სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა
შესავალი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა "სტომატოლოგია" გამომდინარეობს სტომატოლოგიური განათლების ევროპული ასოციაციის ADEE (Associaon for Dental Educaon in Europe) დარგის მახასიათებელიდან „Graduang European Denst” და ითვალისწინებსუმაღლესი სტომატოლოგიური განათლების ეროვნული სექტორის და შრომის ბაზრის კონტე ქსტს . პროგრამის შე ქმნის დროს გათვალისწინებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს Queen Mary University-ს სტომატოლოგიური სკოლისა და თურქეთის სტამბულის ბაჰჩეშირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის გამოცდილება.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩარჩო წარმოადგენს სტომატოლოგიური განათლების ევროპიული ასოციაციის მიერ შემუშავებული დარგობრივი საგანმანათლებლო სტანდარტებისა და აქტუალური კომპეტენციების ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს გათვალისწინებით, რაც მომავალში შესაძლებელია გახდეს სტომატოლოგიის სფეროს ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საფუძველი.
სამედიცინო მომსახურების და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება იქცა თანამედროვე მსოფლიოს უმთავრეს პრიორიტეტად. ამ კონტექსტში, სამედიცინო, მათ შორის სტომატოლოგიური მედიცინის განათლების ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ამოცანაა ბევრი ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პირის ღრუს ჯანმრთელობა გავლენას ახდენს ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არამედ ფსიქო- სოციალურ მდგომარეობაზე. სტომატოლოგია ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგია და ადეკვატურად პასუხობს მეცნიერულ-ტექნოლოგიურ წინსვლას. ეს თავის მხრივ იწვევს მკურნალობის ახალი მეთოდების და გაიდლაინების დანერგვას. ამის ნათელი მაგალითია პერიოქირურგია, ციფრული სტომატოლოგია, იმპლანტაცია ციფრული შაბლონების გამოყენებით და სხვა. პაციენტების ცნობიერების ამაღლებამ შეცვალა დამოკიდებულება სტომატოლოგიის მიმართ, - თანამედროვე სტომატოლოგია არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და სიცოცხლის ხარისხის გამაუმჯობესებელი დარგია, არამედ მას უდიდესი ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვს.
სტომატოლოგურ მომსახურეობაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა ბაზრის გაჯერება და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნილება კვალიფიციურ სტომატოლოგიურ კადრებზე. სტომატოლოგიის პროგრამებისა და კურსდამთვრებულების რაოდენობის ზრდა და სტომატოლოგიის ახალი მიღწევების სწავლების საჭიროება არის გამოწვევა თანამედროვე სტომატოლოგიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მიმართ. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებით, მათ შორის, დენტალური მედიცინის/სტომატოლოგიის მიმართულებით, რაც პირდაპირ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან.
პროგრამის მიმოხილვა
პროგრამის მისია
სწავლების ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განხორციელება სტომატოლოგიურ სწავლებაში — საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადების მიზნით.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციის სტომატოლოგი, ფუნდამენტური თეორიული და მტკიცებულებებზე დამყარებული სამეცნიერო ცოდნით, მისი პრაქტიკაში რეალიზების ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხედვებითა და პრაქტიკოსი სტომატოლოგისთვის აუცილებელი კლინიკური/პრაქტიკული უნარებით, რომელიც კონკურენტურანიანი იქნება ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბით დასაქმებისა თუ სწავლის შემდგომი გაგრძელების მიმართულებით. პროგრამა ორიენტირებულია პროფესიული და ლიბერალური ღირებულებების ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულს მსოფლიოს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
პროგრამის ამოცანაა სტომატოლოგიური გუნდის აქტიური წევრის, მათ შორის ეფექტური ლიდერის, პროფესიულ სფეროში ეფექტური კომუნიკაციის უნარის მქონე სპეციალისტის მოზადება; ექიმ-სტომატოლოგის როლის გაცნობიერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაბამისი პროფესიული ღირებულებების, ანგარიშვალდებულებისა დაკრიტიკული თვითშეფასების ფორმირება.
პროგრამის საკვანძო ამოცანაა პირის ღრუს დაავადების პროფილაქტიკური ღონისძიებების სპექტრის ცოდნითა და მათი გატარების უნარით აღჭურვილი, სტომატოლოგიის ყველა მიმართულებაში დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორების, კლინიკური სურათის, დიფერენციული დიაგნოზის გატარების და თანამედროვე გაიდლაინების გამოყენებით შესაბამისი მკურნალობის გეგმის შემუშავების და მიღებული შედეგის შენარჩუნების უნარის მქონე კურსდამთავრებულის მომზადება.
პროგრამა ორიენტირებულია, სტუდენტს ჩამოუყალიბოს პროფესიული და ეთიკური ღირებულებები, კვლევითი კომპეტენცია და ცოდნის მუდმივად გაღრმავებისადმი სწარფვა, რაც წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს ნებისმიერი სპეციალისტის პროფესიონალიზმის საფუძველს.
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა სტომატოლოგია უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განათლების მაღალი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზებით, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას სტომატოლოგიური სფეროს პროფესიონალთა მომზადებით.
პროგრამის აღწერა
სტომატოლოგიის პროგრამის ბიოსამედიცინო და კლინიკური მედიცინის კომპონენტები აუცილებელი მოცულობით ითვალისწინებს უმაღლესი სამედიცინოგანათლების ეროვნული სექტორის საორიენტაციო მოთხოვნებს. პროგრამის თითოეული კომპონენტი შექმნილია იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს სხვადასხვა კომპეტენცია სწავლების სხვადასხვა დონეზე. საგანმანათლებლო პროგრამა ,,სტომატოლოგია'' ითვალისწინებს მედიკობიოლოგიურ კომპონენტების ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ტრანსდისციპლინალურ მოდულებს და განგრძობითად მიწოდებულ სასწავლო კურსებს მედიცინის, სტომატოლოგიის და არჩევითი (როგორც სტომატოლოგიური, ასევე არასტომატოლოგიური) მიმართულებებით. პროგრამა დამყარებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით ნორმისა და პათოლოგიის და საბაზისო და კლინიკური საგნების ლოგიკურ და თანმიმდევრულ ინტეგრაციაზე. კურიკულუმი ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ და სასწავლო კურსები დალაგებულია ერთმანეთზე დაშენების პრინციპით, ლოგიკურად აწყობილი წინაპირობების სისტემით.
კომუნიკაციის უნარები
კომუნიკაციის უნარები პროგრამაში ინტეგრირებულია ვერტიკალურად პირველ სასწავლო წელს სასწავლო კურსები „კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა 1 და 2“ და „ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში 1 და 2“, რომელთა ფარგლებში როლური თამაშები და კონკრეტული შემთხვევების განხილვა სტუდენტს აძლევენ საშუალებას შეისწავლოს სხვადასხვა ტიპის პაციენტთან, კოლეგებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან როგორც ვერბალური, ასევე წერითი კომუნიკაციის ელემენტები, რაც აუცილებელია სამედიცინო სფეროში ურთიერთობისას. ამავე საკითხების გაღრმავება ხდება მეორე სასწავლო წელს „კარგი სამედიცინო პრაქტიკის საფუძვლებშიც“, ხოლო კომუნიკაციისა და ქცევის უნარების 15 დაშენება შემდგომ ხდება სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის შესავალი კურსის და ქცევათმეცნიერების სასწავლო კურსის მეშვეობით. უცხოელი სტუდენტი 22 კრედიტის მოცულობით ქართული ენის შესწავლისას, ხოლო ქართველი სტუდენტი 12 კრედიტის მოცულობით გერმანული ან თურქული ენის შესწავლისას ასევე იღრმავებს კომუნიკაციის უნარს, რაც ხელს შეუწყობს კლინიკური სტაჟირების დროს პაციენტთან ურთიერთობას. დარგობრივი კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას მესამე სასწავლო წლიდან ემსახურება სასწავლო კურსი „კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა სტომატოლოგიურ ოფისში“. რასაკვირველია, სხვა დარგობრივი სასწავლო კურსებიც გარკვეული დოზით უზრუნველყოფენ პაციენტთან და არა მხოლოდ პაციენტთან კომუნიკაციის უნარების გაღრმავებას.
სიმულაციურ გარემოში სწავლება
პროგრამაში 1129 საათი ეთმობა სიმულაციურ (სიმულაციურ გარემოში სწავლება - TSE) და კლინიკურ გარემოში სწავლებას (TCE). პროგრამა დასაწყისიდანვე (ჯერ კიდევ პირველი კურსის მოდულებში) ორიენტირებულია კლინიკური პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სიმულაციურ გარემოში სტუდენტები მუშაობენ გვამზე და ანატომიურ მოდელებზე, ანატომიის და კლინიკური ანატომიის დისციპლინის ფარგლებში ანატომიური მანეკენების და გვამის ლაბორატორიაში. შემდგომ მანეკენებსა და სიმულატორებზე ხდება კლინიკური უნარების დაშენება ,,კარგი სამედიცინო პრაქტიკის საფუძვლები'' კურსის ფარგლებში სწავლება სიმულაციურ გარემოში ფორმატის მეშვეობით OSCE -სა და კლინიკური უნარების ცენტრში. მეოთხე სემესტრიდან სტუდენტები იწყებენ ფანტომებზე და პროთეზებზე (კლინიკური და პროფესიული სტომატოლოგიური უნარების ლაბორატორიაში, სტომატოლოგიური პროთეზების ტექნიკურ ლაბორატორიასა და სტომატოლოგიური კლინიკის სიმულაციურ ლაბორტორიაში) მუშაობას და უშუალოდ სტომატოლოგიური კლინიკური უნარების გამომუშავებას.
კლინიკური სწავლება
კლინიკურ გარემოსთან ადაპტაცია იწყება სწავლების პირველივე წლიდან კლინიკური ვიზიტების სახით, რომლის დროსაც სტუდენტი გარკვეულ დროს ატარებს კლინიკაში კლინიკური გარემოს გასაცნობად და სამედიცინო/სტომატოლოგიურ გუნდში ადაპტირების 16 მიზნით, ხოლო მოგვიანებით, სწავლების მაღალ წელს კლინიკაში როტაციების შედეგად სტუდენტს აქვს საშუალება გაათვითცნობიეროს, თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული სიმულაციურ გარემოში ათვისებული უნარები კლინიკაში პაციენტზე და დაშვებულის ფარგლებში გაამყაროს ეს უნარები პაციენტთან ურთიერთობისას რეალურ გარემოში. სწავლების ბოლო წელს კლინიკური პრაქტიკის დროს, რომელსაც ეთმობა 8 კრედიტი, თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად ეძლევა საშუალება ასისტირება გაუწიოს კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგს. კლინიკურ გარემოში სწავლება ჩაშენებულია თითქმის ყველა კლინიკურსასწავლოკურსში და სრულდება კლინიკური პრაქტიკითის, ჯამში კლინიკურ გარემოში სწავლება მოიცავს511 საკონტაქტო საათს. როგორც სამედიცინო, ასევე სტომატოლოგიური კლინიკური სასწავლო კურსების უმრავლესობა ტარდება როტაციული სისტემით. ხანგრძლივობა მინიმუმ ერთ- და მაქსიმუმ 6-კვირიანია.
სამეცნიერო-კვლევითი უნარების ფორმირება
თანამედროვე ექიმი-სტომატოლოგი წარმოუდგენელია სამეცნიერო-კვლევითი უნარების გარეშე. არსებული პროგრამა უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებას სწავლების პირველივე წლიდან ,,კომუნიკაციური უნარების და აკადემიური წერის'', სამეცნიერო კვლევის უნარების“, ,, კვლევის მეთოდოლიგია და ბიოსტატისტიკის'', ,,ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის', „მტკიცებითი სტომატოლოგიის“ კურსების მეშვეობით და სრულდება დამამთავრებელ სემესტრში კვლევითი პროექტის შესრულებითა და დაცვით. პროგრამის კვლევითი კომპონენტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაეცნონ და დაეუფლონ სამეცნიერო კვლევის მეთოდებს, შეეჩვიონ სამეცნიერო წყაროების ეფექტურ გამოყენებას, შეძლონ კვლევის შედეგების გაანალიზება და ეტაპობრივად გააუმჯობესონ კვლევის უნარები. სტუდენტები სწავლობენ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომას და ინფორმაციის კრიტიკულ ანალიზს ისევე, როგორც კვლევის დაგეგმვას, წარმართვას, დაწერას და წარდგენას. კვლევით კომპონენტს პროგრამაში უჭირავს 21 კრედიტი.
ბიოსამედიცინო კომპონენტი
Year I
სტომატოლოგიური კომპონენტი
YEAR II
YEAR III
YEAR IV
YEAR V
სასწავლო გეგმა
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MEDC1003 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა I | 4 | — | 4 | არა | |
| MED1001 | უჯრედის მოლეკულური საფუძვლები | 5 | — | 5 | არა | |
| MED1003 | უჯრედი, ქსოვილი და ორგანოთა სისტემა | 5 | — | 5 | არა | |
| MED1005 | ძვალ-კუნთოვანი სისტემა | 7 | — | 7 | არა | |
| MED1007 | გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები | 7 | — | 7 | არა | |
| MED1011 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში I | 2 | — | 2 | არა | |
| MEDC1004 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა II | 4 | — | 4 | არა | |
| MED1002 | საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი | 6 | — | 6 | არა | |
| MED1004 | შარდ-სასქესო სისტემა | 6 | — | 6 | არა | |
| MED1006 | ნერვული სისტემა | 6 | — | 6 | არა | |
| MED1008 | გრძნობათა ორგანოები და ენდოკრინული სისტემა | 6 | — | 6 | არა | |
| MED1012 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში II | 2 | — | 2 | არა |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| DEN2001 | დაავადებების ბიოლოგიური საფუძვლები I | 6 | MED1001–1008 | 6 | MED1001-1008 | |
| DEN2003 | დაავადებების ბიოლოგიური საფუძვლები II | 6 | MED1001–1008 | 6 | MED1001-1008 | |
| DEN2005 | თავისა და კისრის ქირურგიული ანატომია | 3 | MED1001–1008 | 3 | MED1001-1008 | |
| MED2007 | კარგი სამედიცინო პრაქტიკის საფუძვლები | 5 | — | 5 | არა | |
| GEO2009* | ქართული ენა I / არჩევითი უცხო ენა I | 6 | — | 6 | არა | |
| DEN2002 | პირის ღრუს ანატომია და თანკბილვა (პრეკლინიკური ოდონტოლოგია) | 4 | MED1005–1008 | 4 | MED1005-1008 | |
| DEN2004 | სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა | 3 | DEN2005 | 3 | DEN2005 | |
| DEN2006 | თერაპიული სტომატოლოგია 1 (პროპედევტიკა 1) | 4 | DEN2002 | 4 | DEN2002 | |
| DEN2008 | ქირურგიული სტომატოლოგია | 4 | DEN2005 | 4 | DEN2005 | |
| NMED2014 | შესავალი სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში | 2 | — | 2 | არა | |
| MED5019 | სამეცნიერო-კვლევითი უნარები | 3 | — | 3 | არა | |
| NDEN2010 | ქცევათმეცნიერებები, ჯანმრთელობითი განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა | 4 | — | 4 | არა | |
| GEO2010* | ქართული ენა / არჩევითი უცხო ენა II | 6 | GEO2009 | 6 | GEO2009 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| DEN3001 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-I | 4 | DEN2001; DEN2003 | 4 | DEN2001; DEN2003 | |
| DEN3011 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-II | 4 | DEN2001; DEN2003 | 4 | DEN2001; DEN2003 | |
| DEN3003 | თერაპიული სტომატოლოგია 2 (კარიესოლოგია) | 4 | DEN2006 | 4 | DEN2006 | |
| GEO3011* | ქართული ენა / არჩევითი საგანი | 5 | GEO2010 | 5 | GEO2010 | |
| NMED3005* | ჯანდაცვის სამართლებრივი ასპექტები | 2 | — | 2 | არა | |
| MED3007 | კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა | 2 | MED5019 | 2 | MED5019 | |
| MED3009 | ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკური მედიცინა | 2 | — | 2 | არა | |
| DEN3007 | ქირურგიული სტომატოლოგია 2 (პირის ღრუს მედიცინა) | 5 | DEN2008 | 5 | DEN2008 | |
| DEN3002 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-III | 4 | DEN2003 | 4 | DEN2003 | |
| DEN3004 | თერაპიული სტომატოლოგია 3 (ენდოდონტიის პროპედევტიკა) | 5 | DEN3003 | 5 | DEN3003 | |
| DEN3006 | ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია-I (კარიესოლოგია-ენდოდონტია) | 5 | DEN3003 | 5 | DEN3003 | |
| DEN3008 | ორთოპედიული სტომატოლოგია-I (პროპედევტიკა) | 4 | DEN2002 | 4 | DEN2002 | |
| DEN3010 | კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა სტომატოლოგიურ კაბინეტში | 2 | MEDC1003; NMED2014 | 2 | MEDC1003; NMED2014 | |
| GEO3016 | ქართული ენა IV / არჩევითი საგანი | 5 | GEO3011 | 5 | GEO3011 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| DEN4001 | ორთოპედიული სტომატოლოგია 2 (მოუხსნელი კონსტრუქციები) | 4 | DEN3008 | 4 | DEN3008 | |
| DEN4003 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-IV | 4 | MED1006 | 4 | MED1006 | |
| DEN4005 | თერაპიული სტომატოლოგია 4 — პრეკლინიკური ენდოდონტია | 7 | DEN3004 | 7 | DEN3004 | |
| DEN4007 | ქირურგიული სტომატოლოგია 3 | 4 | DEN3007 | 4 | DEN3007 | |
| DEN4009 | ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია 2 (პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები და ინფექციები) | 6 | DEN3006 | 6 | DEN3006 | |
| DEN4011 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია 1 (პროპედევტიკა) | 3 | DEN2002 | 3 | DEN2002 | |
| DEN4013 | მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტომატოლოგია | 2 | MED3007 | 2 | MED3007 | |
| DEN4002 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-V | 5 | DEN2001, DEN2003 | 5 | DEN2001, DEN2003 | |
