტთა გამოცდილებას აღნიშნული პროგრამის განვითარების შესახებ და იაზრებს არსებულ სექტორულ საჭიროებებს, კომპეტენციათა დეფიციტის გამოსავლენად ჩატარებული ფართო კვლევების შედეგად, ამ საჭიროებათა გააზრებით განათლების გლობალური სივრცის ტექნოლოგიური და სოციალური ევოლუციის კონტექსტში.
განათლების ადმინისტრირების საკითხის განხილვა შეუძლებელია მარტო ორგანიზაციული ლიდერობის და მმართველობითი საქმიანობისთვის დამახასიათებელი ზოგადი უნარების ფორმირებით, განათლების ადმინისტრირებაში საგანმანათლებლო საქმიანობის დიზაინის და განხორციელების ეფექტურობის შეფასების მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე, რომელიც უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირების უნარების ფორმირებით, ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა სწავლა-სწავლების პროცესების მართვისა და კურიკულუმის შემუშავების საკითხები, შეფასების პრინციპები და ტექნიკები და სხვა. ეფექტური განათლების ადმინისტრირება სწორედ საგანმანათლებლო პრინციპების ცოდნას მოითხოვს იმგვარი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც დადებითად აისახება ინსტიტუციის საქმიანობაზე.
განათლების ადმინისტრირების პროგრამის კონცეფცია სწორედ საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად ამ კომპონენტების სინერგიას ითვალისწინებს, სფეროს განვითარების ადგილობრივი გამოწვევების, საერთაშორისო კონტექსტით თუ შრომის ბაზარზე იდენტიფიცირებული უნარების დეფიციტის საპასუხო საგანმანათლებლო პროდუქტის მოწოდებასთან ერთად.
უმაღლესი განათლების უწყვეტი რეფორმა, ევროპულ ხარისხის სისტემაში ინტეგრაცია, პრაქტიკული სწავლების და სადოქტორო მიმართულებების განვითარება საერთაშორისო საუკეთეს პრაქტიკების ცოდნის მოლოდინს წარმოშობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პერსონალის მიმართ.
საქართველოს როგორც საგანმანათლებლო მომსახურების პროვაიდერი ქვეყნის რეგიონულ და მსოფლიო კონტექსტში დასამკვიდრებლად. საერთაშორისო საგანმანათლებლო კავშირები, ისევე როგორც საერთაშორისო მოსწავლეების და სტუდენტების მომსახურება ახალ გამოწვევას უყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პირველ რიგში დასაქმებული პერსონალის, საგანმანათლებლო ლიდერების, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მენეჯერების, სასწავლო პროგრამების ავტორებისა და განმახორციელებლების მიმართ.
ზოგადი განათლების რეფორმა და სკოლის სასწავლო გეგმაზე გადასვლის პროცესი, რომელიც მეტ ავტონომიას ანიჭებს სასკოლო საზოგადოებას, საგანმანათლებლო მიზნების მაკრო და მიკრო დონეზე განსხვავებულ გააზრებას მოითხოვს, რაც სკოლის ადმინისტრაციის და სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების პირების პასუხისმგებლობის მიმართ მომეტებულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული.
საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აღიარება და მსგავსი პროგრამების რიცხვის მნიშნელოვანი ზრდა დამატებით ახალ გამოწვევას ქმნის სკოლის ადამიანურ რესურსთან მიმართებით.
პროფესიული განათლების უწყვეტი განვითარება მის როგორც რაოდენობრივ ზრდაში გამოიხატება, როგორც პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილში, ასევე ვითარდება პროფესიულ განათლების განმახორციელებელ დაწესებულებათა მიმართ ხარისხის უზრუნველყოფის, ეფექტური სტრატეგიული მმართველობის და საბაზრო ადგილის დამკვიდრებისთვის აუცილებელი კომპეტენციების მოლოდინი.
არაფორმალური განათლების აღიარების ინსტიტუტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრების საწყის სტადიაზეა, და მისი ინსტიტუტების განვითარება საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისა და სრულყოფის პროცესის უწყვეტი თანმდევი იქნება.
სკოლამდელი განათლების რეფორმა სრულიად ახალი, ხარისხის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სტანდარტების შემოღებით თვისებრივად ახალ მოთხოვნებს უყენებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალს, რომლებსაც, ქართულ საგანმანათლებლო სივრცისთვის აქტუალურმა პროგრამამ უნდა უპასუხოს.
არაფორმალური განათლება, ტრენინგი, საგანმანათლებლო კურსის შექმნა საგანმანათლებლო სამართლებრივი ჩარჩოს გარეთ, ინდივიდუალური ტრენინგის, ბიზნესთან ინტეგრირებული პროფესიული გადამზადების კურსის, ტრენინგ-აკადემიის, სასწავლო ცენტრის, ქართულ და საერთაშორისო განათლების პლატფორმაზე კურსის კონსტრუქციის და რეალიზაციის შესაძლებლობები წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე ძლიერ ალტერნატივას და საგანმანათლებლო პროგრამის თანამედროვეობას უნდა განსაზღვრავდეს ტრადიციული, ფორმალური განათლების ფორმების და სისტემების პარალელურად, არაფორმალური განათლების თანამედროვე კონტექსტის სიღრმისეულად გააზრება, მისი ფილოსოფიური მიდგომებიდან, დაგეგმვიდან მარკეტინგამდე მმართველობით ინსტრუმენტებამდე.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გავლენა განათლებაზე უზარმაზარია - ონლაინ კოლაბორაციისა და ინტერაქციის პლატფორმებიდან დაწყებული, ვრცელი ენობრივი მოდელების გამოყენებამდე ინფორმაციის მოძიების, საკითხის კრიტიკულად შეფასებისა თუ სასწავლო პროდუქტის შექმნის მიზნით, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების პრაქტიკული გაცნობა, მათი საგანმანთლებლო პროცესში ინტეგრაციის შესაძლებლობების, შეზღუდვებისა, რისკებისა და ეთიკური დილემების გააზრება გარდაუვალია ნებისმიერი საგანმანათლებლო სექტორის ფუნქციონირებისათვის.
ყოველივე ზემოთაღნიშნული საფუძვლად დაედო პროგრამის - როგორც ინტერდისციპლინარულ, პრობლემის გადაწყვეტაზე, პრაქტიკულ აპლიკაციაზე და სიახლეებისადმი ღიაობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონცეფციის - ჩამოყალიბებას
პროგრამის მიმოხილვა
პროგრამის ხედვა
განათლების ადმინისტრირების სფეროს ინტერდისციპლინარული და მრავალმხრივი ბუნების შესატყვისად, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ახდენს სხვადასხვა მიმართულების - პედაგოგიკის ფსიქოლოგიის, დიდაქტიკის, ეკონომიკის, მართვისა და ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და ფსიქოლოგიის, დარგობრივი და დარგთაშორისი გამოწვევების, თეორიის პრაქტიკისა და კვლევის, სინერგიას, არა სხვადასხვა მიმართულების სასწავლო დისციპლინების პარალელურად შეთავაზებით, არამედ მათი ურთიერთკავშირის გაცნობიერებით განათლების ადმინისტრატორის პროფესიულ პროფილში.
