რეგისტრაცია
program image
program image
program image
program image
სიახლეები და ღონისძიებები ყველა სიახლე
news image

რეგიონული მეცნიერების ფესტივალი

19 სექტემბერს, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ რეგიონული მეცნიერების ფესტივალში „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

წაიკითხე სტატია
news image

აკადემიური კონკურსი 2026

„ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას. 

წაიკითხე სტატია
16ივლისი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

26–27 ივნისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცვის პრობლემატიკა საქართველოში“.

17ივნისი

საერთაშორისო ღონისძიება - SESAM 2026 Annual Meeting

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნინო კასრაძე, მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში - SESAM 2026 Annual Meeting, რომელიც 17-19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში იმართება. კონგრესი აერთიანებს სამედიცინო განათლების, კლინიკური სიმულაციის, შეფასებისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე ტენდენციები, ასევე ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები.

ვიდეო გალერეა