გრძელდება საბუთების მიღება „ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე:
• განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება წარმოებს 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ჩარიცხვის მსურველებს შეუძლიათ საბუთები წარმოადგინონ უნივერსიტეტში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237) ან ელექტრონულად ელექტრონულ ფოსტაზე admissions@bauinternational.edu.ge
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• ავტობიოგრაფია (CV)
• პირადობის მოწმობა
• ცნობა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ან N224 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაცია საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტებისათვის)
• არანაკლებ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შესახებ ცნობა ან დიპლომი ან დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი
• სამხედრო მიწერის მოწმობა სამხედრო აღრიცხვქს დაქვემდებარებული პირებისთვის
• 2 ფოტოსურათი 3X4
• საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება თუ ისინი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არის გაცემული. (საქართველოში გაცემული დოკუმენტებისთვის უნივერსიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი)
• პროფესიული და აკადემიური მიღწევების ამსახველი პორტფოლიო ან დეტალური ავტობიოგრაფია (არსებობის შემთხვევაში) • ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
• ესე ან გამოქვეყნებული სტატია - განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე
• დამატებითი დოკუმენტაცია - აპლიკანტის სურვილით ან პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდები ჩატარდება 2026 წლის 1–5 ოქტომბერს შემდეგი განრიგით:
1 ოქტომბერი - წერითი ტესტი
2 ოქტომბერი - ტესტი ინგლისურ ენაში
5 ოქტომბერი - გასაუბრება
სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 6 ოქტომბერს
ფინანსური რეგისტრაცია - ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტებთან, რომლებმაც მოიპოვებს ბაუს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება - იწარმოებს 2026 წლის 7 ოქტომბრამდე საკონტაქტო ინფორმაცია: ➳ ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237 ☏ 577 31 35 25, 558 82 44 82 ✉ admissions@bauinternational.edu.ge