| DEN4004 | ორთოპედიული სტომატოლოგია 3 (მოუხსნელი კონსტრუქციები) | 5 | DEN4001 | 5 | DEN4001 | |
| DEN4006 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია II (დიაგნოსტირება და ორთოდონტიული აპარატები) | 5 | DEN4011 | 5 | DEN4011 | |
| DEN4008 | თერაპიული სტომატოლოგია 5 (პაროდონტოლოგიის პროპედევტიკა) | 4 | DEN4005 | 4 | DEN4005 | |
| DEN4010 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობა სტომატოლოგიაში | 4 | NDEN2010 | 4 | NDEN2010 | |
| DEN4012 | გერიატრიული სტომატოლოგია | 3 | DEN2005; DEN2002 | 3 | DEN2005; DEN2002 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| DEN5001 | თერაპიული სტომატოლოგია VI (კლინიკური პაროდონტოლოგია) | 4 | DEN4010 | 4 | DEN4010 | |
| DEN5003 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია III (ქალა-სახის ანომალიები) | 4 | DEN4006 | 4 | DEN4006 | |
| DEN5005 | ყბასახის ონკოლოგია და პროთეზირება | 4 | DEN4007 | 4 | DEN4007 | |
| DEN5007 | ორთოპედიული სტომატოლოგია IV (მოსახსნელი კონსტრუქციები) | 4 | DEN4004 | 4 | DEN4004 | |
| DEN5009 | სასამართლო მედიცინის საფუძვლები | 3 | DEN3001, DEN3002, DEN3011 | 3 | DEN3001, DEN3002, DEN3011 | |
| DEN5011 | ქირურგიული სტომატოლოგია IV (პერიოქირურგია) | 4 | DEN4007 | 4 | DEN4007 | |
| DEN5013 | სტომატოლოგიური კაბინეტის მართვის საფუძვლები | 2 | DEN3010 | 2 | DEN3010 | |
| DEN5015 | კლინიკური ფარმაკოლოგია სტომატოლოგიაში | 3 | DEN2001–2003 | 3 | DEN2001-2003 | |
| DEN5002 | თერაპიული სტომატოლოგია VII (პირიღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციები და დაავადებები) | 4 | DEN5001 | 4 | DEN5001 | |
| DEN5004 | ბავშვთა ასაკის პირის ღრუს და ყბასახის ქირურგია | 3 | DEN5011 | 3 | DEN5011 | |
| DEN5006 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია V (მოზრდილთა ორთოდონტია) | 4 | DEN5003 | 4 | DEN5003 | |
| DEN5008 | პირის ღრუს იმპლანტოლოგია | 3 | DEN5011 | 3 | DEN5011 | |
| DEN5010 | სტომატოლოგიური სამეცნიერო პროექტი | 10 | DEN4013 | 10 | DEN4013 | |
| DEN5012 | კლინიკური პრაქტიკა | 8 | DEN5001; DEN5007; DEN5011; DEN5013 | 8 | DEN5001; DEN5007; DEN5011; DEN5013 |
კლინიკური პრაქტიკა
პროგრამის X სემესტრში გათვალისწინებული კლინიკური პრაქტიკა მოიცავს სტომატოლოგიის საკვანძო მიმართულებებს, კერძოდ: თერაპია, ორთოპედია, პირის ღრუს ქირურგია. ასევე, ეს კურსი მოიცავს სტომატოლოგიური კაბინეტის მართვის პრატიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში ხდება უკვე არსებული თეორიული ცოდნის და სიმულაციურ გარემოში ათვისებული პრაქტიკული უნარების განმტკიცება კლინიკურ გარემოში რეალურ პაციენტთან და სტომატოლოგიურ გუნდთან.
პორტფოლიო
პროგრამა, ასევე, ორიენტირებულია პერსონალურ და პროფესიულ განვითარებაზე. ამ თვალსაზრისით სწავლის განმავლობაში სტუდენტის აქტივობები და მიღწევები გროვდება პორტფოლიოში, რომელიც სტუდენტზე ორიენტირებულია და მუდმივი უკუკავშირის მეშვეობით ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას და ახდენს ექიმი-სტომატოლოგის ძირითადი კომპეტენციების, თვითშეფასების და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარის შეფასებას. აღნიშნული ფორმატი იძლევა სტუდენტის მაფორმატირებელი შეფასების საშუალებას და უზრუნველყოფს რეგულარულ უკუკავშირს პედაგოგს და სტუდენტს შორის. პორტფოლიო მოიცავს სამ სხვადასხვა მიმართულებას:
1. სტუდენტის კურიკულუმგარეშე აქტივობა, სადაც აისახება სტუდენტის მიღწევები; კონფერენციის, ტრენინგის და სხვა აქტივობის სერთიფიკატები; საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ჩართულობის და დამატებითი კლინიკური აქტივობა.
2. ქეისის წარდგენა - თითოეული სტუდენტი ვალდებულია სემესტრში ერთხელ კლინიკური ვიზიტების ან პრაქტიკის დროს დაამუშაოს ერთი რეალური კლინიკური შემთხვევა და წარადგინოს მენტორის და კომისიის წინაშე.
3. სტუდენტის თვითშეფასება - სემესტრში ერთხელ პედაგოგები აფასებენ თავის სტუდენტებს, ხოლო სტუდენტი ახდენს თვითშეფასებას. პედაგოგების შეფასების შეჯამების საფუძველზე ტუტორი აკეთებს უკუკავშირს და უსახავს განვითარების გეგმას თითოეულ სტუდენტს. გარდა ამისა, მენტორი ავსებს ინფორმაციას კონკრეტული სტუდენტის კლინიკურ პრაქტიკაზე აქტივობის შესახებ.
არჩევითი კომპონენტი
პროგრამა ძირითადი სასწავლო კურსების გარდა უზრუნველყოფს დარგობრივ და არადარგობრივ არჩევით კურსებს. მათ შორის ისეთს რომლებიც სიახლეს წარმოადგენს საქართველოში სტომატოლოგიური განათლებისათვის, როგორიცაა „ერგონომიკა სტომატოლოგიაში“, „დენტალური იმპლანტაცია“, „სტომატოლოგიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება“, „ლაზეროთერაპია და დენტალური ფოტოგრაფია“.
სწავლის შედეგები
პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს, მისი სავალდებულო სასწავლო კომპონენტების შინარსს, პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული ეროვნული თუ საერთაშორისო კარგი პრაქტიკის ანალიზის მიგნებებს, სტომატოლოგიური განათლების ევროპული ასოციაციის დარგობრივი დოკუმენტით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაციასთან მიმართებით.
პროგრამის სწავლის შედეგები დაჯგუფებულია ოთხი ძირითადი მიმართულების მიხედვით:
|
პროფესიონალიზმი
|
უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური პრაქტიკა |
პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა |
სტომატოლოგია და საზოგადოება |
|
ეთიკა, ეფექტური ლიდერობა და კომუნიკაცია, რეგულირება და ანგარიშვალდებულება, კრიტიკული თვითშეფასება |
ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების გააზრება პირის ღრუს ჯანმრთელობის ბიომედიცინური საფუძვლები |
ქცევის მართვა, კლინიკური ინფორმაციის შეგროვება და დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმვა, პირის ღრუს ჯანმრთელობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება. |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემები, ჯანდაცვის ხელშეწყობის აუცილებლობა, ქცევის ცვლილების მნიშვნელობა და შეზღუდვები. |
|
ცოდნა, უნარები და პასუხისმგებლობები, რომლებიც კურსდამთავრებულს განუვითარდება პროფესიული და ბიზნესეთიკის სფეროში, პაციენტთან, სტომატოლოგიური გუნდის წევრებსა და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით, დარგობრივი რეგულაციების ცოდნისა და პროფესიული პასუხისმგებლობის კუთხით, ასევე საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკული გააზრებისა და უნარების სფეროს გამიჯვნის უნარის თვალსაზრისით. |
ორგანიზმის დაავადებების სისტემური საფუძვლებისა და სტომატოლოგიის დარგის მეცნიერული საფუძვლების სიღრმისეული ცოდნის განვითარება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, ასევე პაციენტის მოვლის პროცესში ეფექტური კლინიკური მართვის განხორციელება. |
კლინიკური მონაცემების შეგროვება და დიფერენცირებული დიაგნოსტიკის უნარების განვითარება, სხვადასხვა საჭიროების მქონე პაციენტისთვის მკურნალობის დაგეგმვა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული/კლინიკური უნარების განვითარება. |
პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის საზოგადოებრივი გავლენისა და მისი ცხოვრების ხარისხზე ზემოქმედების სიღრმისეული შესწავლა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის პროფესიული უნარების განვითარება და საკუთარი პროფესიული საქმიანობის შედეგების უფრო ფართო გააზრება.
|
დარგთან დაკავშირებული სფეროების გარდა, ზოგადი შედეგების სფეროში აღწერილია ზოგადი შედეგები, რომლებიც განსაზღვრავს ინტერდისციპლინურ კომპეტენციებს, როგორიცაა ინფორმაციის მართვის, ანალიზისა და სინთეზის უნარები, სწავლის განახლების შესაძლებლობა და შეცვლილ სიტუაციებზე რეაგირების უნარი.
პროფესიონალიზმი
ეთიკა
აღიარებს საზოგადოების წევრების ჯანმრთელობის დაცვას, როგორც საკუთარ პროფესიულ პრივილეგიას - ესმის ჯანმრთელობის დაცვის ეთიკური პრინციპები და მოქმედებს მათ შესაბამისად ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში, პაციენტის საჭიროებისა და მისი ინტერესების პრიორიტეტის გათვალისწინებით. სამეცნიერო კვლევის წარმართვისას მოქმედებს მისი ეთიკური პრინციპების დაცვით, ითვალისწინებს სამეცნიერო ობიექტურობის, ვალდურობის, მიუკერძოებლობის, აკადემიურ პატიოსნების ღირებულებებს
ეფექტური ლიდერობა და კომუნიკაცია
ავლენს ლიდერულ თვისებებს სტომატოლოგიური გუნდის ხელმძღვანელობისას, განსაზღვრავს საქმიანობის სამოქმედო სტრატეგიას, მიზნებსა და ამოცანებს, მართავს ცვლილებებისათვის აუცილებელ რესურსებს. განმარტავს გუნდის ყველა წევრის როლს უსაფრთხო და ეფექტური სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაში პრაქტიკაში დამკვიდრებულ სტანდარტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის ჩათვლით. ეფექტურად ურთიერთობს, იღებს და აზიარებს იფორმაციას სპეციალისტებთან თუ არასპეციალისტებთან, ვერბალურად თუ წერილობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე, პროფესიული კომუნიკაციის მიღებული ფორმის დაცვით
რეგულირება და ანგარიშვალდებულება
იცნობს ჯანდაცვის სფეროს საკანონმდებლო რეგულირებას სტომატოლოგიური პრაქტიკის ყველა ასპექტში (ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, პაციენტის ინფორმირებული თანხმობა, ინფექციების პროფილაქტიკისა და კონტროლის პროცედურები, მონაცემთა დაცვა, მაიონებელი გამოსხივების გამოყენება) იცავს და ითვალისწინებს მარეგულირებელი სისტემის მოთხოვნებს
კრიტიკული თვითშეფასება
ავლენს კრიტიკული თვითშეფასებისა და კოლეგების შეფასების გაზიარების უნარებს და მათ შედეგად, აცნობიერებს, თუ როდის უნდა მიმართოს დახმარებას ან რჩევას. სწორად განსაზღვრავს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს. ავლენს პროფესიულ პასუხისმგებლობას თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე.
უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური პრაქტიკა
ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების გაცნობიერება
აცნობიერებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს მოლეკულურ, ორგანულ და ორგანიზმულ დონეზე. მტკიცებულებათა საფუძველზე, უახლესი ცოდნის გათვალისწინებით, განსაზღრავს ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურასა და ფუნქცებში ცვლილებების მიზეზებს და მექანიზმებს სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში.
პირის ღრუს ჯანმრთელობის ბიო-სამედიცინო საფუძვლები
იცის პირის ღრუსთან დაკავშირებული ბიომედიცინის მეცნიერული საფუძვლები. აცნობიერებს სხვადასხვა სისტემური დაავადებების ეტიოლოგიასა და პათოგენეზს და აღწერს მათ კავშირს პირის ღრუსა და ყბა-სახის არეში მიმდინარე მწვავე და ქრონიკულ მდგომარეობებთან. არსებული ცოდნის საფუძველზე, ფარმაკოთერაპიის ჩათვლით, შეუძლია დაავადებების დიაგნოსტირება და მართვა.
აღწერს თავის ქალას და სახის ნორმალურ ზრდას და პირის ღრუს ქსოვილების განვითარებას, ასაკობრივი ცვლილებების გათვალისწინებით. კლინიკური პროცედურებისას იცავს ინფექციის კონტროლისა და რადიაციული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და ინსტრუქციებს.
სტომატოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის აფასებს და იყენებს სათანადო ვიზუალიზაციის მეთოდების შედეგებს ადეკვატურად რეაგირებს და მართავს გადაუდებელ შემთხვევებს სამედიცინო და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. იცის სტომატოლოგიური მასალების მახასიათებლები, მათი გამოყენების უპირეტესობები და შეზღუდვები, გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხების ჩათვლით.
პაციენტზე ორიენტირებული მოვლა
ქცევის მართვა
შეუძლია პაციენზე ძალადობისა და უგულვებელყოფის კვალის გამოვლენა და ახდენს სათანადო რეაგირებას. აცნობიერებს პირის ღრუს ჯანმრთელობის ზეგავლენას ზოგად ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე, აანალიზებს ზოგად და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მოქმედ რისკ-ფაქტორებს და ქცევითი მეცნერებების ცოდნის გამოყენებით ახორციელებს ეფექტურ კომუნიკაციას პაციენტებთან ქცევის ცვლილებასთან დაკავშირებით, მათი ასაკის, მდგომარეობის და საჭიროების გათვალისწინებით მართავს პირის ღრუს ჯანმრთელობას ასაკის, მდგომარეობისა და განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით.
