საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
შესავალი
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. ქვეყანაში მაღალია არაგადამდებ დაავადებათა ტვირთი, სამუშაო ძალის დაბერება და ახალი კვალიფიციური კადრების საჭიროება, აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია, ახალი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და სამუშაო ძალაში ჩართვა.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პოლიტიკის პროგრამა შემუშავებულია “ევროპის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამუშაო ძალისთვის WHO-ASPHER”-ის კომპეტენციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობაში. WHO-ASPHER -ი ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის აუცილებელ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულ თანხვედრაშია საქართველოს სტრატეგიასთან "GEORGIA PUBLIC HEALTH WORKFORCE STRATEGY", რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით სამუშაო ძალის გაუმჯობესებას.
საბოლოო ჯამში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს გაძლიერება მოითხოვს როგორც კვალიფიციური კადრების მომზადებას, ასევე არსებული სამუშაო ძალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ახალი მიდგომების დანერგვას.
პროგრამის მიმოხილვა
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულების ისეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, რომლებიც ფლობენ ცოდნასა და უნარებს, რათა იქცნენ ცვლილებების წარმმართველ ძალად ადგილობრივ და გლობალურ ჯანდაცვის სისტემებში. ტუდენტები შეისწავლიან ჯანდაცვის დაფინანსების მოდელებს, სადაზღვევო სისტემებს, პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მექანიზმებს, რაც მათ მისცემს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ ჯანდაცვის სისტემების მართვაში, განვითარებასა და რეფორმირებაში.
პროგრამა ხაზს უსვამს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მნიშვნელობას. სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და გამოყენების მეთოდებს, რაც ჩამოაყალიბებს საფუძველს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
პროგრამა ასწავლის, თუ რა ახდენს გავლენას მოსახლეობის ქცევაზე, რას წარმოადგენს ჯანდაცვის სოციალური და კულტურული დეტერმინანტები და სტუდენტს განუვითარებს ადვოკატირების უნარებს. ისინი შეისწავლიან ჯანდაცვის კომუნიკაციის სტრატეგიებს, რისკის კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის გზებს.
პროგრამა აქტუალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლსა და პრევენციას, ეროვნული და გლობალური ეპიდემიოლოგიური საფრთხეების მართვის მეთოდებს.
პროგრამის აღწერა
პროგრამის სტრუქტურა აწყობილია ისე, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ძირითადი კომპეტენცია მიწოდებული იყოს თემატურად გაერთიანებულ ბლოკებში; თითოეული ბლოკი აერთიანებს სასწავლო კურსებს, რომლებიც განაწილებულია სემესტრების მიხედვით, რათა ეტაპობრივად გააღრმავოს სტუდენტის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
ბლოკი 1. ჯანდაცვის სისტემები და მმართველობა (26 კრედიტი)
ბლოკი ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურაზე, პოლიტიკაზე, ფინანსურ მართვასა და რეგულაციებზე. საგნები სტუდენტებს აწვდის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გლობალურ, რეგიონალურ და ლოკალურ ჭრილში. საგნებს კითხულობენ პრაქტიკოსი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები. საგნები დაფუძნებულია რეალურ საჭიროებებზე რომელიც ბაზრის კვლევის დროს გამოვლინდა.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოკალურ კონტექსტს და რეგულაციებს რომელიც ჩვენი პროგრამი სექსკლუზიური საგანია.
საგნები:
- ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები
- ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება
- სამედიცინო საქმიანობის რეგულაცია: კანონები ეროვნულ და გლობალურ ჭრილში
- ფინანსური მენეჯმენტი ჯანდაცვაში
- ციფრული ჯანდაცვა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები
ბლოკი 2. მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მონაცემთა ანალიზი (17 კრედიტი)
ბლოკი მიზნად ისახავს კვლევით და ანალიტიკურ უნარებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. საგნების დატვირთვა ეტაპობრივად იზრდება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად განვითარდეს და საკითხები სიღრმისეულად შეისწავლოს. ასეთი მიდგომა თავიდან არიდებს სასწავლო პროცესის ზედმეტად შემჭიდროებას, ინფორმაციის ჭარბად მიწოდებას და სტუდენტის გადატვირთვას.
საგნები:
- ბიოსტატისტიკა
- გამოყენებითი ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი
- სამეცნიერო წერისა და ანალიზის საფუძვლები
ბლოკი 3. მოსახლეობის ქცევის ანალიზი, კომუნიკაცია და ადვოკატირება (8 კრედიტი)
ბლოკის მიზანია საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციისა და პოლიტიკის ანალიზის უნარების გაძლიერება.
საგნები:
- კომუნიკაცია, და ქცევითი მეცნიერება
- ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება
ბლოკი 4. ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირება (23 კრედიტი)
ბლოკი ფოკუსირებულია დაავადებების გავრცელების აღკვეთასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირებაზე.
საგნები:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები
- ეპიდემიოლოგია
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები
- ერთიანი ჯანმრთელობა
- გლობალური ჯანდაცვა
სწავლის შედეგები
ცოდნა / გაცნობიერება
- კურსდამთავრებული იცნობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების, რეგულაციების, მართვისა და შეფასების საფუძვლებს; აცნობიერებს ჯანდაცვის დაფინანსების მოდელებს, დაზღვევას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ფინანსური მართვის, ბიუჯეტირებისა და ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებს.
- ავლენს ცოდნას ეპიდემიოლოგიაში, ბიოსტატისტიკაში, ხარისხობრივსა და რაოდენობრივ კვლევის მეთოდებში.
- იცნობს გარემოს ჯანმრთელობის პრინციპებსა და მათ როლს პანდემიის, კლიმატის ცვლილების და გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეების რისკების შერბილებაში და ითვალისწინებს გარემოს ჯანმრთელობის პრინციპებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიებში.
- იცნობს მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობისა და მდგრადობის ოპტიმიზაციისთვის.
- აფასებს და აანალიზებს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ჯანმრთელობის დეტერმინანტებს.
უნარები
- იყენებს ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმდებლობასა და რეგულაციებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებასა და პოლიტიკის განხორციელებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
- ატარებს სამეცნიერო კვლევას, იყენებს შესაბამის სტატისტიკურ რაოდენობრივ და/ან ხარისხობრივ მეთოდებს.
- მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისების რისკების მართვის დაგეგმვაში.
- საზოგადოების ჩართულობის, სოციალური დეტერმინანტებისა და ქცევითი მეცნიერების გამოყენებით შეიმუშავებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სტრატეგიებს; ეფექტურად იყენებს კომუნიკაციის, ადვოკატირებისა და რისკების კომუნიკაციის სტრატეგიებს დაინტერესებულ მხარეებთან, საზოგადოებასა და პოლიტიკის შემქმნელებთან ურთიერთობისთვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინიციატივების მხარდასაჭერად.
- მონიტორინგისა და ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტების გამოყენებით აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობას.
- იყენებს ციფრული ჯანდაცვის ინსტრუმენტებს, საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ანალიტიკას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად.
აკადემიური დატვირთვა
სულ კრედიტი
120ECTS
სრული პროგრამის მოცულობა
აკადემიური საათები
3 600სთ
ჯამური აკადემიური დატვირთვა
სავალდებულო კომპონენტი
104ECTS
ძირითადი სასწავლო ბლოკები
არჩევითი კომპონენტი
16ECTS
2 აკადემიური წელი · 4 სემესტრი
პროგრამის სტრუქტურა ბლოკების მიხედვით
ბლოკი 1 · 26 ECTS
ბლოკი ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურაზე, პოლიტიკაზე, ფინანსურ მართვასა და რეგულაციებზე. საგნები: ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები; ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება; სამედიცინო საქმიანობის რეგულაცია; ფინანსური მენეჯმენტი ჯანდაცვაში; ციფრული ჯანდაცვა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები.
ბლოკი 2 · 17 ECTS
ბლოკი მიზნად ისახავს კვლევით და ანალიტიკურ უნარებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. საგნები: ბიოსტატისტიკა; გამოყენებითი ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი; სამეცნიერო წერისა და ანალიზის საფუძვლები.
ბლოკი 3 · 8 ECTS
ბლოკის მიზანია საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციისა და პოლიტიკის ანალიზის უნარების გაძლიერება. საგნები: კომუნიკაცია და ქცევითი მეცნიერება; ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება.
