ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი სიხარულით გაცნობებთ, რომ 2026–2027 სასწავლო წლისთვის ქართველი სტუდენტებისთვის განსაზღვრული ადგილები სრულად ათვისებულია.
ვულოცავთ ყველა სტუდენტს, რომლებმაც ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს და გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია
2026–2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება 18–28 სექტემბრის ჩათვლით, 13:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის გასავლელად პირველკურსელმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) — ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათი 3×4;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი — საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის.
არასრულწლოვანი პირველკურსელების რეგისტრაცია
18 წლამდე ასაკის პირველკურსელს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს უნდა ახლდეს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
- მშობელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მშობლის სტატუსის დასადასტურებლად - პირველკურსელის დაბადების მოწმობა.
- კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სწავლის საფასური და ფინანსური რეგისტრაცია
სწავლის საფასურის გადახდასთან და ფინანსურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას პირველკურსელები მიიღებენ რეგისტრაციის შესაბამის ეტაპზე.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები: შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი
ანგარიშის ნომერი: GE66BG0000000534709891
ბანკის კოდი (SWIFT): BAGAGE22
დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
აკადემიური რეგისტრაცია
აკადემიურ რეგისტრაციასთან, სასწავლო პროცესთან და საგნების არჩევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას პირველკურსელები ადგილზე, რეგისტრაციის პროცესის ფარგლებში მიიღებენ.
გთხოვთ, ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ პერიოდში უზრუნველყოთ საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა.
გელოდებით ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში და გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას!