რეგისტრაცია
image

მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

პროგრამის კატალოგი
MD

შესავალი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის  უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დიპლომამდელი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა („მედიცინა’’) შეესაბამება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) საბაზისო სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გლობალურ სტანდარტს (Basic Medical Education. WFME Global Standards for Quality Improvement. The 2020 Revision) და ითვალისწინებს უმაღლესი სამედიცინო განათლების ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ მოთხოვნებს. ამის გარდა, პროგრამის განახლებისას გათვალისწინებულ იქნა WFME-ის დისტანციური სწავლების სტანდარტი სამედიცინო განათლებში (Standards for distributed and distance learning in medical education. 2021) და თურქეთის კერძოდ, სტამბულის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა, რომელიც ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებაა.

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის  დიპლომამდელი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების რუკა წარმოადგენს გენერალური სამედიცინო საბჭოს (Outcomes for graduates. General Medical Council 2018 (updated 2020)) მიერ შემუშავებული სწავლის შედეგების და აქტუალური კომპეტენციების ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს, სამედიცინო განათლების ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ მოთხოვნების და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამის სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი  მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებით მედიცინის მიმართულებით, რაც პირდაპირ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან.

პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის სახელიმედიცინა
კვალიფიკაციადიპლომირებული მედიკოსი / Medical Doctor (MD)
საგანმანათლებლო ერთეულიმედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა
პროგრამის დონეერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება კვალიფიკაციათა ევროპული ჩარჩოს VII დონეს და განათლების მეორე საფეხურს
სწავლების ენაინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა6 აკადემიური წელი
პროგრამის მოცულობა360 ECTS, 10800 აკადემიური საათი
აკადემიური დატვირთვასაკონტაქტო: 6 099 საათი სავალდებულო სასწავლო კურსებიდან, მათ შორის სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში სწავლება: 2 081 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა3,999 საათი
არჩევითი კურსები120 საათი. სტუდენტის საშუალო დღიური აკადემიური დატვირთვა: 7-8 საათი

აკადემიური დატვირთვა

საკონტაქტო საათები

6 099სთ

სავალდებულო სასწავლო კურსებიდან

სიმულაციური და კლინიკური გარემო

2 081სთ

საკონტაქტო საათების შემადგენელი

დამოუკიდებელი მუშაობა

3 999სთ

სტუდენტის დამოუკიდებელი სამუშაო

არჩევითი კურსები

120სთ

ელექტიური კომპონენტი

პროგრამის მიზნები და ამოცანები

პროგრამის მიზანია მოამზადოს ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური ექიმი ღრმა თეორიული და მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ცოდნით, კლინიკური უნარებით, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხედვით და ლიბერალური ღირებულებებით. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს ეთიკური ღირებულებების, კვლევის და ცოდნის მუდმივად გაღრმავების უნარების ჩამოყალიბებაში, რაც წარმოადგენს განვითარების უმთავრეს საფუძველს მედიკოსისთვის. პროგრამა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში.

პროგრამის ამოცანაა ბიოსამედიცინო და მედიცინის კლინიკური დარგების ცოდნითა და კლინიკური აზროვნების და კლინიკური მანიპულაციების ჩატარების უნარებით აღჭურვილი, მაღალი ჰუმანური ღირებულებებისა და ემპათიის გრძნობით გამსჭვალული წარმატებული ლიდერის და ამავდროულად გუნდის ეფექტური წევრის მომზადება. გარდა ამისა პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანაა მომავალ ექიმს შესძინოს პროფესიულ სფეროში ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც კოლეგებთან, ასევე პაციენტებთან და პაციენტის ნათესავებთან. პროგრამის ამოცანაა, აგრეთვე, სტუდენტს შესძინოს საკუთარი როლის და პასუხისმგებლობების გაცნობიერების უნარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაბამისი პროფესიული ღირებულებების, ანგარიშვალდებულებისა და კრიტიკული თვითშეფასების ფორმირების უნარი.

ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა მედიცინა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განათლების მაღალი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზებით, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას.

პროგრამის აღწერა

საგანმანათლებლო პროგრამა ,,მედიცინა’’ აგებულია ბიოსამედიცინო კომპონენტების ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ტრანსდისციპლინური ბლოკებით და განგრძობითად მიწოდებული სამედიცინო და არასამედიცინო ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსებით. პროგრამა დამყარებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით ნორმისა და პათოლოგიის და საბაზისო და კლინიკური საგნების ლოგიკურ და თანმიმდევრულ ინტეგრაციაზე. კურიკულუმი ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ და სასწავლო კურსები დალაგებულია ერთმანეთზე დაშენების პრინციპით, ლოგიკურად აწყობილი წინაპირობების სისტემით. 

კლინიკური სასწავლო კურსების უმრავლესობა ტარდება როტაციული სისტემით. ხანგრძლივობა მინიმუმ ერთ- და მაქსიმუმ 6-კვირიანია (დანართი 2 - პროგრამის აკადემიური კალენდარი). პირველი ხუთი სემესტრის თითოეული მოდული მოიცავს სხვადასხვა დისციპლინას (როგორიცაა ანატომია, ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, ბიოქიმია, პათოლოგია, რადიოლოგია, ფარმაკოლოგია და ა.შ.), მოდულში არსებული თემები, ან საკითხები (მაგ. ორგანოთა სისტემები) დალაგებულია იმგვარად, რომ სტუდენტები იძენენ თეორიულ ცოდნას კონკრეტული თემის ირგვლივ სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან. თითოეულ მოდულში განსაზღვრულია საათები კლინიკურ გარემოში სწავლებისათვის და დასაწყისიდანვე ორიენტირებულია კლინიკური კომპეტენციების და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) და კლინიკურ ქეისზე დაფუძნებული სწავლების (CBL) მეთოდები აქტიურად გამოიყენება მთელი პროგრამის განმავლობაში, განსაკუთრებით, კი ინტერდისციპლინურ მოდულებში, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ინტეგრაციას. აღნიშნული ფორმატი გამორიცხავს ცოდნის დანაწევრებულად მიწოდებას და უზრუნველყოფს დამოუკიდებელი კლინიკური აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას სწავლების ადრეულ ეტაპზე. მოგვიანებით, კლინიკური როტაციების გავლისას ეს მიდგომა ხელს უწყობს სამედიცინო დისციპლინების უკეთ გაგებას. გარდა ამისა, თითოეული სემესტრი უზრუნველყოფს სამედიცინო პრიფესიული კომპეტენციების განვითარებას და გაღრმავებას ცოდნის, უნარების და შეხედულებების ფორმირების კონტექსტში. 

კომუნიკაციის უნარები

კომუნიკაციის უნარები პროგრამაში ინტეგრირებულია ვერტიკალურად პირველ სასწავლო წელს სასწავლო კურსები „კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა 1 და 2“ და „ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში 1 და 2“, რომელთა ფარგლებში როლური თამაშები და კონკრეტული შემთხვევების განხილვა სტუდენტს აძლევენ საშუალებას შეისწავლოს სხვადასხვა ტიპის პაციენტთან, კოლეგებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან როგორც ვერბალური, ასევე წერითი კომუნიკაციის ელემენტები, რაც აუცილებელია სამედიცინო სფეროში ურთიერთობისას. კომუნიკაციისა და ქცევის უნარების დაშენება მეორე სასწავლო წელს ხდება „სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის შესავალი კურსის“ ფარგლებში. მესამე სასწავლო წლიდან „კარგი სამედიცინო პრაქტიკა 1 და 2“ და „პაციენტის ისტორია“ სასწავლო კურსების ფარგლებში უკვე უშუალოდ კლინიკური მიმართულებით კომუნიკაციაზე ორიენტირდება. 

გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტი 22 კრედიტის მოცულობით ქართული ენის შესწავლისას, ხოლო ქართველი სტუდენტი გერმანული, ინგლისური ან თურქული ენის შესწავლისას ასევე იღრმავებს კომუნიკაციის უნარს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, კლინიკური პრაქტიკის დროს პაციენტთან ურთიერთობას. 

მესამაე სასწავლო წლიდან ბოლომდე კლინიკური სასწავლო კურსები გარკვეული დოზით უზრუნველყოფენ პაციენტთან და არა მხოლოდ პაციენტთან კომუნიკაციის უნარების გაღრმავებას განმეორებისა და დაშენების პრინციპით. 

სიმულაციურ გარემოში სწავლება

პროგრამაში 381 საათი ეთმობა სიმულაციურ გარემოში სწავლებას (TSE -სსგ). პროგრამა დასაწყისიდანვე (ჯერ კიდევ პირველი კურსის მოდულებში) ორიენტირებულია კლინიკური პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სიმულაციურ გარემოში სტუდენტები მუშაობენ გვამზე და ანატომიურ მოდელებზე, ანატომიის და კლინიკური ანატომიის დისციპლინის ფარგლებში ანატომიური მანეკენების და გვამის ლაბორატორიაში. შემდგომ მანეკენებსა და სიმულატორებზე ხდება კლინიკური უნარების დაშენება ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკა 1 და 2’’ კურსების ფარგლებში სწავლება სიმულაციურ გარემოში ფორმატის მეშვეობით OSCE -სა და კლინიკური უნარების ცენტრში. მესამე სემესტრიდან სტუდენტები იწყებენ კლინიკური სასწავლო კურსების შესავალ ნაწილს სადაც ასევე ჩაშენებულია სსგ დიდი დოზით, ხოლო მეოთხე სასწავლო წლიდან ზევით სიმულაციური სწავლება თანდათან იკლებს, თუმცა რჩება ბოლომდე და სრულდება მეექვსე წელს გადაუდებელი მედიცინის სასწავლო კურსში. სწავლების ეს მეთოდი სრულად ამზადებს სტუდენტს კლინიკურ გარემოში სწავლებისათვის სადაც მას უშუალოდ პაციენტზე მოუწევს სიმულატორებსა და სამედიცინო მანეკენებზე უკვე კარგად გავარჯიშებული უნარების გამოვლენა. 

