მთავარი
სიახლეები და ივენთები
სიახლეები
ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

8 იან 2018

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმ“-ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის №10 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია, სარეზიდენტო პროგრამაში „გადაუდებელი მედიცინა“.

შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე. „გადაუდებელი მედიცინა“ – 4 ადგილი.

რეზიდენტობის, დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით) განცხადების ფორმა
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;
  4. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა, რომლის გაცემის მომენტიდან არ გასულა 3 (სამი) წელი;
  5. ავტობიოგრაფია (CV);
  6. ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ორი ცალი);
  7. ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი( ინგლისური ენის სერტიფიკატის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება ინგლისურ ენაში);
  8. სამოტივაციო წერილი.

*ნაბეჭდი ვერსიის გარდა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ვერსიის სახით ჩაწერილი CD-ზე.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.

რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

  1. საბუთების მიღება: 2018 წლის 09 იანვრიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გენ. ა. აბაშიძის ქ. №14/ გენ. ა. აბაშიძის და ბაგრატიონის კვეთა. სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის“ შენობა (შემოსასვლელი ეზოს მხრიდან) მეორე სართული, ოთახი № 138, ან ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: info@bauinternational.edu.ge.
  2. საბუთების გადარჩევა: 2018 წლის 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით;
  3. გასაუბრება: 2018 წლის 22 -24 თებერვალი;
  4. შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 27 თებერვალი. (შედეგები გამოქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის შენობის მეორე სართულზე, საინფორმაციო დაფაზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://bauinternational.edu.ge/.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლა არის უფასო და გრძელდება 3 (სამი) წელი. სარეზიდენტო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს BAU-ს მიერ აფილირებულ კლინიკაში დასაქმება და კლინიკურ პრაქტიკაზე (კურაციებზე) სტუდენტების ზედამხედველობა შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.

ივენთები

მარ 05
ღია კარის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დრო: 5 მარტი, 2018 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმი უნივერსიტეტი

აპრ 06
ლაბორატორიული საქმის ტრენინგი

დრო: 6 აპრილი, 2017 წელი
ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სექ 22
საერთაშორისო შავი ზღვისპირეთის ოჯახის ექიმთა კონგრესი “KAHEKON-2016”

დრო: 22-25 სექტემბერი, 2016 წელი
ადგილი: ქალაქი ბათუმი

სიახლეები

მაი 15
შეხვედრა მასტერკლასელებთან

2018 წლის 4 მაისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ლეილა ახვლედიანი, მასტერკლასის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

მაი 02
აკრედიტაციის სტანდარტების ტრენინგი

2018 წლის 26 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: აკრედიტაციის სტანდარტები. 

მაი 02
ბაუ ბათუმის სტუდენტები სტამბოლში

ბაუ  ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები 21-29 აპრილს იმყოფებოდნენ ქალაქ სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში.

აპრ 19
ბაუს სტუდენტების შეხვედრა მიგრაციის ცენტრის წარმომადგენლებთან

 2018 წლის 18 აპრილს, პროექტის „ვიაროთ ერთად“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „მიგრაციის ცენტრი“ წევრები ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 

აპრ 04
საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი

2018 წლის 1 აპრილს 14:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით „საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი“ გაიმართა.