საკუთარი კატალოგით პროგრამა ახდენს შემდეგი მიმართულებების სინერგიას:
განათლების ადმინისტრირების სფეროს ინტერდისციპლინარული და მრავალმხრივი ბუნების შესატყვისად, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ახდენს სხვადასხვა მიმართულების - პედაგოგიკის ფსიქოლოგიის, დიდაქტიკის, ეკონომიკის, მართვისა და ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და ფსიქოლოგიის, დარგობრივი და დარგთაშორისი გამოწვევების, თეორიის პრაქტიკისა და კვლევის, სინერგიას, არა სხვადასხვა მიმართულების სასწავლო დისციპლინების პარალელურად შეთავაზებით, არამედ მათი ურთიერთკავშირის გაცნობიერებით განათლების ადმინისტრატორის პროფესიულ პროფილში.
საკუთარი კატალოგით პროგრამა ახდენს შემდეგი მიმართულებების სინერგიას:
პროგრამის სტრუქტურა
განათლების ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს:
განათლების სისტემის ბლოკს, რომელიც განისაზღვრება განათლების სისტემების შედარებითი ანალიზის, განათლების პოლიტიკის, ეკონომიკური ზემოქმედებებისა და სამართლებრივი რეგულირების შემსწავლელ კურსებით. ცოდნის გაღრმავება აღნიშნულ მიმართულებაში შესაძლებელია განათლების, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო კომპონენტის, გლობალური განათლების, განათლების ფილოსოფიისა და განათლების სოციოლოგიის კურსებით.
საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირების ბლოკს რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიის და განათლების თეორიის, კურიკულუმის დიზაინის, სწავლებისა და შეფასების მეთოდების, ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტებს. ხაზგასმულია საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით.
საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრირების ბლოკს რომელიც მოიცავს ორგანიზაციული ლიდერობის, მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების დაუფლებას, ასევე პრაქტიკაში რეალურ პროფესიულ გარემოსთან არსებული ცოდნის, ანალიზისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარების გამოყენების რეალური ორგანიზაციის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და განვითარების პროექტის შემუშავებაში.
განათლების კვლევის ბლოკს, რომელიც დარგისთვის დამახასიათებელი კვლევითი მეთოდების გამოყენების შესწავლას, ასევე აკადემიური და სამეცნიერო კომუნიკაციის ფორმების გამოყენების შესწავლას უზრუნველყოფს და ტარდება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელებული კვლევის შედეგად სამაგისტრო ნაშრომის შემუშავებითა და დაცვით.
პროგრამის სტრუქტურა
|
|
სამაგისტრო პროგრამა |
კვლევითი სამაგისტრო პროგრამა |
|
სავალდებულო |
57 ECTS |
38 ECTS |
|
არჩევითo |
3 ECTS |
22 ECTS |
თეორიული კომპონენტი უზრუნველყოფილია პროგრამაში უახლეს კვლევაზე, დარგის მიღწევებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული სასწავლო კურსებით. პროგრამა არა მარტოოდენ თეორიული ცოდნის ტრანსფერს ითვალისწინებს, არამედ ცდილობს ანალიტიკური, პრობლემასა და რეალური შემთხვევების გადაწყვეტილების უნარებს მიუსადაგოს თეორიული ბაზისი, რაც შესაბამისი სწავლებისა და შეფასების მეთოდებით არის უზრუნველყოფილი
პრაქტიკული უნარების ფორმირება არა მარტოოდენ პროგრამის სავალდებულო პროექტის დამოუკიდებლად, რეალურ პროფესიულ გარემოში შესრულებით განისაზღვრება, არამედ პროგრამის კურსების უმეტესობა მათი სპეციფიკის შესაბამისი მინი პროექტის შესრულებას და შეფასებას ითვალისწინებს. პროგრამის ყველა კურსი, თეორიულ უნარებთან ერთად იაზრებს მათი პრაქტიკაში აპლიკაციის მნიშვნელობას და პრაქტიკული პროექტის შესრულებით ახდენს მაგისტრანტების მიერ ცოდნის უნარებში ტრანსფერის შესაძლებლობის დემონსტრირებასა და განმტკიცებას.
კვლევითი კომპონენტი, მისი შესწავლიდან - ამაზე ორიენტირებული დარგობრივი კურსებით, გაღრმავდება კვლევითი ამოცანების შესრულებით პროგრამის თითოეული სემესტრის განმავლობაში, რის შესატყვის დავალებებსაც პროგრამის სასწავლო კურსები მოიაზრებენ და განმტკიცდება დამასრულებელ სემესტრში სამაგისტრო კვლევის და ნაშრომის პრეზენტაციის კომპონენტში
კომუნიკაციის უნარების განვითარება უზრუნველყოფილია როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ დონეზე, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაში, ჯგუფში მუშაობის, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით, პრეზენტაციის, რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის და დარგობრივი კომუნიკაციის დემონსტრირებისთვის საკვანძო სხვა კომპონენტების პროგრამის კომპონენტებში ინტეგრირებით
ტრანსფერული უნარების კომპონენტი ინტეგრირებულია ყველა კურსში, თანამედროვე ლიდერობისთვის საბაზისო დროისა და რესურსების მართვის უნარებიდან, შეზღუდული ინფორმაციისა და პიროვნული ლიმიტების შეცნობის, ტექნოლოგიების ეფექტურად და ეთიკურად გამოყენების უნარებამდე.
ინგლისურენოვანი კომუნიკაცია კურსდამთავრებულისთვის უზრუნველყოფილია ინგლისურენოვანი დამატებითი და სამეცნიერო სასწავლო მასალების ინგლისურ ენაზე შეთავაზებით, სასწავლო კურსების ინგლისურად გავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფით, პროექტისა და თეზისის ინგლისურად შესრულების შესაძლებლობით.