კლინიკური სწავლება

კლინიკური კომპეტენციების განვითარება და პრაქტიკული უნარების ფორმირება ხდება უწყვეტად (TCE-კლინიკურ გარემოში სწავლების ფორმატში) პროგრამის დასაწყისიდან ბოლომდე, ინტეგრირებულია სხვადასხვა სასწავლო კურსებში და მიეწოდება სიცოცხლის შემსწავლელი დისციპლინების პარალელურად. ინტერდისციპლინური ბლოკების კლინიკური კომპონენტები სინქრონიზირებულია თეორიულ საკითხებთან და ჩართულია პროგრამის განხორციელების ადრეულ ეტაპზევე, ანუ სტუდენტი პირველივე სემესტრიდან ახორციელებს კლინიკურ ვიზიტებს, რომლის დროსაც სტუდენტი გარკვეულ დროს ატარებს კლინიკაში კლინიკური გარემოს გასაცნობად და სამედიცინო გუნდში ადაპტირების მიზნით. კლინიკური უნარების შეძენა მომატებული დოზით ხდება ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკა I’’, ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკის II’’-ის და კლინიკური დისციპლინების სწავლების პერიოდში (IV-X სემემსტრების განმავლობაში) როტაციებისა და კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს, იმუშაოს რეალური პაციენტის საწოლთან პედაგოგის ზედამხედველობის ქვეშ. 

მეექვსე წელი სრულად ეთმობა კლინიკურ პრაქტიკას, სადაც სტუდენტს აქვს საშუალება გაათვითცნობიეროს, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული სიმულაციურ გარემოში ათვისებული უნარები კლინიკაში პაციენტზე და დაშვებულის ფარგლებში გაამყაროს ეს უნარები პაციენტთან ურთიერთობისას რეალურ გარემოში, ასევე ზედამხედველობის ქვეშ. 

კლინიკურ გარემოში სწავლება (TCE-სკგ) ჩაშენებულია თითქმის ყველა კლინიკურ სასწავლო კურსში და სრულდება კლინიკური პრაქტიკით და ჯამში მოიცავს 1700 საკონტაქტო საათს. კლინიკური სასწავლო კურსების უმრავლესობა ტარდება როტაციული სისტემით. ხანგრძლივობა მინიმუმ ერთ- და მაქსიმუმ 6-კვირიანია. 

სამეცნიერო-კვლევითი უნარების ფორმირება

თანამედროვე ექიმი წარმოუდგენელია სამეცნიერო-კვლევითი უნარების გარეშე. არსებული პროგრამა უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებას სწავლების პირველივე წლიდან ,,კომუნიკაციური უნარების და აკადემიური წერის’’, ,, კვლევის მეთოდოლიგია და ბიოსტატისტიკის’’, ,,ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის’ კურსების მეშვეობით და სრულდება XI-XII სემესტრში "სამეცნიერო პროექტი I და II" ფარგლებში კვლევითი პროექტის შესრულებითა და დაცვით. პროგრამის კვლევითი კომპონენტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ და დაეუფლონ სამეცნიერო კვლევის მეთოდებს, შეეჩვიონ სამეცნიერო წყაროების ეფექტურ გამოყენებას, შეძლონ კვლევის შედეგების გაანალიზება და ეტაპობრივად გააუმჯობესონ კვლევის უნარები. 

სტუდენტები სწავლობენ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებს და ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს ისევე, როგორც კვლევის დაგეგმვას, წარმართვას, დაწერას და წარდგენას. ,,სამეცნიერო პროექტი II’’ სასაწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტმა უნდა შეასრულოს კვლევითი სამუშაო, დაწეროს ნაშრომი და წარუდგინოს აუდიტორიას. სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის და პარტნიორი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სამეცნიერო აქტივობებში. 

კვლევით კომპონენტს პროგრამაში უჭირავს 22 კრედიტი. 

