ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2026–2027 სასწავლო წლის ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე
განათლების ადმინისტრირება
სწავლების ხანგრძლივობა:
1 წელი — სამაგისტრო პროგრამა
1+1 წელი — კვლევითი სამაგისტრო პროგრამა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
სწავლების ხანგრძლივობა: 2 წელი
დოკუმენტების მიღება
მაგისტრანტობის კანდიდატების დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 14 სექტემბრამდე.
ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ საბუთები წარმოადგინონ უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237, ან ელექტრონულად გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: admissions@bauinternational.edu.ge
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე;
- პირადობის მოწმობა;
- ცნობა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შესახებ ან N224 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტებისთვის;
- არანაკლებ საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ცნობა, დიპლომი ან დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობა სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის;
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3×4;
- საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების დოკუმენტი, თუ ისინი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არის გაცემული. საქართველოში გაცემული დოკუმენტებისთვის უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
- პროფესიული და აკადემიური მიღწევების ამსახველი პორტფოლიო ან დეტალური ავტობიოგრაფია - სურვილის შემთხვევაში;
- ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი - არსებობის შემთხვევაში;
- ესსე ან გამოქვეყნებული სტატია - განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე;
- დამატებითი დოკუმენტაცია - აპლიკანტის სურვილით ან პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
- საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები
საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 15–23 სექტემბერს, შემდეგი განრიგით:
განათლების ადმინისტრირება
ესსესა და პორტფოლიოს შეფასება - 16 სექტემბერი
ტესტი ინგლისურ ენაში - 17 სექტემბერი
გასაუბრება - 18 სექტემბერი
პროგრამაზე მიღების გამოცდის საკითხების ნიმუშები, შეფასების სისტემა და გამოცდიდან გათავისუფლების შემთხვევები შეგიძლიათ იხილოთ
https://bauinternational.edu.ge/ka/content/samagistro-programebze-mighebis-procedura
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
წერითი ტესტი - 21 სექტემბერი
ტესტი ინგლისურ ენაში - 22 სექტემბერი
გასაუბრება - 23 სექტემბერი
პროგრამაზე მიღების გამოცდის საკითხების ნიმუშები, შეფასების სისტემა და გამოცდიდან გათავისუფლების შემთხვევები შეგიძლიათ იხილოთ
https://bauinternational.edu.ge/ka/content/samagistro-programebze-mighebis-procedura
სამაგისტრო გამოცდის შედეგები და ჩარიცხვა
სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 25 სექტემბერს.
დასაბუთებული აპელაციები მიიღება 2026 წლის 29 სექტემბრამდე.
ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა საბოლოო სია გამოქვეყნდება 2026 წლის 30 სექტემბერს.
ფინანსური რეგისტრაცია
მაგისტრანტებთან, რომლებმაც მოიპოვეს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, ხელშეკრულებების გაფორმება და ფინანსური რეგისტრაცია განხორციელდება 2026 წლის 1–13 ოქტომბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკონტაქტო ინფორმაცია
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237, ბათუმი
ელექტრონული ფოსტა: student.affairs@bauinternational.edu.ge
მისაღები დოკუმენტაციის გამოგზავნა: admissions@bauinternational.edu.ge