კურიკულუმი
| კოდი | კომპონენტი | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | III სემ | IVსემ |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ED1001 | განათლების სისტემების სტრუქტურა | 5 | — | 5 | |||
| ED1003 | კურიკულუმის დიზაინი და განვითარება | 5 | — | 5 | |||
| ED1005 | სწავლების თანამედროვე მეთოდები | 6 | — | 6 | |||
| ED1007 | განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები | 4 | — | 4 | |||
| ED1009 | საგანმანათლებლო ინსტიტუციის მართვა | 6 | — | 6 | |||
| ED1011 | ლიდერობა განათლებაში | 4 | — | 4 | |||
| ED1002 | განათლების პოლიტიკა | 5 | ED1001 | 5 | |||
| ED1004 | ფინანსები განათლებაში | 4 | ED1001 | 4 | |||
| ED1006 | განათლების რეგულირება | 4 | ED1001 | 4 | |||
| ED1008 | ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში | 6 | ED1003 | 6 | |||
| ED3XXX | არჩევითი დისციპლინა | 3 | — | 3 | |||
| ED1010 | სამაგისტრო პროექტი | 8 | ED1009 | 8 |
| კოდი | კომპონენტი | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | III სემ | IVსემ |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ED2001 | კვლევის მეთოდები განათლებაში | 6 | 6 | ||||
| ED2003 | სამეცნიერო წერა და წყაროების ანალიზი | 5 | 5 | ||||
| ED2005 | განათლების გლობალიზაცია | 3 | ED1001 | 3 | |||
| ED2007 | განათლების მართვა ინტერკულტურულ გარემოში | 4 | 4 | ||||
| ED3XXX | არჩევითი დისციპლინა | 12 | 12 | ||||
| ED3XXX | არჩევითი დისციპლინა | 10 | 10 | ||||
| ED2020 | სამაგისტრო თეზისი | 20 | ED2001, ED2003 | 20 |
| კოდი | კომპონენტი | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | III სემ | IVსემ |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ED3010 | კარგი განათლება - თეორია, დებატები, პერსპექტივები | 3 | |||||
| ED3011 | განათლება მდგრადი განვითარებისთვის | 4 | ED1001 | ||||
| ED3012 | განათლების სოციოლოგია | 3 | |||||
| ED3013 | თანასწორობა განათლებაში | 3 | |||||
| ED3014 | პარტნიორობა განათლებაში | 3 | |||||
| ED3015 | უწყვეტი განათლების და ტრენინგების პოლიტიკა | 3 | |||||
| ED3020 | განათლების ფსიქოლოგია | 4 | |||||
| ED3021 | ტრენინგის დიზაინი და მართვა | 4 | |||||
| ED3022 | ზრდასრულთა განათლება | 3 | |||||
| ED3024 | პრევენციული ფსიქოლოგია და პედაგოგიკა | 3 | ED3020 | ||||
| ED3025 | ევროპული ხარისხის უზრუნველყოფა | 5 | ED1008 | ||||
| ED3026 | საგანმანათლებლო ინსტიტუციაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტრატეგიები | 4 | |||||
| ED3031 | AI განათლების მართვაში | 4 | |||||
| ED3030 | საგანმანათლებლო პროექტების მართვა | 4 | |||||
| ED3032 | ორგანიზაციული ქცევა | 3 | |||||
| ED3033 | პრაქტიკა საგანმანათლებლო ინსტიტუციაში | 8 | ED1009 | ||||
| ED3034 | განათლება და მეწარმეობა | 4 | |||||
| ED3035 | სტარტაპ განათლება | 5 | |||||
| ED3037 | ბრენდინგი და მარკეტინგი განათლებაში | 5 | ED1009 | ||||
| ED3040 | აკადემიური წერიდან - მეცნიერ-ინფლუენსერობამდე | 4 |
სწავლის შედეგები
სამაგისტრო პროგრამა
ცოდნა და გაცნობიერება
1.1.
აცნობიერებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების ფაზებს, თანამედროვე კონტექსტსა და სამომავლო გამოწვევებს, აანალიზებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტებით რეგულირების გავლენებს განათლების სფეროს განვითარებაზე.
1.2.
იცნობს განათლების მართვის სტრუქტურებს საერთაშორისო, სახელმწიფოებრივ თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციის დონეზე, აანალიზებს საგანმანათლებლო მმართველობით პროცესებს სტრატეგიულიდან ოპერაციულ მართვამდე და პოლიტიკის შემუშავებიდან - საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრირების დონემდე.
1.3.
სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს, საგანმანათლებლო სტრატეგიების შემუშავებიდან კურიკულუმის დიზაინის, შიდა და გარე შეფასებისა და განვითარების ჩათვლით, უახლესი საგანმანათლებლო, მათ შორის ICT და AI ტექნოლოგიების სასწავლო პროცესის განვითარებაში მნიშვნელობის გაცნობიერებით.
უნარები
2.1.
ავლენს ეფექტურ საგანმანათლებლო ლიდერობას ორგანიზაციაში - რელევანტური მმართველობითი მიდგომების გამოყენებით, გარე და შიდა ფაქტორების გავლენის შეფასებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრავს და ახორციელებს საგანმანათლებლო ორგანიზაციის განვითარების რეალისტურ და მიღწევად სტრატეგიას, პოზიტიური ორგანიზაციული კულტურისა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების უზრუნველყოფით.
2.2.
შეუძლია საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება - ორგანიზება, განხორციელება და მართვა, ინოვაციური ინიციატივების შემუშავებიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასების მიღებამდე, ახდენს აკადემიური გამოცდილების სინთეზს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების უნარებთან.
2.3.
პრაქტიკაში უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანი ICT და AI ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
3.1.
საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული, ინდივიდუალური თუ გუნდური საქმიანობის დაგეგმვაში ითვალისწინებს საკუთარ და სხვის პიროვნულ შესაძლებლობებს და ლიმიტებს, და საგანმანათლებლო თუ პროფესიულ ეკოსისტემაში ლიდერობას წარმართავს აკადემიური ღირებულებების, საზოგადოებრივი კეთილდღეობის პრიმატისა და დემოკრატიული ღირებულებების გაცნობიერებით.
კვლევითი სამაგისტრო პროგრამა
ცოდნა და გაცნობიერება
B1.1.
ადარებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების გამოწვევებს ადგილობრივ და გლობალურ დონეზე, კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ არგუმენტებზე დაყრდნობით
B1.3.
სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს განვითარებასა და სწავლების კოგნიტურ პროცესებთან, ინტერკულტურული სასწავლო პროცესის განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერებით.
უნარები
B2.3.
შეუძლია სფეროს შესატყვისი კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, აკადემიური სტანდარტით ნაშრომის მომზადება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით კვლევის მონაცემების გამოყენება საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
3.2.
აცნობიერებს აკადემიურ ღირებულებებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემების დამუშავების და კვლევის შედეგების წარდგენის ეტაპებზე, რაოდენობრივი, თვისებრივი, სამოქმედო თუ შერეული კვლევის განხორციელებისას იცავს ეთიკურ პრინციპებს, განსაკუთრებით საკვლევ პოპულაციასთან მიმართებით, იაზრებს სხვათა ნამუშევრის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავლენას სამეცნიერო მუშაობაზე და წარმართავს კვლევას აკადემიური პატიოსნების თანამედროვე სტანდარტებით.
ტრანსფერული უნარები
4.1. კომუნიკაციის უნარი
4.1.1. ვერბალური კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენაზე, პრობლემის, სასწავლო მასალის, სამეცნიერო წყაროს თუ პრაქტიკული ქეისის ირგვლივ ინფორმაციის აღქმის, გადმოცემის, პერეფრაზის, სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენებით, თუ არასპეციალისტებისათვის გასაგები ფორმით გადმოცემის უნარი.
4.1.2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენაზე მოკლე პრეზენტაციული ნაშრომის, ესეს, დოკუმენტის პროექტისა და აკადემიური სტატიის ფორმატში ინფორმაციის გადმოცემის, შეჯამების, ანალიზის, მნიშნელოვანი ნაწილების ხაზგასმისა და გამართულ სტილში, აკადემიური ფორმებით ტრანსფერის უნარი. ქართულენოვან და ინგლისურენოვანი წყაროებიდან ინფორმაციის სინთეზისა და სამუშაო ენაზე გამართულად გადმოცემის უნარი.
4.1.3. ენობრივ მოდელებთან კომუნიკაციის უნარი - ქართულ და ინგლისურ ენაზე ვრცელი ენობრივი მოდელებისთვის მინიშნების (prompt) გენერირების უნარი, ენობრივი მოდელის შესაძლებლობისა და პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი წინაპირობების წინასწარ გააზრების და ტექსტობრივ მინიშნებაში ასახვის უნარი, გენერირებადი ტექსტის შეზღუდვების წინასწარი გაცნობიერებით.
4.2. პრობლემების გადაჭრის უნარი
ახდენს კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირებას, ანალიზსა და თეორიული ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების სინთეზს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით პრობლემის გადასაჭრელად, ახალი ინოვაციური მიდგომების ფორმულირებასა და მათი ეფექტურობის შეფასებისთვის. იყენებს პრობლემების გადასაჭრელ მიდგომებს რეალური პროფესიული ქეისების გადასაჭრელად.
4.3. ანალიტიკური უნარი
აანალიზებს რთული ცნებებს, თეორიებსა და მონაცემებს, კრიტიკულად აფასებს სისტემურ ურთიერთკავშირებსა და პატერნებად დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებისთვის. გამოიყენონ მოწინავე ანალიტიკური მეთოდები და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომები. შეუძლია არგუმენტებისა და წყაროების კრიტიკული შეფასება, დამუშავებული მონაცემებისგან საკვანძო მიგნებების გამოკვეთა, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ამოცანასთან დაკავშირება.
4.4. დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
ახდენს დროის ეფექტურად მართვისა და ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრის და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ჩარჩოების იდენტიფიცირებას, რთულ აკადემიურ, კვლევით და პროფესიულ გარემოში ახდენს დავალების ორგანიზების, დაგეგმვისა და სამუშაო დატვირთვის დაბალანსების ტექნიკის დემონსტრირებას. იყენებს პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგიებს ვადებისა და პასუხისმგებლობების მართვაში, იღებს კრიტიკული გადაწყვეტილებებს დროითი და სამუშაო რესურსების ოპტიმალურად გამოყენებასთან დაკავშირებით და იყენებს ამოცანებისა და ვადების სტრუქტურირების ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს მიზნის მისაღწევად.
4.5. ორგანიზების და თვითორგანიზების უნარი
კურსდამთავრებულები გამოავლენენ უნარს ეფექტურად დაგეგმონ, სტრუქტურირონ და მართონ ამოცანები, რესურსები და პასუხისმგებლობები რთულ აკადემიურ და პროფესიულ გარემოში. ისინი გამოიმუშავებენ ძლიერ ორგანიზაციულ უნარებს პროექტების კოორდინაციისთვის, სამუშაოს ოპტიმიზაციისთვის და დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ისინი განავითარებენ თვითორგანიზაციის უნარებს, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად იმუშაონ, დაისახონ რეალისტური მიზნები, შეინარჩუნონ დისციპლინა და შეეგუონ ცვალებად გარემოებებს.
4.6. გუნდური მუშაობის უნარი
კურსდამთავრებულები გამოავლენენ ეფექტური თანამშრომლობის უნარს მრავალფეროვან გუნდურ გარემოში იდეების შეტანით, აქტიურად მოსმენით და ურთიერთპატივისცემისა და საერთო პასუხისმგებლობის კულტურის განვითარების გზით. მათ განუვითარდებათ ძლიერი ინტერპერსონალური უნარები, უზრუნველყოფენ პროდუქტიულ კომუნიკაციას, კონფლიქტების მოგვარებას და კონსენსუსის მიღწევას აკადემიურ და პროფესიულ გარემოში.
4.7. პროექტების მართვის უნარი
კურსდამთავრებულები გამოიმუშავებენ პროექტების ეფექტურად დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგისა და შეფასების უნარებს აკადემიურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოში. ისინი გამოიყენებენ პროექტის მართვის პრინციპებს, მათ შორის მიზნების დასახვას, რესურსების განაწილებას, რისკების შეფასებას და ვადების მართვას, რათა უზრუნველყონ პროექტის წარმატებით დასრულება. გარდა ამისა, ისინი გამოავლენენ პროექტის მიზნების ინსტიტუციურ ან ორგანიზაციულ მიზნებთან შესაბამისობის უნარს, ეთიკური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დაცვით პროექტის განხორციელებაში.
აკადემიური დატვირთვა
I ნაწილი · მაგისტრი
60ECTS
1 აკადემიური წელი · 1800 საათი
II ნაწილი · კვლევითი
60ECTS
დამატებითი 1 წელი · 1800 საათი
სავალდებულო (I ნაწილი)
57ECTS
არჩევითი — 3 ECTS
სავალდებულო (კვლევითი)
38ECTS
არჩევითი — 22 ECTS
სწავლების დიდაქტიკური კონცეფცია
სწავლება-სწავლის მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტის მიერ საკუთარი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების რეგულარულად გამოყენების შესაძლებლობების არსებობას, პრობლემის გლობალურ და ლოკალურ დონეზე გააზრებისა და რეალისტური და მიღწევადი ინსტრუმენტებით გადაჭრის უნარების დემონსტრირების შესაძლებლობის შექმნას.
სწავლების მეთოდები მოიცავს დარგის გამოწვევის შესატყვის დიდაქტიკურ მიდგომებს, როგორიცაა ჯგუფური სამუშაო პროექტები, კვლევით პრობლემაზე და ქეისის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, “Journal club”, PBL. CBL, Flipped Classroom, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებთან პრაქტიკული მუშაობა, და სხვა. კლასიკური ინტერაქტიული სალექციო და სასემინარო მეცადინეობების მეთოდოლოგია დაგეგმილია დარგის საჭიროებების შესაბამისად, რათა მისცეს სტუდენტს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების რეგულარულად გამოყენების შესაძლებლობა რეალური ან რეალურთან მიახლოებული სიტუაციებისა და შემთხვევების ანალიზით, გადაჭრის გზების ძიების, და არჩეული პრაქტიკული გადაწყვეტილების არგუმენტირებულად დასაბუთების გზით.
კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებულია პროგრამაში ჰორიზონტალურად და სპირალურად. კვლევითი მეთოდოლოგიის შესწავლის პარალელურად, დარგობრივი სასწავლო კურსები პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში ითვალისწინებს კვლევითი ნამუშევრის / პროექტის შესრულებასა და შეფასებას, რაც კვლევითი ინსტრუმენტატივის დარგობრივი პრობლემის კვლევასთან მისადაგების საშუალებას განამტკიცებს, ამასთან, სამაგისტრო ნაშრომის შესრულებამდე მისი სტრუქტურის, მეთოდოლოგიური ბაზისა და გეგმის განხილვა ხდება სამაგისტრო სემინარის ფარგლებში, რაც საინტერესო მიმართულების კვლევაზე მუშაობის პარალელურად, სტუდენტებს კვლევის სტანდარტის საბოლოო განმტკიცებას ემსახურება და ნათლად წარმოაჩენს პროგრამის ფარგლებში მისი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარის პროგრესს. ტრადიციული კვლევის გარდა, როგორც სასწავლო კურსები ასევე დასკვნითი საკონსულტაციო პროექტი მოაიზრებს პრაქტიკის კვლევას ადმინისტრირებისა თუ პედაგოგიკურ კომპეტენციათა განსამტკიცებლად.
