რეგისტრაცია
image

საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენა

უკან დაბრუნება

საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენა

საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენა

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმის ვიცე-რექტორები, თეა მიქელაძე და გიორგი ცხვედიანი, მონაწილეობენ 36th Annual EAIE Conference and Exhibition-ში, რომელიც 8–11 სექტემბერს, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში იმართება.

EAIE (European Association for International Education) Conference and Exhibition საერთაშორისო უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო განათლების პროფესიონალებს აერთიანებს. ღონისძიებაში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს წამყვან კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად, „Study in Georgia“-ს ფარგლებში მონაწილეობს.

ერთიანი პლატფორმის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტები საერთაშორისო აუდიტორიას ქვეყნის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებს აცნობენ, რაც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის საერთაშორისო პოპულარიზაციასა და ქვეყნის პოზიციონირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

EAIE 2026-ში მონაწილეობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც აძლიერებს ბაუს საერთაშორისო რეპუტაციას, ხელს უწყობს ინსტიტუციური პარტნიორობების გაღრმავებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.