ბლოკი 4 · 23 ECTS
ბლოკი ფოკუსირებულია დაავადებების გავრცელების აღკვეთასა და საფრთხეებზე რეაგირებაზე. საგნები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები; ეპიდემიოლოგია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები; ერთიანი ჯანმრთელობა; გლობალური ჯანდაცვა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სასწავლო გეგმა
| საგნების ჩამონათვალი | კრედიტი | წინაპირობა | I | II | III | IV | |
| PH001 | საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები | 3 | არ აქვს | X | |||
| PH002 | ბიოსტატისტიკა | 6 | არ აქვს | X | |||
| PH003 | ეპიდემიოლოგია | 5 | არ აქვს | X | |||
| PH004 | სამეცნიერო წერისა და ანალიზის საფუძვლები | 5 | არ აქვს | X | |||
| PH005 | ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება | 5 | არ აქვს | X | |||
| PH006 | სამედიცინო საქმიანობის რეგულაცია: კანონები ეროვნულ და გლობალურ ჭრილში | 6 | არ აქვს | X | |||
| PH007 | გამოყენებითი ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი | 6 | სტატისტიკა | X | |||
| PH008 | ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები | 5 | საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები | X | |||
| PH009 | ფინანსური მენეჯმენტი ჯანდაცვაში | 6 | არ აქვს | X | |||
| PH010 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები | 5 | არ აქვს | X | |||
| PHE011 | არჩევითი საგანი | 4 | არ აქვს | X | |||
| PHE012 | არჩევითი საგანი | 4 | არ აქვს | X | |||
| PH013 | ციფრული ჯანდაცვა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები | 4 | არ აქვს | X | |||
| PH014 | კომუნიკაცია და ქცევითი მეცნიერება | 4 | ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები | X | |||
| PH015 | ერთიანი ჯანმრთელობა | 4 | ეპიდემიოლოგია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები | X | |||
| PH016 | გლობალური ჯანდაცვა | 6 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები | X | |||
| PH017 | ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება | 4 | ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები | X | |||
| PHE018 | არჩევითი საგანი | 4 | არ აქვს | X | |||
| PHE019 | არჩევითი საგანი | 4 | არ აქვს | X | |||
| PH020 | საამაგისტრო პროექტი | 10 | ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება | x | |||
| PH021 | სამაგისტრო ნაშრომი | 20 | >75 კრედიტის შესრულება | x |
| # | არჩევითი საგნები | ||
| PHE011 | მონაცემთა ანალიზი R-ში | 4 | ბიოსტატისტიკა |
| PHE012 | მენეჯმენტის საფუძვლები | 4 | არ აქვს |
| PHE018 | ტრენინგის დიზაინი და მართვა | 4 | არ აქვს |
| PHE019 | ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები | 4 | არ აქვს |
| PH022 | ადიქცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პოლიტიკა, პრევენცია და სისტემური ცვლილებები | 4 | არ აქვს |
| PH025 | გარემო და ჯანმრთელობა | 4 | არ აქვს |
| ph020 | კვება ჯანმრთელობა და საზოგადოება | 4 | არ აქვს |
| phe027 | პირველადი ჯანდაცვა | 4 | არ აქვს |
| phe021 | ჯანდაცვის ხარისხის მართვა და გაუმჯებესება | 4 | არ აქვს |
სწავლება-სწავლის მეთოდები
სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენება როგორც სტანდარტული, ასევე ინტერაქტიული მეთოდები. ძირითადი მეთოდებია ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მუშაობა, პრობლემაზე და ქეისზე დაფუძნებული სწავლება, Journal Club, წიგნზე მუშაობა და წერითი დავალებები.
ლექცია და სემინარი გამოიყენება თეორიული ცოდნის გადაცემისა და განხილვისთვის. სწავლება ორგანიზებულია თანამედროვე მიდგომების მიხედვით და მოიცავს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, დისკუსიასა და საკითხების ანალიზს.
პრაქტიკული მეთოდი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის დაკავშირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკასთან. სტუდენტები მუშაობენ რეალურ ან იმიტირებულ სიტუაციებზე, ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, მონაწილეობენ სიმულაციებში, საველე პრაქტიკაში ან ჯგუფურ სამუშაოებში. ეს მეთოდი ეხმარება მათ ცოდნის გამოყენებაში, პრობლემების შეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს რეალურ პრობლემებზე მუშაობას. სტუდენტები ჯგუფურად აანალიზებენ საკითხებს, ეძებენ ინფორმაციას, მსჯელობენ შესაძლო გადაწყვეტილებებზე და იყენებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ სიტუაციებში. ეს მეთოდი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს.
ქეისზე დაფუძნებული სწავლება მოიცავს რეალური ან იმიტირებული შემთხვევების განხილვას. სტუდენტები აანალიზებენ სიტუაციას, აფასებენ სხვადასხვა მიდგომას და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს. მეთოდი ხელს უწყობს თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირებას და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
Journal Club გულისხმობს სამეცნიერო სტატიების განხილვასა და კრიტიკულ ანალიზს. სტუდენტები ეცნობიან თანამედროვე კვლევებს, აფასებენ მტკიცებულებებს და მონაწილეობენ აკადემიურ დისკუსიაში. ეს მეთოდი აძლიერებს კვლევით, ანალიტიკურ და აკადემიური კომუნიკაციის უნარებს.
წიგნზე მუშაობა მოიცავს აკადემიური და კვლევითი ტექსტების წაკითხვას, გააზრებასა და ანალიზს. სტუდენტები სწავლობენ ძირითადი იდეების გამოყოფას, არგუმენტების შეფასებას და მიღებული ცოდნის გამოყენებას.
წერითი მუშაობა გულისხმობს აკადემიური ტექსტების მომზადებას. სტუდენტები წერენ სტრუქტურირებულ ნაშრომებს, აყალიბებენ არგუმენტირებულ მოსაზრებებს და ავითარებენ აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.
შეფასების სისტემა
სწავლის შედეგების შეფასების სისტემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში სწავლის შედეგების შეფასება მრავალფეროვანი მეთოდებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების კომპეტენციების ყოვლისმომცველ შეფასებას. ეს მეთოდები მოიცავს:
- ზეპირი კომუნიკაციის შეფასება:
- ზეპირი პრეზენტაციები კონკრეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე ან კვლევის შედეგებზე, მონაცემების ვიზუალიზაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარის დემონსტრირებით.
- მონაწილეობა პროფესიულ დისკუსიებსა და დებატებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემებზე, არგუმენტირებისა და განსხვავებული პერსპექტივების გათვალისწინების უნარის შეფასებით.
- ზეპირი ანგარიშები ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამისი მონაცემების წარმოდგენითა და ინტერპრეტაციით.
- წერილობითი კომუნიკაციის შეფასება:
- ანალიტიკური ნაშრომები ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების ან კონკრეტული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების შესახებ, კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული არგუმენტაციის უნარის შეფასებით.
- კვლევითი რეფერატები და ნაშრომები დაავადებათა გავრცელების, ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების ეფექტურობის ან სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებზე.
- ბიოსტატისტიკური ანალიზის შედეგების წერილობითი ანგარიშები, სადაც წარმოდგენილია გამოყენებული მეთოდოლოგია, ჩატარებული პრაქტიკული ანალიზი და დასაბუთებული დასკვნები.
- ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება:
- პრაქტიკული სავარჯიშოები ბიოსტატისტიკაში, მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და სტატისტიკური პროგრამების გამოყენებით ანალიზის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარის შეფასებით.
- ქეისების ანალიზი, რომელიც მოითხოვს კონკრეტული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის იდენტიფიცირებას, გამომწვევი მიზეზების ანალიზს, შესაძლო გადაწყვეტილებების შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას.
- თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შეფასება:
- ჯგუფური პროექტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების დაგეგმვის, განხორციელების ან შეფასების მიზნით, გუნდის თითოეული წევრის წვლილისა და თანამშრომლობის უნარის შეფასებით.
- თვითშეფასება და რეფლექსია:
- სტუდენტების მიერ საკუთარი სწავლის პროცესისა და მიღწეული შედეგების კრიტიკული შეფასება და რეფლექსია, რაც ხელს უწყობს თვითგანვითარებას.
|
|
შეფასება |
ქულა |
შეფასება |
|
დადებითი შეფასება |
A |
91-100 |
ფრიადი |
|
B |
81-90 |
ძალიან კარგი |
|
|
C |
71-80 |
კარგი |
|
|
D |
61-70 |
საშუალო |
|
|
E |
51-60 |
დამაკმაყოფილებელი |
|
|
უარყოფითი შეფასება |
Fx |
41-50 |
ვერ ჩააბარა - სტუდენტს აქვს პროექტის გადამუშავების უფლება |
|
F |
0-40 |
ჩაიჭრა - სტუდენტმა ახალი პროექტი უნდა შეასრულოს |
პროექტი და სამაგისტრო ნაშრომი
შეფასების სისტემა
სწავლის შედეგების შეფასების სისტემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში სწავლის შედეგების შეფასება მრავალფეროვანი მეთოდებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების კომპეტენციების ყოვლისმომცველ შეფასებას. ეს მეთოდები მოიცავს:
- ზეპირი კომუნიკაციის შეფასება:
- ზეპირი პრეზენტაციები კონკრეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე ან კვლევის შედეგებზე, მონაცემების ვიზუალიზაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარის დემონსტრირებით.
- მონაწილეობა პროფესიულ დისკუსიებსა და დებატებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემებზე, არგუმენტირებისა და განსხვავებული პერსპექტივების გათვალისწინების უნარის შეფასებით.
- ზეპირი ანგარიშები ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამისი მონაცემების წარმოდგენითა და ინტერპრეტაციით.
- წერილობითი კომუნიკაციის შეფასება:
- ანალიტიკური ნაშრომები ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების ან კონკრეტული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების შესახებ, კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული არგუმენტაციის უნარის შეფასებით.
- კვლევითი რეფერატები და ნაშრომები დაავადებათა გავრცელების, ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების ეფექტურობის ან სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებზე.
- ბიოსტატისტიკური ანალიზის შედეგების წერილობითი ანგარიშები, სადაც წარმოდგენილია გამოყენებული მეთოდოლოგია, ჩატარებული პრაქტიკული ანალიზი და დასაბუთებული დასკვნები.
- ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება:
- პრაქტიკული სავარჯიშოები ბიოსტატისტიკაში, მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და სტატისტიკური პროგრამების გამოყენებით ანალიზის ჩატარებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარის შეფასებით.
- ქეისების ანალიზი, რომელიც მოითხოვს კონკრეტული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის იდენტიფიცირებას, გამომწვევი მიზეზების ანალიზს, შესაძლო გადაწყვეტილებების შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას.
- თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შეფასება:
- ჯგუფური პროექტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების დაგეგმვის, განხორციელების ან შეფასების მიზნით, გუნდის თითოეული წევრის წვლილისა და თანამშრომლობის უნარის შეფასებით.
- თვითშეფასება და რეფლექსია:
- სტუდენტების მიერ საკუთარი სწავლის პროცესისა და მიღწეული შედეგების კრიტიკული შეფასება და რეფლექსია, რაც ხელს უწყობს თვითგანვითარებას.
|
|
შეფასება |
ქულა |
შეფასება |
|
დადებითი შეფასება |
A |
91-100 |
ფრიადი |
|
B |
81-90 |
ძალიან კარგი |
|
|
C |
71-80 |
კარგი |
|
|
D |
61-70 |
საშუალო |
|
|
E |
51-60 |
დამაკმაყოფილებელი |
|
|
უარყოფითი შეფასება |
Fx |
41-50 |
ვერ ჩააბარა - სტუდენტს აქვს პროექტის გადამუშავების უფლება |
|
F |
0-40 |
ჩაიჭრა - სტუდენტმა ახალი პროექტი უნდა შეასრულოს |
პროექტი და სამაგისტრო ნაშრომი
სამაგისტრო პროგრამის ბოლო ეტაპზე სტუდენტი ჯერ ასრულებს სამაგისტრო პროექტს. პროექტის ფარგლებში სტუდენტი მუშაობს რეალურ პროფესიულ გარემოში, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაში ან სხვა პარტნიორ ინსტიტუციაში. ამ პროცესში ის აკვირდება სამუშაო პროცესებს, აგროვებს საჭირო ინფორმაციას და იდენტიფიცირებას უკეთებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემას. შემდეგ სტუდენტი აანალიზებს აღნიშნულ პრობლემას და ამზადებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. პროექტი ფასდება ეტაპობრივად. შეფასებაში შედის ხელმძღვანელის უკუკავშირი, პარტნიორი ინსტიტუციის უკუკავშირი, პროექტის გეგმა, პრობლემის ანალიზი და რეკომენდაციები. ყურადღება ექცევა პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას, გამოყენებული მეთოდების შესაბამისობას და შემუშავებული რეკომენდაციების პრაქტიკულ მნიშვნელობას.
სამაგისტრო პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტი აგრძელებს მუშაობას სამაგისტრო ნაშრომზე. სამაგისტრო ნაშრომი შეიძლება შესრულდეს იმავე თემაზე ან იმავე პრობლემაზე, რომელიც სტუდენტმა პროექტის ფარგლებში შეისწავლა. ამ შემთხვევაში პროექტის დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება და შეგროვებული ინფორმაცია ქმნის საფუძველს უფრო სიღრმისეული კვლევისთვის. ნაშრომის ეტაპზე სტუდენტი ამზადებს კვლევის გეგმას, არჩევს შესაბამის მეთოდოლოგიას, აანალიზებს მონაცემებს და წერს აკადემიურ ნაშრომს. საბოლოოდ, სტუდენტი საჯაროდ იცავს შესრულებულ ნაშრომს. სამაგისტრო ნაშრომი ფასდება როგორც კვლევითი კომპონენტი. შეფასებაში შედის კვლევითი წინადადება, კვლევის დიზაინი, პროგრესის ანგარიში, მონაცემთა ანალიზი, საბოლოო ნაშრომი და პრეზენტაცია. ყურადღება ექცევა კვლევითი კითხვის სიცხადეს, მეთოდოლოგიის შესაბამისობას, ანალიზის ხარისხს, აკადემიური წერის სტანდარტებს და საჯარო დაცვის პროცესში არგუმენტირებულ პასუხებს.