რეგისტრაცია
image

საორიენტაციო დღე

უკან დაბრუნება

საორიენტაციო დღე

საორიენტაციო დღე

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელი სტუდენტებისთვის საორიენტაციო დღე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ახალ სტუდენტებს მიესალმნენ სასწავლო პროცესების მენეჯერები და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მათ პირველკურსელებს უნივერსიტეტში სწავლის დაწყება მიულოცეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს ახალი აკადემიური ეტაპის შესახებ. საორიენტაციო დღის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სასწავლო პროცესის ორგანიზებას, უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოსა და სტუდენტურ სერვისებს.

მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს!