ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა ლია ბაირამოვამ და ანდრეი კუკუშკინმა, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღეს ESMINT-ის მე-18 საერთაშორისო კონგრესში, რომელიც 2026 წლის 2–4 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა.
კონგრესზე სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევა სახელწოდებით „მწვავე ნეიროვასკულური დაზიანების დროს ინტერლეიკინ-6-ის დინამიკის განსხვავებები სისტემურ და ცერებროსპინალურ სითხეში“. საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ნეიროინტერვენციისა და მინიმალურად ინვაზიური ნევროლოგიური თერაპიის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, საკუთარი კვლევა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარედგინათ და მნიშვნელოვანი აკადემიური და კვლევითი გამოცდილება მიეღოთ.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების სამეცნიერო და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და მათი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ჩართულობის ხელშეწყობას.