კლინიკური ინფორმაციის შეგროვება და დიაგნოსტიკა
სათანადოდ აანალიზებს და აღიქვამს პაციენტის ჩივილებს, გენეტიკურ, სოციალურ და სტომატოლოგიურ ისტორიას, შეუძლია პაციენტის ისტორიის სრულყოფილი შევსება. ახორციელებს პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების პირ-შიგნითა და პირგარეთა გამოკვლევას, საჭიროებისამებრ იყენებს დამატებით დიაგნოსტიკურ მეთოდებს და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სვამს ზუსტ დიაგნოზს.
მკურნალობის დაგეგმვა, მკურნალობა და შედეგის შენარჩუნება
მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის პროცესში, ითვალისწინებს თითოეული პაციენტის ასაკს, ინდივიდუალურ და სპეციალურ საჭიროებებს, მოთხოვნილებებსა და 11 ღირებულებებს. განსაზღვრავს ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს, რომლებსაც შეუძლიათ მკურნალობის დაგეგმვის, სამედიცინო დახმარების და შემდგომი დაკვირვების გართულება.
იცის და იყენებს ადრეული და დიფერენციული დიაგნოსტიკის კლინიკურლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს სტომატოლოგიის მიმართულებით. ასრულებს პირდაპირ და არაპირადაპირ რესტავრაციებს, ახდენს კბილთა მწკირვის ფუნქციურ, ესთეტიკურ აღდგენას და წარუმატებელად დამზადებული კონსტრუქციების შეცვლას. აფასებს მკურნალობის შედეგს, ადგენს მონიტორინგის და მიღებული მკურნალობის შედეგის შენარჩუნების პროგრამას, რომელშიც საჭიროებისამებრ რთავს სტომატოლოგიური გუნდის და სამედიცინო სფეროს სხვა სპეციალისტებს.
ასრულებს ინფილტრაციულ და რეგიონულ ანესთეზიას ქირურგიული და არაქირურგიული პროცედურების ჩატარების მიზნით და მართავს პოტენციურ გართულებებს. ახორციელებს ექსტრაქციას, გეგმავს და ახორციელებს დენტალურ იმპლანტაციას. შეიმუშავებს სტრატეგიებს პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. ახორციელებს პროფილაქტიკურ პროცედურებს და მინიმალურ ინვაზიურ პროცედურებს პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით.
სტომატოლოგია და საზოგადოება
აცნობიერებს დემოგრაფიის და ჯანმრთელობის ტენდენციებს ეროვნული და მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის კონტექსტში - პოლიტიკური , სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ითვალისწინებს საზოგადოებაში ჯანმრთელობის დაცვის პოპულარიზაციის აუცილებლობას, აანალიზებს სტომატოლოგიური დახმარების როლს პირველად ჯანდაცვაში.
იცნობს პირის ღრუსა და სისტემურ დაავადებებს, მათთან ასოცირებულ რისკფაქტორებთან ერთად, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აღიარებულ პრობლემებს წარმოადგენენ. აცნობიერებს ქცევის ცვლილების მნიშვნელობასა და შეზღუდვებს მოსახლეობის დონეზე და აანალიზებს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის პროფესიული ადვოკატირების მნიშვნელობას დაავადებების პრევენციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის საქმეში
აფასებს ზოგად და პირის ღრუს ჯანრთელობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას ჯანდაცვის სფეროში, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საუკეთესო პოლიტიკებისა და სტრატეგიების მაგალითებს, აფასებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებებს თანაბარი ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და შედეგების თვალსაზრისით.
ზოგადი კომპეტენციები
- ანალიზისა და სინთეზის უნარი
- ინფორმაციის მართვის უნარი
- პრობლემის გადაწყვეტის, კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების უნარები
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სწავლის/ცოდნის მუდმივად განახლების უნარი
- ახალ სიტუაციებთან ადაპტირების (შეგუების) შესაძლებლობა
სწავლება-სწავლის მეთოდების კატალოგი
პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდოლოგია ახდენს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებას, პრაქტიკული და კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში.
პროგრამის მიზნების მისაღწევად, შემდეგი მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული:
პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში. ძირითადი მეთოდები:
|
ლექცია |
შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც თანადროულად არის ჩართული ლექტორი და სტუდენტი. ლექციის მთავარი მიზანი არის ის, რომ გააზრებულ იქნეს სასწავლო კურსის ძირითადი დებულებები. ლექცია შეიძლება იყოს დიდაქტიკური ან ინტერაქტიული. ამის გარდა, უმთავრესია, განმარტებების, მითითებების და ვარაუდების სწორი მიწოდება და ძირითადი საკითხების, ფაქტების და იდეების შემოქმედებითი ანალიზი. ლექცია უზრუნველყოფს საგნის ძირითადი დებულებების მეცნიერულ და ლოგიკურ მიწოდებას, რომელიც არ არის დატვირთული ზედმეტი დეტალებით. ლექცია უზრუნველყოფს მეცნიერებაში არსებულ დიალექტიკური პროცესის ზუსტ ანალიზს და დაფუძნებულია სტუდენტის თავისუფალი აზროვნების უნარზე კონკრეტულ გარემოში, ძირითადი სამეცნიერო პრობლემების და კლინიკური ღირებულების გააზრებაზე. ლექცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს: დემონსტრაციას, დისკუსიას, ინდუქცია, დედუქციას, ანალიზს და სინთეზს. |
|
სემინარი |
სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი ასრულებს კონკრეტულ აქტივობებს (შეძენილ ცოდნაზე დამყარებული), მოიპოვებს და ამუშავებს დამატებით ინფორმაციას და ა.შ. ის მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, დისკუსიებს, დასკვნებს. |
|
პრეზენტაცია |
კონკრეტული თემის აუდიტორიისთვის ლიმიტირებულ დროში წარდგენის პროცესი. ის ჩვეულებრივ არის დემონსტრაცია, რომლის მიზანია ინფორმირება, დარწმუნება ან კეთილგანწყობის დამსახურება. ის შეიძლება შესრულებულ იქნეს ინდივიდუალურად, წყვილში ან ჯგუფში. ინტერდისციპლინურ მოდულებში პრეზენტაცია ტარდება ინტეგრირებულად. ეს მეთოდი ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და ერთი საკითხის სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში გააზრებას. |
|
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება – PBL |