სწავლება-სწავლის მეთოდები
|
|
|
|
ლექცია |
ლექცია მიზნად ისახავს სტუდენტს მიაწოდოს სიღრმისეული თეორიული და გამოყენებითი ცოდნა კონკრეტულ თემაზე სასწავლო კურსის ფარგლებში. ის ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ჩართულობას და თეორიული ცოდნის გამოყენების უნარის ფორმირებას შემდგომი კვლევითი და პრაქტიკული დავალებების შესრულებისათვის. ლექცია მიჰყვება სტრუქტურირებულ ფორმატს: შესავალი, მიზნების კონტექსტუალიზაცია კურსის ფარგლებში, ლექციამდე აუდიტორიის მოლოდინების შეფასება სწრაფი კითხვების საშუალებით; ძირითადი შინაარსის მიწოდება - თეორიებისა და მეთოდოლოგიების ახსნა და რეალურ სამყაროში არსებულ მაგალითებთან/ქეისებთან დაკავშირება; ინტერაქტიული ელემენტები - ღია დისკუსია, მცირე დებატები კავშირის დემონსტრირება მიმდინარე კვლევებთან და პრაქტიკულ გამოწვევებთან/ქეისებთან. დასკვნა და ძირითადი მიგნებების განხილვა უკუკავშირი, რეფლექსიის კითხვები და დავალებები სალექციო მასალის გარშემო. ლექციის ფარგლებში ლექტორი წარმოადგენს ძირითად კონცეფციებს, თეორიებს და უკავშირებს მას პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. სალექციო პროცესში უზრუნველყოფილია ინტერაქტიულობა - კითხვა-პასუხის სესიები, რეფლექსიები და მოკლე დისკუსიები ხელს უწყობს სტუდენტების მონაწილეობას, სალექციო მასალის მულტიმედიური ინტეგრაცია - სლაიდები, ვიდეოები, შემთხვევის ანალიზი და რეალური პრაქტიკების გაცნობა აძლიერებს გაგებას. მნიშნელოვანია ლექცია განხორციელდეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლებით - უახლესი კვლევების, სტატიებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეხედულებების ჩართვით, რათა უზრუნველყოს სტუდენტები უახლესი ცოდნით. |
|
სემინარი |
სემინარი უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინტერაქტიულ კომუნიკაციას კონკრეტული თემის გარშემო კრიტიკული დისკუსიის, პრეზენტაციისა და კვლევაზე დაფუძნებული ანალიზის მეშვეობით. ის ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას, ანალიტიკურ უნარებს და თანამშრომლობით სწავლას. დისკუსია: სემინარი სტრუქტურირებულია სტუდენტების მიერ წარმართული დისკუსიების ირგვლივ, სადაც მონაწილეები აანალიზებენ დავალებულ საკითხებს და შემთხვევებს. ლექტორი წარმართავს დისკუსიას, უზრუნველყოფს კონცეპტუალური სიცხადისა და თემების უფრო ფართო დისციპლინურ ჩარჩოებთან დაკავშირებას. კვლევაზე ორიენტირებული სემინარი აერთიანებს მრავალფეროვან პერსპექტივებს და მიმდინარე კვლევებს თემების უფრო ღრმა გააზრებისთვის. სემინარი სტრუქტურირებულია შემდეგნაირად: მოსამზადებელი ეტაპი (სემინარამდე) საკითხავი მასალების, კვლევითი ნაშრომების ან ქეისების და სამუშაო დავალების მიწოდება, წინასემინარული კითხვები აზროვნების სტიმულირებისთვის. სემინარის შესავალი- კონტექსტუალიზაცია, სესიის თემის შესავალი. ძირითადი საკითხების მოკლე მიმოხილვა, სასწავლო მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა. სტუდენტების პრეზენტაციები, ინდივიდუალური ან ჯგუფური დავალებულ თემებზე. კრიტიკული დისკუსია: სტუდენტების დებატები, კრიტიკა და პრობლემების ერთობლივი გადაჭრა, ლექტორის ფასილიტაციით. შედარებითი ანალიზი: სხვადასხვა პერსპექტივის დაკავშირება განხილული საკითხებიდან. მართული ანალიზი - ლექტორის მიერ ძირითადი პუნქტების, თეორიული ჩარჩოებისა და მეთოდოლოგიური შეხედულებების გარკვევა. კავშირების წარმოჩენა უფრო ფართო თემებთან და პროფესიულ ქეისებთან. სინთეზი და რეფლექსია - ძირითადი მიგნებების შეჯამება. ღია დისკუსია შედეგების შესახებ.გამოხმაურება დისკუსიის, დავალების თუ პრეზენტაციის ხარისხზე. სემინარის შეფასება ითვალისწინებს როგორც განმავითარებელი შეფასების - დისკუსიებში მონაწილეობა, არგუმენტების ხარისხი და ჩართულობის სიღრმე, ასევე შემაჯამებელი შეფასება: პრეზენტაციების, წერილობითი სამუშაოსა თუ კვლევაზე დაფუძნებული დავალებების შეფასება შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში განსაზღვრული კრიტერიუმებით. |
|
პრაქტიკული |
პრაქტიკული მეთოდი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის დაახლოებას საგანმანათლებლო გარემოში პრაქტიკულ გამოცდილებასთან. ის აძლიერებს სტუდენტების უნარს გამოიყენონ მართვის ან პედაგოგიური თეორიები, ადმინისტრირების თუ სასწავლო სტრატეგიები და შეფასების მეთოდები რეალურ სამყაროში. სასწავლო კურსის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მეთოდი შესაძლებელია მოიცავდეს ექსპერიმენტულ სწავლებას რეალურ ან იმიტირებულ სასწავლო გარემოში საგანმანათლებლო კონცეფციების გამოსაყენებლად, რეფლექსურ პრაქტიკას უწყვეტი თვითშეფასებითა და უკუკავშირის გამოყენებით სწავლას, თანამშრომლობითი სწავლებას - გუნდური მუშაობით პრობლემების კოლექტიურად გადაჭრის მიზნით ან/და ტექნოლოგიებით გაძლიერებულ სწავლებას - ციფრული ტექნოლოგიებითა და AI-ზე დაფუძნებული პლატფორმებით კურიკულუმის დიზაინისა და სწავლების მენეჯმენტის განვითარებას. პრაქტიკული სწავლის მეთოდი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: მოსამზადებელი ეტაპი (პრაქტიკული სესიის დაწყებამდე) ორიენტაცია მიზნებზე, მოლოდინებზე და ეთიკურ მოსაზრებებზე. შესაბამისი საგანმანათლებლო თეორიების, სასწავლო სტრატეგიებისა და შეფასების ტექნიკის მიმოხილვა და პრაქტიკული აქტივობების გეგმის შემუშავება. პრაქტიკული განხორციელება სიმულაციები / მიკროსწავლება - მოკლე, სტრუქტურირებულ სასწავლო სესიების ფორმატში, აუდიტორიის დაკვირვებისა და კონსტრუქციული უკუკავშირით, საბოლოო თვითრეფლექსიის ანალიზით, უწყვეტი დაკვირვებით და განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდებით ან საველე პრაქტიკა დაგეგმილი პერიოდით საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული თეორიების გამოყენება რეალურ საგანმანათლებლო სივრცეში, ურთიერთქმედება საგანმანათლებლო სისტემის სუბიექტებთან, ინფორმაციის შეგროვება, პრაქტიკული კვლევის მეთოდით ანალიზი და თეორიული ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკასთან სინთეზი განვითარების ოპტიმალური მიმართულების დასასახად. პრაქტიკის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს უნარების დემონსტრირების, დაგეგმვისა და შედეგების ანგარიშების შეფასებას. რეფლექსია და შეფასება თვითრეფლექსია: ჟურნალის, პორტფოლიოს, ანგარიშის ან ბლოგის/ვლოგის ფორმით, რომელიც ასახავს დაგროვებულ გამოცდილების პერსონალურ ჭრილში ანალიზს. ინსტრუქტორის და კოლეგის უკუკავშირი: სტრუქტურირებული შეფასებები პრაქტიკულ აქტივობათა ეფექტურობისა და ჩართულობის შესახებ |
|
გონებრივი იერიში (Brain Storming) |
გონებრივი იერიში არის ინტერაქტიული სწავლების მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს შექმნან და გამოიკვლიონ მრავალი იდეა, გადაწყვეტა ან პერსპექტივა მოცემულ თემაზე. ის ხელს უწყობს შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემების თანამშრომლობით გადაჭრას, რაც მას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის რთული აკადემიური დისკუსიებისა და კვლევაზე ორიენტირებული სწავლისთვის. მკაფიოდ ფორმულირებული პრობლემური საკითხის შესახებ, წინასწარ მოწოდებული მასალებით სტუდენტები გადიან:
ფაზებს. |
|
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება PBL |