პროგრამის სტრუქტურა წლების მიხედვით

YEAR I

ბიოსამედიცინო კომპონენტი პირველი სასწავლო წლის თითოეული ბლოკი (MED1001–MED1008) ეძღვნება კონკრეტულ ორგანოთა სისტემას და აერთიანებს სხვადასხვა ბიოსამედიცინო დისციპლინის მასალას, მათ შორის: ანატომიას, ფიზიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ემბრიოლოგიას, ბიოქიმიას, რადიოლოგიას, ფარმაკოლოგიასა და სხვა საგნებს. პროგრამის ასეთი სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თითოეული ორგანოთა სისტემა შეისწავლონ სხვადასხვა პერსპექტივიდან და ჩამოუყალიბდეთ მისი ნორმალური აგებულებისა და ფუნქციის შესახებ ჰოლისტიკური წარმოდგენა. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ორგანოთა აგებულებას, ფუნქციასა და ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს შორის ურთიერთკავშირის სიღრმისეულ გააზრებას. პირველივე წელს იწყება პროფესიული კომუნიკაციის უნარების განვითარება. სტუდენტები შეისწავლიან კომუნიკაციის თეორიულ საფუძვლებს (ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის შეგროვების მეთოდები, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა, ემპათიის როლი), პროფესიული ქცევის ფუნდამენტურ პრინციპებსა და პაციენტებთან ეთიკური სტანდარტების დაცვით კომუნიკაციის წესებს. ტრადიციულ ლექციებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამაში გამოიყენება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდები: შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება (CBL), პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ფორმატში, ლაბორატორიული სამუშაოები, ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE) და როლური თამაშები, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფის ყველა სტუდენტის აქტიურ ჩართულობას. აღნიშნული მეთოდები თავიდან აცილებს ცოდნის ფრაგმენტულად ათვისებას და სასწავლო პროცესის ადრეულ ეტაპზევე უწყობს ხელს დამოუკიდებელი კლინიკური აზროვნების განვითარებას.

YEAR II

მეორე სასწავლო წელი ეფუძნება უწყვეტობის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპებს. სასწავლო გეგმა, ანალოგიურად, ორგანიზებულია ბლოკების სახით, სადაც თითოეული ბლოკი ეძღვნება კონკრეტულ ორგანოთა სისტემაში განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს და აერთიანებს რამდენიმე დისციპლინის მასალას (ბიოქიმია, პათოლოგია, იმუნოლოგია, კლინიკური ანატომია, სამედიცინო მიკრობიოლოგია, ფარმაკოლოგია). ეს მიდგომა სტუდენტებს ეხმარება გააცნობიერონ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა და ამზადებს მათ კლინიკური დისციპლინების შემდგომი შესწავლისთვის. მეორე სასწავლო წლის პროგრამა ასევე მოიცავს სამედიცინო გენეტიკას. მეორე სასწავლო წლიდან იწყება ქართული ენის სწავლება. ენობრივი მომზადება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ დაეუფლონ ძირითად სამედიცინო ტერმინოლოგიას, კითხვებსა და გამოთქმებს, რომლებიც აუცილებელია ინფორმაციის მოსაპოვებლად, პაციენტის ჩივილების დასაზუსტებლად და კლინიკურ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის. აღნიშნული უნარები აუცილებელია კლინიკური ვიზიტების წარმატებით განხორციელებისთვის სწავლების შემდგომ ეტაპებზე.

YEAR III

ძირითადი სტომატოლოგიური და კლინიკური დაავადებების სწავლება პროგრამაში იწყება სწავლების მეოთხე წლიდან — პედიატრია I, გინეკოლოგია და მეანობა I, უროლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა I-II, შინაგანი მედიცინა I, ზოგადი ქირურგია I, „პაციენტის ისტორია“.

YEAR IV

ძირითადი სტომატოლოგიური და კლინიკური დაავადებების სწავლება პროგრამაში იწყება სწავლების მეოთხე წლიდან — პედიატრია I, გინეკოლოგია და მეანობა I, უროლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა I-II, შინაგანი მედიცინა I, ზოგადი ქირურგია I, „პაციენტის ისტორია“.

YEAR V

სწავლების მეხუთე წელი სრულად ეთმობა კლინიკურ დისციპლინებს (ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, ფსიქიატრია I, კარდიოლოგია და სხვ.), მცირე კრედიტებით მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით.

YEAR VI

სწავლების მეექვსე წელს სტუდენტი უმეტეს დროს ატარებს კლინიკაში, გარდა არჩევითი სასწავლო კურსებისთვის განკუთვნილი დროისა.