სტუდენტთა ჯგუფი (7-10 სტუდენტი) მუშაობს ერთი პრობლემის ირგვლივ ფასილიტატორის ზედამხედველობის ქვეშ. ეფექტური გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი ნაწილია PBL-ის, ასევე წყაროების დამოუკიდებლად მოძიება, საკუთარი სწავლის მიზნების განსაზღვრა, დამოუკიდებელი სწავლის უნარი და ჯგუფისთვის საკუთარი დასკვნების წარდგენა ეხმარება სტუდენტს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ეს მეთოდი გამოიყენება სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების დისციპლინებში და ის ამარტივებს ინტერდისციპლინური სამედიცინო ცოდნის კლინიკურ ინტეგრაცის. ეს მეთოდი ასევე ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების უნარის ისევე, როგორც ანალიზის, სინთეზის, გუნდური მუშაობის და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევებს განვითარებას. ამასთანავე, ის ავითარებს თანამშრომლობითი სწავლის/მუშაობის, კლინიკური მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების, სამედიცინო დისკუსიებში მონაწილეობის უნარებს და კოლეგებთან კომუნიკაციას, პროფესიონალიზმს |
|
ქეისზე დაფუძნებული სწავლება / დისკუსია (CBL, CBD) |
აქტიური მეთოდი, სადაც სტუდენტები კითხულობენ და განიხილავენ კომპლექსურ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კლინიკურ შემთხვევებს. სტუდენტები მუშაობენ პატარა ჯგუფებში, რომელთა მიზანია თემატური დავალებების მომზადება და კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. ლექტორის ზედამხედველობით სტუდენტები განიხილავენ ქეისს, ახდენენ იდეების გენერირებას გონებრივი იერიშის დროს, სვამენ დიაგნოზს, ნიშნავენ დამატებით გამოკვლევებს და ადგენენ მკურნალობის გეგმას. მეთოდი ავითარებს გუნდური მუშაობის, კლინიკურად მსჯელობის, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ანალიზის და სინთეზის უნარებს. |
|
ლაბორატორიული სამუშაო |
თეორიული ცოდნის დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამოყენება არაკლინიკურ გარემოში. სტუდენტი მუშაობს მიკროსკოპთან, სხვადასხვა ლაბორატორიულ ხელსაწყო-აპარატურასთან და დამოუკიდებლად ატარებს ცდებს, მუშაობს გვამების კვეთაზე და წერს ლაბორატორიულ ანგარიშს. მეთოდი ხელს უწყობს პრაქტიკული და აპარატურასთან სათანადო სიზუსტით მუშაობის უნარების გამომუშავებას. |
|
სწავლება სიმულაციურ გარემოში(TSE) |
სწავლება რეალობასთან დაახლოებულ გარემოში, სადაც გამოიყენება ანატომიური მულაჟები, გვამი, სიმულაციური მანეკენები, ფანტომები სიმულაციური პაციენტი (Body Interct). ამ შემთხვევაში სტუდენტები ეუფლებიან როგორც ცოდნას, ასევე კლინიკურ უნარებს და კლინიკურ აზროვნებას. ატარებენ მანიპულაციებს, ასევე ტარდება როლური თამაშები სადაც სტუდენტები ასახიერებენ პაციენტ-ექიმის როლებს. |
შეფასების სისტემა
თითოეული სასწავლო კურსის შეფასების მეთოდები და შეფასების კომპონენტები შესაბამისობაშია აღნიშნული კომპონენტის მიზნებთან და ლოგიკურ ბმაშია პროგრამის სწავლის შედეგებთან. ცოდნის და უნარების შესაფასებლად გამოიყენება ზეპირი და/ან წერილობითი გამოცდები. პროგრამაში გამოყენებულია როგორც განმავითარებელი, ასევე შემაჯამებელი შეფასება. პროგრამაში გამოყენებულია როგორც განმავითარებელი, ასევე შემაჯამებელი შეფასება.
|
პრაქტიკული აქტივობის შეფასება |
პრაქტიკულ მეცადინეობაზე სიმულაციურ გარემოში სტუდენტი მუშაობს საფანტომო მოდელებზე, ასრულებს სილაბუსით განსაზღვრულ მანიპულაციებს და ფასდება მანიპულაციის ჩატარების სიზუსტის და ხარისხის მიხედვით. აღნიშნული მეთოდი აფასებს სტუდენტის პრაქტიკულ უნარებს. |
|
პროცედურული უნარების შეფასება პირდაპირი დაკვირვების ქვეშ(DOPS) |
სტუდენტი ასრულებს კონკრეტულ მანიპულაციას. ფასდება სტუდენტის მიერ კლინიკური მანიპულაციის ზუსტი თანმიმდევრობითა და ხარისხიანად შესრულების უნარი კლინიკურ გარემოში. |
|
მინი კლინიკური გამოცდა(Mini-CEX) |
სრულდება კლინიკურ გარემოში (სიმულაციურ ან სტანდარტულ პაციენტთან) სტუდენტის პაციენტთან ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოს დროს. ფასდება სტუდენტის მიერ ზედამხედველობის ქვეშ საწყისი ფაზიდან ბოლომდე პაციენტის მართვის უნარი (სამედიცინო ინტერვიუს აღების, სამედიცინო ისტორიის შევსების, ფიზიკური დათვალიერების, კონფიდენციალობის დაცვის, რისკების ადეკვატურად შეფასების, სამომავლო გამოკვლევების და მკურნალობის მიმართულებების დაგეგმვის და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარისა და პაციენტის სწორად გადამისამართების უნარები). |
|
ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა OSCE |
ტარდება სიმულაციურ გარემოში მანეკენებზე, ფანტომებსა, სიმულაციურ ან/და სტანდარტიზებულ პაციენტზე პრაქტიკული კლინიკური უნარებისა და კლინიკური აზროვნების შეფასების მიზნით. გამოცდა მოიცავს 8-10 სადგურის (ხდება სხვადასხვა კლინიკური საგნის ინტეგრირებულად შეფასება). |
|
ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდაOSPE |
ტარდება ბიოსამედიცინო საგნებში მიკროსკოპებთან და ლაბორატორიულ ტექნიკასთან მუშაობის უნარების შეფასების და მშრალი ციტოლოგიურ-ჰისტოლოგოიური ნორმალური და პათოლოგიური პრეპარატების სწორად ამოცნობის მიზნით |
სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:
|
ყიველკვირეული აქტივობები |
შუალედური ან ბლოკური გამოცდა |
დასკვნითი გამოცდა |
|
წერითი დავალებები, ზეპირი და წერითი ქვიზები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, პრეზენტაცია. |
MCQ |
განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული კურსის ან მოდულისთვის. |
|
0–40 ქულა |
0–20 ქულა |
0–40 ქულა |
სტუნდეტის ცოდნის შეფასების სისტემა
| შეფასება | ქულა | აღწერა |
|---|---|---|
| A | 91–100 | ფრიადი |
| B | 81–90 | ძალიან კარგი |
| C | 71–80 | კარგი |
| D | 61–70 | საშუალო |
| E | 51–60 | დამაკმაყოფილებელი |
| Fx | 41–50 | ვერ ჩააბარა — გამოცდის გადაბარების უფლება |
| F | 0–40 | ჩაიჭრა — კურსი/ბლოკი ახლიდან |
სასწავლო სივრცე
ბაუ კამპუსი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალ შენობაში კარგად აღჭურვილი აუდიტორიებით, კომპიუტერული კლასებით, სასწავლო ლაბორატორიებით და ბიბლიოთეკით. თანამედროვედ აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები უზრუნველყოფს კლინიკურ-პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებას.
