რეგისტრაცია
image

რეგიონული მეცნიერების ფესტივალი

უკან დაბრუნება

რეგიონული მეცნიერების ფესტივალი

რეგიონული მეცნიერების ფესტივალი

19 სექტემბერს, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ რეგიონული მეცნიერების ფესტივალში „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში საგამოფენო პავილიონში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამებით წარდგა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა სამედიცინო სფეროს პრაქტიკულ აქტივობებს და მონაწილეობა მიეღო ინტერაქტიულ საგანმანათლებლო გამოცდილებებში.

ფესტივალი მიზნად ისახავდა სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობით დაინტერესებასა და მეცნიერებისადმი საზოგადოებრივი ინტერესის გაძლიერებას. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პრაქტიკულ, კვლევით და ინოვაციურ საქმიანობაში.