სასწავლო გეგმა

კოდიდასახელებასავალდებულოVII სემVIII სემECTSწინაპირობა
MEDC1003კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა I44არ აქვს
MED1001უჯრედის მოლეკულური საფუძვლები55არ აქვს
MED1003უჯრედი, ქსოვილი და ორგანოთა სისტემა55არ აქვს
MED1005ძვალ-კუნთოვანი სისტემა77არ აქვს
MED1007გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა77არ აქვს
MED1011ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში I22არ აქვს
MEDC1004კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა II44არ აქვს
MED1002საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი66არ აქვს
MED1004შარდ-სასქესო სისტემა66არ აქვს
MED1006ნერვული სისტემა66არ აქვს
MED1008გრძნობათა ორგანოები და ენდოკრინული სისტემა66არ აქვს
MED1012ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში II22არ აქვს
კოდიდასახელებასავალდებულოVII სემVIII სემECTSწინაპირობა
MED2001ქსოვილთა დაზიანება და მასპინძლის პასუხი55MED1003
MED2003ინფექციური აგენტები და იმუნური თავდაცვის მექანიზმები, იმუნური დისფუნქცია55MED1008
MED2005ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები55MED1005
MED2007სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები55MED1007
MED2011*სამედიცინო გენეტიკა I22არ აქვს
GEO2009*ქართული ენა I/ უცხო ენა I*66არ აქვს
MED2002ჰემატოლოგია და ონკოლოგია55MED1007
MED2004საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მეტაბოლიზმის დარღვევები55MED1002
MED2006ნეირო-ფსიქიატრიული დაავადებები55MED1006
MED2008ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები55MED1008
MED2012სამედიცინო გენეტიკა II22MED2011
NMED2014ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავალი22არ აქვს
GEO2010*ქართული ენა II/ უცხო ენა II*66GEO2009
კოდიდასახელებასავალდებულოVII სემVIII სემECTSწინაპირობა
MED3001კარგი სამედიცინო პრაქტიკა I55არ აქვს
MED3003საბაზისო მეცნიერებების ინტეგრაცია კლინიკურ მედიცინაში66MED2001-MED2008
MED3005ჯანდაცვის იურიდიული ასპექტები22არ აქვს
MED3007კვლევის მეთოდოლოგია ბიოსტატისტიკა44არ აქვს
MED3009ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკური მედიცინა22არ აქვს
MED3004შესავალი შინაგან მედიცინაში44MED2001-MED2008
GEO3011*ქართული ენა III*55GEO2010
MED3006შესავალი ზოგად ქირურგიაში44MED2001-MED2008
MED3008შესავალი პედიატრიში55MED2001-MED2008
MED3010შესავალი გინეკოლოგიაში და მეანობაში44MED2008
MED3012შესავალი ნევროლოგიურ მეცნიერებებში55MED2006
MED3020შესავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვაში22MED3004; MED3009
MED3014კარგი სამედიცინო პრაქტიკა II55MED3001
GEO3016*ქართული ენა IV*55GEO3011
კოდიდასახელებასავალდებულოVII სემVIII სემECTSწინაპირობა
MED4001პედიატრია I99MED3008
MED4003გინეკოლოგია და მეანობა I88MED3010
MED4005უროლოგია55MED3006
MED4007საზოგადოებრივი ჯანდაცვა I44MED3020
MED4002შინაგანი მედიცინა I99MED3004
MED4004ზოგადი ქირურგია I88MED3006
MED4006პაციენტის ისტორია22MED3014
MED4008საზოგადოებრივი ჯანდაცვა II44MED4007
MED4010კლინიკური ფსიქოლოგია33MED2014
კოდიდასახელებასავალდებულოIX სემX სემECTSწინაპირობა
MED5001ნევროლოგია33MED3012
MED5015პლასტიკური ქირურგია33MED4004
MED5005ორთოპედია და ტრავმატოლოგია33MED4004
MED5007ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია33MED4002; MED3012
MED5009გერიატრია22MED4002
MED5011პულმონოლოგია33MED4002
MED5013ენდოკრინოლოგია44MED4002
MED5017სასამართლო მედიცინა33MED3004; MED3006
MED5021რადიოლოგია33MED2001-2008
MED5002ფსიქიატრია I33PSY4010
MED5004დერმატოლოგია33MED4002
MED5006ოტორინოლარინგოლოგია33MED4004
MED5008ინფექციური დაავადებები33MED3004
MED5010ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია33MED4002; MED4004
MED5012ოფთალმოლოგია33MED4002; MED4004
MED5014საოჯახო მედიცინა I33MED3014; MED4002
MED5018კარდიოლოგია44MED4002
MED5022ლაბორატორიული მედიცინა44MED4002
კოდიდასახელებასავალდებულოIX სემX სემECTSწინაპირობა
MED6005გადაუდებელი მედიცინა44MED5001; MED4002; MED4004; MED5005; MED3001
MED6001შინაგანი მედიცინა II (კლინიკური პრაქტიკა I)88MED4002
MED6003გინეკოლოგია და მეანობა II (კლინიკური პრაქტიკა I)55MED4003
MED6007ფსიქიატრია II (კლინიკური პრაქტიკა I)44MED5002
MED6009სამეცნიერო ნაშრომი I44MED3007
MED6002ზოგადი ქირურგია II (კლინიკური პრაქტიკა II)88MED4004
MED6004პედიატრია II (კლინიკური პრაქტიკა II)55MED4001
MED6006საოჯახო მედიცინა II (კლინიკური პრაქტიკა II)66MED6001
MED6008სამეცნიერო ნაშრომი II44MED6009

კლინიკური პრაქტიკა

პროგრამის XI-XII სემესტრებში გათვალისწინებული კლინიკური პრაქტიკა მოიცავს მედიცინის საკვანძო მიმართულებებს, კერძოდ: გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა, გინეკოლოგია და მეანობა, ფსიქიატრია, ზოგადი ქირურგია, პედიატრია, საოჯახო მედიცინა. ხდება უკვე არსებული თეორიული ცოდნის და სიმულაციურ გარემოში ათვისებული პრაქტიკული უნარების დემონსტრირება და განმტკიცება კლინიკურ გარემოში რეალურ პაციენტთან და სამედიცინო გუნდთან.