კამპუსის სასწავლო ფართში განთავსებულია 9 სასწავლო და 1 კვლევითი ლაბორატორია, ასევე სიმულაციურ გარემოში სწავლებისათვის განკუთვნილი კლასები:
- მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია;
- ფარმაკოგენეტიკის ლაბორატორია და რეალური დროის PCR ლაბორატორია;
- ციტოლოგიისა და ჰისტოლოგიის და ფიზიოლოგიის ლაბორატორია;
- ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია;
- კლინიკური და პროფესიული სტომატოლოგიური უნარების ლაბორატორია;
- სტომატოლოგიური პროთეზების ტექნიკური ლაბორატორია;
- სტომატოლოგიური კლინიკის სიმულაციური ლაბორატორია;
- ანატომიისა და PBL/CBL კლასი;
- OSCE-ის ცენტრი;
- ანატომიური კვეთის ლაბორატორია;
სტომატოლოგიური ლაბორატორიები
კლინიკური და პროფესიული სტომატოლოგიური უნარების ლაბორატორია, რომელსაც გააჩნია 30 სტუდენტის ტევადობა, წარმოადგენს საშუალებას სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განავითარონ თავიანთი პრაქტიკული უნარები და შეისწავლონ სტომატოლოგიის პროფესიული პროცედურები კლინიკური პრაქტიკის გავლამდე. ლაბორატორიაში არის კამერების სისტემები, რომელთაც შეუძლიათ ჩაწერონ მაღალი რეზოლუციის მქონე სურათები. გარდა ამისა, ლექტორების მიერ განხორციელებულ მანიპულაციებს აქვს მაღალი ხარისხის ჟღერადობა. პრაქტიკული სამუშაო მაგიდა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის სტომატოლოგიური მოწყობილობებით და ავტომატური LCD მონიტორის სისტემებით. ლექციის მსვლელობისას, სტუდენტებს ერთდროულად შეუძლიათ თვალი ადევნონ, მოისმინონ და გაიმეორონ თავიანთ მაგიდაზე ლექტორების მიერ შესრულებული მანიპულაციები. ლაბორატორიაში სულ 30 ფანტომია. წინასწარ განსაზღვრული მკურნალობის გეგმების შესაბამისად სტუდენტებს საშუალება აქვთ გამოიმუშაონ პროფესიული ცოდნა და უნარები, ფანტომებზე საჭირო მანიპულაციების ჩატარების გზით. გარდა ამისა, სტუდენტები შეისწავლიან ერგონომიულ სამუშაო პოზიციებს, რათა იმუშაონ სწორ მდგომარეობაში.
სტომატოლოგიური პროთეზების ტექნიკური ლაბორატორია საშუალებას იძლევა სტუდენტებმა შეისწავლონ მოუხსნელი და მოსახსნელი კონსტრუქციების ლაბორატორიული ეტაპები, რომელიც მზადდება პაციენტისთვის რეალურ მოდელებზე. აღნიშნულ ლაბორატორიაში არის ასევე სატექნიკო ლაბორატორიული დანადგარები რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის ტექნოლოგიებით, სადაც ერთზე მეტ სტუდენტს შეეძლება კომფორტულად მუშაობა, დაკვირვება და პრაქტიკის მიღება საანაბეჭდო მასალებზე, პლასტმასზე, ცვილზე, მეტალზე, აკრილისა და კერამიკულ მასალებზე.
სტომატოლოგიური კლინიკის სიმულაციური ლაბორატორია სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ პაციენტთან კომუნკიკაცია კლინიკაში პაციენტის მკურნალობამდე, მათ ასევე შეუძლიათ შეიძინონ კლინიკური უნარები სიმულაციური თამაშებით, ეს ლაბორატორია არის ნამდვილი სტომატოლოგიური პრაქტიკის ანალოგი. აღნიშნულ ლაბორატორიაში, სტუდენტები ისწავლიან სტერილიზაციას, განივითარებენ კომუნიკაციის უნარს სიმულაციურ პაციენტებთან ურთიერთობით. სტუდენტის კლინიკაში გაგზავნამდე მათი კომპეტენციები შეფასდება OSCE-ისა და DOPS-ის მეშვეობით.
ბაუ საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა
კლინიკული როტაციები და კლინიკური პრაქტიკა ტარდება საუნივერსიტეტო კლინიკაში რომელიც აღჭურვილია 4 თანამედროვე სტომატოლოგიური დანადგარით, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარება, გარდა ამისა საუნივერსიტეტო კლინიკაში ფუნქციონირებს დენტალური რენტგენი რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს რეალურ პაცინეტებზე სადიაგნოსტიკო რენტგენის გადაღება,განხილვა, მკურნალობის დაგეგმვა და შემდგომ სამკურნალო პროცედურების ჩატარება, საუნივერსიტეტო კლინიკაში დაცულია სტერილიზაციის თანამედროვე სტანდარტები, რომელიც ხორციელდება შესაბამისი ინსტრუმენტების შეფუთვისა და სასტერილიზაციო ავტოკლავის აპარატის გამოყენებით, გარდა ამისა კლინიკა მომარაგებულია სტომატოლოგგიის ყველა მიმართლების შესაბამისი ინსტრუმენტებითა და მასალებით. კლინიკური პრაქტიკა ასევე ტარდება უნივერსიტეტთან აფილირებულ საბაზო კლინიკებში.