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) არის აქტიური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის მეთოდი, სადაც მაგისტრანტები ჩაერთვებიან რთული, რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრაში. ინფორმაციის პასიურად მიღების ნაცვლად, სტუდენტები ერთობლივად მუშაობენ ჯგუფებში, რათა გამოავლინონ საკითხები, გამოიკვლიონ შესაძლო გადაწყვეტილებები და გამოიყენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ სცენარებში. ეს მეთოდი აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას, საკითხის გარშემო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების და გადაწყვეტილების მიღების უნარს, ხელს უწყობს დამოუკიდებელ, ინტერდისციპლინურ სწავლას, ინფორმაციის მრავალი წყაროდან სინთეზირების საჭიროებით. ლექტორი მოქმედებს როგორც ფასილიტატორი - წარმართავს რეფლექსურ დისკუსიებს და ხელს უწყობენ თვითმართვით სწავლებას. ავთენტური გამოწვევების დაძლევით, როგორიცაა პოლიტიკის შემუშავება, ინსტიტუციური მენეჯმენტი ან სასწავლო გეგმის საკითხები, სტუდენტები ავითარებენ პრობლემის გადაჭრის კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია მათი პროფესიული და აკადემიური ზრდისთვის. |
|
ქეისზე დაფუძნებული სწავლება (CBL) |
შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება (CBL) არის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი, რომელიც მოიცავს მაგისტრანტების მიერ რეალური ან იმიტირებული შემთხვევების სიღრმისეულ ანალიზს. CBL ხელს უწყობს აქტიურ სწავლებას, წაახალისებს სტუდენტებს შეაფასონ მრავალფეროვანი პერსპექტივები, დაასაბუთონ თავიანთი დასკვნები მტკიცებულებებით და დახვეწონ ანალიტიკური და სტრატეგიული უნარები. ეს მიდგომა აკავშირებს თეორიასა და პრაქტიკას, სტუდენტებისგან მოითხოვს კრიტიკული აზროვნების გამოყენებას რეალური პრაქტიკული სცენარების გასაანალიზებლად. მართვადი დისკუსიების, შემთხვევის შედარებისა და პრობლემის გადაჭრის სავარჯიშოების მეშვეობით მაგისტრანტები სიღრმისეულად იაზრებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს განათლების ადმინისტრაციაში, პოლიტიკის შემუშავებასა და ინსტიტუციურ ლიდერობაში. |
|
Journal Club |
Journal Club არის თანამშრომლობითი სწავლება-სწავლის მეთოდი, სადაც მაგისტრანტები კრიტიკულად აანალიზებენ და განიხილავენ კვლევით სტატიებს. ეს მიდგომა აძლიერებს სტუდენტების უნარს შეაფასონ სამეცნიერო ლიტერატურა, გაიგონ კვლევის მეთოდოლოგია და ჩაერთონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დისკუსიებში. უკანასკნელი პუბლიკაციების მიმოხილვით, სტუდენტები ავითარებენ ანალიტიკურ უნარებს, აუმჯობესებენ აკადემიური კომუნიკაციის აპარატს და ეცნობიან სფეროს აკადემიურ სივრცეში არსებულ ტენდენციებსა და დებატებს. აკადემიური დისკუსიები ხელს უწყობს მეცნიერულ დებატებს, კრიტიკულ აზროვნებას და ინტერდისციპლინურ სწავლებას, ინფორმაციის სინთეზის, ინფორმირებული პერსპექტივების არტიკულაციის უნარების განვითარებას, ასევე ეხმარება მაგისტრანტებს და გამოიყენონ კვლევის მიგნებები საკუთარ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში. |
|
თანამშრომლობითი სწავლება |
თანამშრომლობითი სწავლება არის სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდი, რომელიც ხაზს უსვამს სტრუქტურირებულ ჯგუფურ თანამშრომლობას საერთო აკადემიური და პროფესიული მიზნების მისაღწევად. ეს მეთოდი წაახალისებს სტუდენტებს გაიზიარონ განსხვავებული პერსპექტივები და გამოიყენონ თავიანთი კოლექტიური გამოცდილება პრობლემების გადასაჭრელად. მეთოდი აძლიერებს ცოდნის გამოყენების უნარის ფორმირებას, რადგან სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ კურსის მასალებს, არამედ კოლეგების შეხედულებებსა და გამოცდილებას. ტრადიციული ჯგუფური მუშაობისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწავლება ანიჭებს მკაფიო როლებს და პასუხისმგებლობებს, რაც უზრუნველყოფს ყველა წევრის ანგარიშვალდებულებას და აქტიურ მონაწილეობას. ლექტორი, როგორც ფასილიტატორი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს ამოცანების სტრუქტურირებით, რომლებიც საჭიროებენ თანამშრომლობას, მოლაპარაკებას და კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებას. |
|
შებრუნებული სასწავლო ოთახი Flipped Classroom |
შებრუნებული საკლასო ოთახი, არის აქტიური სწავლის მიდგომა, რომელიც ცვლის ტრადიციულ სწავლების მოდელს სასწავლო შინაარსის მიწოდებით მეცადინეობის გარეთ - კითხვის, ვიდეოების ან ონლაინ მოდულების მეშვეობით - რაც საშუალებას აძლევს მაგისტრანტებს აუდიტორიაში მუშაობა წარმართონ დისკუსიით, პრობლემის გადაჭრაზე ან თეორიული საკითხის პრაქტიკაში რეალიზების აქტივობის გარშემო. მეთოდი აძლიერებს რთული თემების დაუფლებას ინფორმაციის პასიური შთანთქმიდან ყურადღების გადატანით პრობლემის აქტიურ გადაწყვეტასა და კრიტიკულ ანალიზზე, ხელს უწყობს თვითმიმართულ სწავლებას, რადგან სტუდენტები ]დამოუკიდებლად ამუშავებენ თემის თეორიულ ბაზისს, ხოლო საკონტაქტო მუშაობა წარიმართება კრიტიკულ აზროვნებაზე, ანალიზზე და რეალურ სამყაროში გამოყენების სცენარით. |
|
პროექტზე დაფუძნებული სწავლა Project Based Learning |
სტუდენტებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი საგანმანათლებლო, კვლევითი ან პრაქტიკული პროექტი მიღებული ცოდნისა საფუძველზე. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის წარმოდგენილი. |
|
კვლევაზე დაფუძნებული სწავლა (Research-Based Learning) |
სტუდენტები, ჯგუფებად დაკომპლექტებული, დამოუკიდებლად ატარებენ კვლევას რეალურ საგანმანათლებლო პრობლემაზე. ეს მეთოდი ხელს უწყობს კვლევითი უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. |
|
წიგნზე მუშაობა |
მეთოდი გულისხმობს აკადემიური და კვლევითი ტექსტების სიღრმისეულ ანალიზს, კრიტიკულ გააზრებასა და მათ საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუქციას, აკადემიური ტექსტების სიღრმისეულ გააზრებასა და კრიტიკული ანალიზს, თეორიული კონცეფციებისა და კვლევითი მიგნებების შეფასებას, არგუმენტირებული და მეცნიერულად დასაბუთებული შეხედულებების ჩამოყალიბებას. |
|
წერითი მუშაობა |
მეთოდი მოიცავს აკადემიური ტექსტების შექმნის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის მხრიდან ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებასა და აკადემიური კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებას. დამაჯერებელი და სტრუქტურირებული ტექსტების შექმნით, აკადემიური წერითი სტანდარტების შესაბამისად. |
შეფასების სისტემა
სწავლის შედეგების შეფასების მეთოდები მრავალგვარია და მოიცავს ზეპირსიტყვიერი ან/და წერილობითი ანგარიშის, დებატებში/დისკუსიებში/პროფესიული ხასიათის დისკუსიებში მონაწილეობის, მშობლიურ ან/და უცხოურ ენაზე ჩატარებული საჯარო პრეზენტაციების, კვლევითი ნაშრომებისა და გამოცდების საფუძველზე ინდივიდუალურ შეფასებას, თანამშრომლობით მეთოდებსა და ჯგუფურ შეფასებას. აგრეთვე, კრიტიკული და კონსტრუქციული ხასიათის შენიშვნებსა და კომენტარებს საკუთარი (თვითრეფლექსია) თუ სხვა სტუდენტების (რეფლექსია) მიერ მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით
განმავითარებელი შეფასება
განმავითარებელი შეფასება არის უწყვეტი შეფასების პროცესი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება აკადემიური პროგრესის გაუმჯობესებაში, ხოლო ლექტორებს – სწავლების პროცესის ადაპტირებაში. აღნიშნული მიდგომა ავითარებს მაგისტრანტების ანალიტიკურ, კრიტიკულ და კვლევით უნარებს.
