ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საუნივერსიტეტო კონკურსის - „UNI4VERSE X FinEdu“ შესახებ. კონკურსს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით ახორციელებს.
კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა, ახალი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნების, პირობებისა და მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების ინიციატივებს, ინოვაციური იდეების განვითარებასა და მათ ჩართულობას პროფესიული და სამეწარმეო შესაძლებლობების შექმნის პროცესში.