პორტფოლიო

პროგრამა ორიენტირებულია პერსონალურ და პროფესიულ განვითარებაზე. სწავლის განმავლობაში სტუდენტის აქტივობები და მიღწევები გროვდება პორტფოლიოში, რომელიც ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას და კომპეტენციების, თვითშეფასების და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარის შეფასებას.

პორტფოლიო მოიცავს სამ სხვადასხვა მიმართულებას:

  • სტუდენტის კურიკულუმგარეშე აქტივობა — კონფერენციის, ტრენინგის და სხვა აქტივობის სერტიფიკატები; საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ჩართულობა და დამატებითი კლინიკური აქტივობა.
  • ქეისის წარდგენა — სემესტრში ერთხელ რეალური კლინიკური შემთხვევის შერჩევა, დამუშავება და წარდგენა მენტორისა და კომისიის წინაშე.
  • სტუდენტის თვითშეფასება — სემესტრში ერთხელ თვითშეფასება და შეფასება პედაგოგების, სკოლისა და მენტორის მიერ, განვითარების გეგმის დასახვით.

არჩევითი კომპონენტი

პროგრამა, ძირითადი სასწავლო კურსების გარდა, უზრუნველყოფს დარგობრივ და არადარგობრივ არჩევით კურსებს. სამედიცინო არჩევითს პროგრამაში ეთმობა 25 კრედიტი, ხოლო არასამედიცინო არჩევითს საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში 26 კრედიტი, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის — 4 კრედიტი (რადგან 22 კრედიტის სახით შეისწავლის ქართულ ენას).

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი:

დარგობრივი სწავლის შედეგები

  1. განსაზღვრავს ადამიანის სხეულის ნორმალურ სტრუქტურას და ფუნქციას მოლეკულურიდან სისტემურ დონემდე, დაავადების მიზეზებსა და მექანიზმებს.
  2. აფასებს კლინიკურ შემთხვევას, ნიშნავს გამოკვლევებს, ახდენს დიფერენციულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის ეფექტურ ვარიანტების შერჩევას.
  3. გააჩნია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ცოდნა, პირველადი დახმარებისა და სარეანიმაციო ღონისძიებების უნარი.
  4. იცის და იყენებს საექიმო საქმიანობის საკანონმდებლო ინსტრუმენტებსა და ეთიკურ პრინციპებს.
  5. შეუძლია პაციენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ანამნეზის შეკრება და სრული ფიზიკური გამოკვლევა.
  6. ასრულებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ხშირად გამოყენებად ინტერვენციებსა და პრაქტიკულ პროცედურებს.
  7. აქვს პაციენტთან, ნათესავებთან და მესამე პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  8. აფასებს პაციენტის დაავადების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.
  9. ეფექტურად იყენებს ინფორმაციასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, შეუძლია სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა და შედეგების შეფასება.
  10. წინასწარ განსაზღვრავს დაავადებისა და ტრავმების რისკებს, ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს.
  11. იყენებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პრინციპს.
  12. ახდენს პროფესიონალიზმის დემონსტრირებას.

ზოგადი სწავლის შედეგები

  1. აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი — კრიტიკულად აფასებს და აანალიზებს რთულ, არასრულ ინფორმაციას.
  2. აქვს ინფორმაციის მართვის უნარი — მოიპოვებს, ამუშავებს და კრიტიკულად აფასებს დიდი მოცულობის ინფორმაციას.
  3. აქვს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.
  4. აქვს გუნდური მუშაობის უნარი.
  5. აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  6. აქვს კომუნიკაციის უნარები (მათ შორის უცხო ენაზე).
  7. აქვს სწავლის/ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
  8. აქვს ახალ სიტუაციებთან ადაპტირების შესაძლებლობა.
  9. აქვს ორგანიზებისა და დაგეგმვის (დროის მართვის ჩათვლით) შესაძლებლობა.
  10. აქვს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის დადგენისა და დახმარების თხოვნის უნარი.
  11. აქვს მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის უნარი.
  12. აქვს ლიდერობის დემონსტრირების უნარი.

სწავლება-სწავლის მეთოდების კატალოგი

პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდოლოგია ახდენს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებას, პრაქტიკული და კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში. 

პროგრამის მიზნების მისაღწევად, შემდეგი მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული: 

ლექცია 

შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც თანადროულად არის ჩართული ლექტორი და სტუდენტი. ლექციის მთავარი მიზანი არის ის, რომ გააზრებულ იქნეს სასწავლო კურსის ძირითადი დებულებები. ლექცია შეიძლება იყოს დიდაქტიკური ან ინტერაქტიული. ამის გარდა, უმთავრესია, განმარტებების, მითითებების და ვარაუდების სწორი მიწოდება და ძირითადი საკითხების, ფაქტების და იდეების შემოქმედებითი ანალიზი. ლექცია უზრუნველყოფს საგნის ძირითადი დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურ მიწოდებას, რომელიც არ არის დატვირთული ზედმეტი დეტალებით. ლექცია უზრუნველყოფს მეცნიერებაში არსებულ დიალექტიკური პროცესის ზუსტ ანალიზს და დაფუძნებულია სტუდენტის თავისუფალი აზროვნების უნარზე კონკრეტულ გარემოში, ძირითადი სამეცნიერო პრობლემების და კლინიკური ღირებულების გააზრებაზე. ლექცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს: დემონსტრაციას, დისკუსიას, ინდუქცია, დედუქციას, ანალიზს და სინთეზს. 

სემინარი 

სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი ასრულებს კონკრეტულ აქტივობებს (შეძენილ ცოდნაზე დამყარებული), მოიპოვებს და ამუშავებს დამატებით ინფორმაციას და ა.შ. ის მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, დისკუსიებს, დასკვნებს. 

პრეზენტაცია 

კონკრეტული თემის აუდიტორიისთვის ლიმიტირებულ დროში წარდგენის პროცესი. ის ჩვეულებრივ არის დემონსტრაცია, რომლის მიზანია ინფორმირება, დარწმუნება ან კეთილგანწყობის დამსახურება. ის შეიძლება შესრულებულ იქნეს ინდივიდუალურად, წყვილში ან ჯგუფში. ინტერდისციპლინურ მოდულებში პრეზენტაცია ტარდება ინტეგრირებულად. ეს მეთოდი ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და ერთი საკითხის სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში გააზრებას. 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება – PBL 

სტუდენტთა ჯგუფი (7-10 სტუდენტი) მუშაობს ერთი პრობლემის ირგვლივ ფასილიტატორის ზედამხედველობის ქვეშ. ეფექტური გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი ნაწილია PBL-ის, ასევე წყაროების დამოუკიდებლად მოძიება, საკუთარი სწავლის მიზნების განსაზღვრა, დამოუკიდებელი სწავლის უნარი და ჯგუფისთვის საკუთარი დასკვნების წარდგენა ეხმარება სტუდენტს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ეს მეთოდი გამოიყენება სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების დისციპლინებში და ის ამარტივებს ინტერდისციპლინური სამედიცინო ცოდნის კლინიკურ ინტეგრაცის. ეს მეთოდი ასევე ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარის ისევე, როგორც ანალიზის, სინთეზის, გუნდური მუშაობის და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევებს განვითარებას. ამასთანავე, ის ავითარებს თანამშრომლობითი სწავლის/მუშაობის, კლინიკური მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების, სამედიცინო დისკუსიებში მონაწილეობის უნარებს და კოლეგებთან კომუნიკაციას, პროფესიონალიზმს 

ქეისზე დაფუძნებული სწავლება / დისკუსია (CBL, CBD) 

აქტიური მეთოდი, სადაც სტუდენტები კითხულობენ და განიხილავენ კომპლექსურ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კლინიკურ შემთხვევებს. სტუდენტები მუშაობენ პატარა ჯგუფებში, რომელთა მიზანია თემატური დავალებების მომზადება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. ლექტორის ზედამხედველობით სტუდენტები განიხილავენ ქეისს, ახდენენ იდეების გენერირებას გონებრივი იერიშის დროს, სვამენ დიაგნოზს, ნიშნავენ დამატებით გამოკვლევებს და ადგენენ მკურნალობის გეგმას. მეთოდი ავითარებს გუნდური მუშაობის, კლინიკურად მსჯელობის, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ანალიზის და სინთეზის უნარებს. 

ლაბორატორიული სამუშაო 

თეორიული ცოდნის დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამოყენება არაკლინიკურ გარემოში. სტუდენტი მუშაობს მიკროსკოპთან, სხვადასხვა ლაბორატორიულ ხელსაწყო-აპარატურასთან და დამოუკიდებლად ატარებს ცდებს, მუშაობს გვამების კვეთაზე და წერს ლაბორატორიულ ანგარიშს. მეთოდი ხელს უწყობს პრაქტიკული და აპარატურასთან სათანადო სიზუსტით მუშაობის უნარების გამომუშავებას. 

სწავლება სიმულაციურ გარემოში(TSE) 

სწავლება რეალობასთან დაახლოებულ გარემოში, სადაც გამოიყენება ანატომიური მულაჟები, გვამი, სიმულაციური მანეკენები, ფანტომები სიმულაციური პაციენტი (Body Interct). ამ შემთხვევაში სტუდენტები ეუფლებიან როგორც ცოდნას, ასევე კლინიკურ უნარებს და კლინიკურ აზროვნებას. ატარებენ მანიპულაციებს, ასევე ტარდება როლური თამაშები სადაც სტუდენტები ასახიერებენ პაციენტ-ექიმის როლებს. 

სწავლება კლინიკურ გარემოში (TCE) 

კლინიკური ვიზიტების სახით ტარდება პირველი ორი წლის მანძილზე, როცა სტუდენტი უბრალოდ ესწრება და აკვირდება პროცესს, ხოლო მესამე წლიდან იწყება კლინიკური როტაციის სახით კლინიკაში, როცა სტუდენტი ესწრება და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობს (დაშვებულის ფარგლებში) პროცესში; მეხუთე წელს კლინიკური პრაქტიკის სახით ინტენსიურად ჩართულია პროცესში ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკური როტაციებისა და კლინიკური პრაქტიკის შემთხვევაში ხშირად გამოიყენება სწავლება პაციენტის საწოლთან. 

შეფასების სისტემა

ცოდნის და უნარების შესაფასებლად გამოიყენება ზეპირი და/ან წერილობითი გამოცდები. პროგრამაში გამოყენებულია როგორც განმავითარებელი, ასევე შემაჯამებელი შეფასება. 

პრაქტიკული აქტივობის შეფასება 

პრაქტიკულ მეცადინეობაზე სიმულაციურ გარემოში სტუდენტი მუშაობს საფანტომო მოდელებზე, ასრულებს სილაბუსით განსაზღვრულ მანიპულაციებს და ფასდება მანიპულაციის ჩატარების სიზუსტის და ხარისხის მიხედვით. აღნიშნული მეთოდი აფასებს სტუდენტის პრაქტიკულ უნარებს. 

პროცედურული უნარების შეფასება პირდაპირი დაკვირვების ქვეშ(DOPS) 

სტუდენტი ასრულებს კონკრეტულ მანიპულაციას. ფასდება სტუდენტის მიერ კლინიკური მანიპულაციის ზუსტი თანმიმდევრობითა და ხარისხიანად შესრულების უნარი კლინიკურ გარემოში. 

მინი კლინიკური გამოცდა(Mini-CEX) 

სრულდება კლინიკურ გარემოში (სიმულაციურ ან სტანდარტულ პაციენტთან) სტუდენტის პაციენტთან ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოს დროს. ფასდება სტუდენტის მიერ ზედამხედველობის ქვეშ საწყისი ფაზიდან ბოლომდე პაციენტის მართვის უნარი (სამედიცინო ინტერვიუს აღების, სამედიცინო ისტორიის შევსების, ფიზიკური დათვალიერების, კონფიდენციალობის დაცვის, რისკების ადეკვატურად შეფასების, სამომავლო გამოკვლევების და მკურნალობის მიმართულებების დაგეგმვის და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარისა და პაციენტის სწორად გადამისამართების უნარები). 

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა OSCE 

ტარდება სიმულაციურ გარემოში მანეკენებზე, ფანტომებსა, სიმულაციურ ან/და სტანდარტიზებულ პაციენტზე პრაქტიკული კლინიკური უნარებისა და კლინიკური აზროვნების შეფასების მიზნით. გამოცდა მოიცავს 8-10 სადგურის (ხდება სხვადასხვა კლინიკური საგნის ინტეგრირებულად შეფასება). 

ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდაOSPE 

ტარდება ბიოსამედიცინო საგნებში მიკროსკოპებთან და ლაბორატორიულ ტექნიკასთან მუშაობის უნარების შეფასების და მშრალი ციტოლოგიურ-ჰისტოლოგოიური ნორმალური და პათოლოგიური პრეპარატების სწორად ამოცნობის მიზნით 

 

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:

 

ყიველკვირეული აქტივობები

შუალედური ან ბლოკური გამოცდა

დასკვნითი გამოცდა

წერითი დავალებები, ზეპირი და წერითი ქვიზები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, პრეზენტაცია.

 

 

MCQ

განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული კურსის ან მოდულისთვის.

0–40 ქულა

0–20 ქულა

0–40 ქულა

 

სტუნდეტის ცოდნის შეფასების სისტემა

 

ქულა

შეფასება

91-100 (A)

ფრიადი

81-90 (B)

ძალიან კარგი

71-80 (C)

კარგი

61-70 (D)

საშუალო

51-60 (E)

დამაკმაყოფილებელი

41-50 (FX)

ვერ ჩააბარა - სტუდენტ აქვს გამოცდის გადაბარების უფლება

0-40 (F)

ჩაიჭრა - სტუდენტს კურსი/ბლოკი ახლიდან აქვს გასავლელი

სასწავლო სივრცე

ბაუ კამპუსი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი  ფუნქციონირებს ახალ შენობაში კარგად აღჭურვილი აუდიტორიებით, კომპიუტერული კლასებით, სასწავლო ლაბორატორიებით და ბიბლიოთეკით. კამპუსის სასწავლო ფართში განთავსებულია 8 სასწავლო და 1 კვლევითი ლაბორატორია, ასევე სიმულაციურ გარემოში სწავლებისათვის განკუთვნილი კლასები:

  • მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია
  • ფარმაკოგენეტიკის ლაბორატორია და რეალური დროის PCR ლაბორატორია
  • ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ფიზიოლოგიის ლაბორატორია
  • ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
  • ანატომიისა და PBL/CBL კლასი
  • კლინიკური უნარებისა და OSCE-ის ცენტრი
  • ანატომიური კვეთის ლაბორატორია

კამპუსში მდებარეობს ასევე მდიდარი ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და იზოლირებული სივრცეებით მცირე ჯგუფური მუშაობისათვის.