განმავითარებელი შეფასების მოდელები:
- უკუკავშირი (Feedback) და რეფლექსია - სტუდენტები იღებენ რეგულარულ უკუკავშირს, რაც ეხმარებათ გაუმჯობესებაში. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა თვითშეფასებისა და კოლეგების შეფასების გზით გააღრმავონ ცოდნა
- პროცესზე ორიენტირება – ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ კვლევის, ანალიზისა და არგუმენტაციის პროცესზე.
- კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება – შეფასება დაკავშირებულია პროგრამის მიზნებთან და რეალურ პროფესიულ საჭიროებებთან, რაც ზრდის სტუდენტთა მოტივაციას.
- თანამშრომლობითი სწავლება – შეფასება მოიცავს ჯგუფურ პროექტებს, დისკუსიებს და კოლაბორაციულ კვლევას.
შემაჯამებელი შეფასება
შემაჯამებელი შეფასება არის მაგისტრანტის აკადემიური პროგრესის საბოლოო შეფასების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად მიაღწია სტუდენტმა სასწავლო მიზნებს. შეფასება ორიენტირებულია სტუდენტის კომპეტენციების, კვლევითი უნარებისა და კრიტიკული ანალიზის უნარის სიღრმისეულ შეფასებაზე.
შემაჯამებელი შეფასების ძირითადი პრინციპები
- პროგრამის აკადემიური სტანდარტების დაცვა – შეფასება უნდა ემყარებოდეს პროგრამის მიზნებს და საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ სტანდარტებს.
- მრავალგანზომილებიანი მიდგომა – გამოიყენება შეფასების რამდენიმე მეთოდი, რათა სტუდენტის კომპეტენციები სრულად შეფასდეს.
- გამჭვირვალობა და ობიექტურობა – შეფასების კრიტერიუმები სტუდენტებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური შეფასება.
- პრაქტიკული ცოდნისა და კვლევითი უნარების შეფასება – შეფასება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასაც მოიცავს.
სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტების შეფასების სისტემა
სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტები ითვალისწინებს მიმდინარე და ფინალურ შეფასებას თითოეულ კომპონენტში.
მიმდინარე შეფასება მოიცავს თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი დავალებების შესრულებას, შესაბამისი სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტის შედეგებიდან გამომდინარე და შეიძლება მოიცავდეს შუალედურ გამოცდას, შეძენილი ცოდნის და უნარების დონის მიმდინარე შეფასებისთვის.
ფინალური შეფასება ითვალისწინებს საბოლოო გამოცდის, პროექტის ან ნამუშევრის შეფასებას, შესაბამისი სასწავლო/პრაქტიკული კომპონენტის შედეგებიდან გამომდინარე.
სტუდენტის შეფასება შეადგენს მიმდინარე და ფინალური შეფასებების ჯამს.
|
|
შეფასება |
ქულა |
შეფასება |
|
დადებითი შეფასება |
A |
91-100 |
ფრიადი |
|
B |
81-90 |
ძალიან კარგი |
|
|
C |
71-80 |
კარგი |
|
|
D |
61-70 |
საშუალო |
|
|
E |
51-60 |
დამაკმაყოფილებელი |
|
|
უარყოფითი შეფასება |
Fx |
41-50 |
ვერ ჩააბარა - სტუდენტს აქვს ფინალური შეფასების კომპონენტის გადაბარების უფლება |
|
F |
0-40 |
ჩაიჭრა - სტუდენტმა საგანი თავიდან უნდა გაიაროს |
Fx შეფასების შემთხვევაში, მაგისტრანტი უფლებამოსილია დამატებითი მუშაობის ხელმეორედ ჩააბაროს გამოცდა/ნაშრომი/პროექტი ფინალური შეფასებისთვის, იმავე აკადემიურ სემესტრში, შეფასების გაცნობიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში. დამატებითი გამოცდის შედეგის გათვალისწინებით დადებითი შეფასების მიუღწევლობის შემთხვევაში, მაგისტრანტს შესაბამის კომპონენტში უფორმდება F შეფასება.
F შეფასების შემთხვევაში, მაგისტრანტი ვალდებულია შესაბამისი სავალდებულო კომპონენტი თავიდან გაიაროს შემდგომ აკადემიურ სემესტრებში. ხოლო არჩევით კომპონენტში უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში - ხელახლა გაიაროს ეს ან სხვა არჩევითი კომპონენტი შესაბამისი მოცულობით.
პროგრამის სასწავლო/პრაქტიკულ კომპონენტში 3-ჯერ უარყოფითი შეფასების მიღება არის მაგისტრანტისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
სამაგისტრო თეზისის შეფასების სისტემა
სამაგისტრო თეზისის შეფასება ხდება მთლიანობაში, ერთიანი დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს თეზისის ხელმძღვანელის, რეცენზენტებისა და თეზისის დაცვის კომიტეტის შეფასებებს
|
შეფასების ფორმა |
შეფასების კომპონენტი |
შეფასების % წილი |
ზღვარი % |
აღწერა |
|
თეზისის შეფასება |
კვლევითი წინადადება |
15% |
50 |
კვლევითი კითხვის სიცხადე 5% დარგის პრობლემატიკის გააზრება 5% წინასწარი მუშაობის ხარისხი 5% |
|
კვლევის დიზაინი |
15% |
50 |
მეთოდების შესატყვისობა 5% შერჩევის დასაბუთება 5% კვლევის ეთიკური დიზაინი 5% |
|
|
პროგრესის ანგარიში |
10% |
50 |
სამუშაოს შესრულების განგრძობითობა 5% უკუკავშირის გათვალისწინება 5% |
|
|
მონაცემთა ანალიზი |
20% |
60 |
თეორიული მასალის ანალიზი 10% კვლევის მიგნებების ანალიზი 10% |
|
|
თეზისის ტექსტი |
25% |
60 |
სტრუქტურირება - 5% არგუმენტაცია-თანამიმდევრულობა 5% ანალიზის სიღრმე - 5% წერის და ციტირების ხარისხი - 5% ინოვაციურობა / რეკომენდაციები - 5% |
|
|
თეზისის პრეზენტაცია |
15% |
60 |
პრეზენტაციის ხარისხი 5% არგუმენტაცია/თავდაჯერებულობა 5% კითხვებზე პასუხი 5% |
|
|
|
|
|||
სამაგისტრო თეზისის შეფასება
|
|
შეფასება |
ქულა |
შეფასება |
|
დადებითი შეფასება |
A |
91-100 |
ფრიადი |
|
B |
81-90 |
ძალიან კარგი |
|
|
C |
71-80 |
კარგი |
|
|
D |
61-70 |
საშუალო |
|
|
E |
51-60 |
დამაკმაყოფილებელი |
|
|
უარყოფითი შეფასება |
Fx |
41-50 |
ვერ ჩააბარა |
|
F |
0-40 |
ჩაიჭრა |
Fx შეფასების მიღების შემთხვევაში, მაგისტრანტი უფლებამოსილია გადაამუშავოს თეზისი - მოახდინოს კვლევითი კითხვის მოდიფიცირება, კვლევის მეთოდების შეცვლა, კვლევითი პოპულაციის შეცვლა, ლიტერატურის ანალიზის აკადემიური წერის სტანდარტებში მოქცევა ან/და შეასრულოს შემფასებლის რეკომენდაციის შესაბამისად სხვა სამუშაო, და ხელმეორედ ჩააბაროს თეზისის შეფასების კომპონენტო მომდევლო აკადემიურ სემესტრში.
განმეორებით დაცვაზე დადებითი შეფასების მიუღწევლობის შემთხვევაში, მაგისტრანტს უფორმდება F შეფასება და იგი კარგავს ამავე სათაურის ნაშრომის წარმოდგენის უფლებას.
F შეფასების მიღების შემთხვევაში, მაგისტრანტი კარგავს ამავე სათაურის ნაშრომის წარმოდგენის უფლებას, და ვალდებულია ახალი სამაგისტრო ნაშრომის შეასრულოს.
თეზისის კომპონენტში 2-ჯერ უარყოფითი შეფასების მიღება არის მაგისტრანტისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
აკადემიური ხარისხი
პროგრამის პირველი ნაწილი დასრულებულად ითვლება, როცა:
- სტუდენტის მიერ დაგროვებულია არანაკლებ 60 ECTS კრედიტი პროგრამის I ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო კურსითა და არჩევითი კურსების მინიმალური რაოდენობით.
- სამაგისტრო პროექტი დაცულია
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება
განათლების ადმინისტრირების მაგისტრის
Master of Education Administration
აკადემიური ხარისხი და ეძლევა დიპლომი შესაბამისი დანართით.
პროგრამის მეორე ნაწილი დასრულებულად ითვლება, როცა:
- სტუდენტის მიერ დაგროვებულია არანაკლებ 60 ECTS კრედიტი პროგრამის II ნაწილით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო კურსითა და არჩევითი კურსების მინიმალური რაოდენობით.
- სამაგისტრო თეზისი დაცულია
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება
განათლების ადმინისტრირების კვლევის მაგისტრის
Master of Education Administration Research
აკადემიური ხარისხი და ეძლევა დიპლომი შესაბამისი დანართით.
სწავლის გაგრძელება
სამაგისტრო პროგრამის I ნაწილის დასრულების შემდეგ განათლების ადმინისტრირების მაგისტრი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს კვლევით სამაგისტრო პროგრამაზე.
კვლევითი სამაგისტრო პროგრამის / სამაგისტრო პროგრამის ორივე ნაწილის დასრულების შემდეგ განათლების ადმინისტრირების კვლევითი მაგისტრი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტორანტურაში.
დასაქმების სექტორი
განათლების ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს აქვთ ფართო დასაქმების პერსპექტივა როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო სექტორებში. მათი უნარები გამოიყენება განათლების მენეჯმენტში, პოლიტიკის დაგეგმვაში, კვლევაში და კონსულტაციაში.
კურსდამთავრებულების პროფესიული საქმიანობის არეალი
1. საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრაცია
- ინსტიტუციის მმართველი გუნდის წევრი – მართავს სასწავლო პროცესს, პედაგოგიურ გუნდს და ინსტიტუციის პოლიტიკას.
- ინსტიტუციის ადმინისტრატორი – მუშაობს აკადემიურ დეპარტამენტებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტუდენტურ სერვისებში.
- განათლების ხარისხის მენეჯერი – უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.
- საგანმანათლებლო პროცესების კოორდინატორი – ორგანიზებას უწევს სასწავლო პროგრამების განვითარებასა და ადმინისტრირებას.
2. განათლების პოლიტიკა და მმართველობა
- განათლების სამინისტროს ან ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალისტი – მუშაობს განათლების რეფორმებზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე და იმპლემენტაციაზე
- საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების მენეჯერი – ახორციელებს კვლევებს განათლების პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის.
- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი – მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში (UNESCO, UNICEF, World Bank და სხვა).
3. კვლევა და კონსულტაცია განათლების სფეროში
- საგანმანათლებლო კვლევითი ორგანიზაციების ანალიტიკოსი – ატარებს კვლევებს განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის.
- მოსწავლეთა და პედაგოგთა შეფასების ექსპერტი – მუშაობს განათლების ხარისხის მონიტორინგსა და შეფასების მოდელებზე.
- კონსულტანტი საგანმანათლებლო მენეჯმენტში – უწევს კონსულტაციას საგანმანათლებლო ინსტიტუციებს
4. არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები
- საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციის მენეჯერი – მართავს საგანმანათლებლო ინიციატივებსა და სოციალური ინკლუზიის პროექტებს.
- განათლების განვითარების კოორდინატორი – მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში (UNICEF, GIZ და სხვა.).
- ტრენერი და პროფესიული განვითარების სპეციალისტი – ატარებს ტრენინგებს პედაგოგებისა და განათლების მენეჯერებისთვის.
5. არაფორმალური განათლების სექტორი
- არაფორმალური სასწავლო ცენტრის მენეჯერი – მართავს სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებს, დამატებით განათლების სერვისებს, ენის სკოლებს, სასწავლო აკადემიებს, მსხვილი კომპანიების პროფესიული მომზადების ერთეულებს.
- EdTech (განათლების ტექნოლოგიები) სტარტაპის მენეჯერი – მონაწილეობს ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაში.
- განათლების ანტრეპრენიორი / განათლების ინფლუენსერი – თავისი ცოდნისა და უნარების კომერციალიზაციას ახორციელებს განათლების პლატფორმების (Coursera, Udemy) ან სოციალური მედია არხების მეშვეობით.
პროგრამის ინტერდისციპლინარული ბუნება საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს პრობლემის გადაწყვეტაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების რთული პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად იმპლემენტაციის უნარები წარმატებით გამოიყენონ ასევე პროგრამის ძირითადი სფეროს დასაქმების ფარგლებს გარეთ.