რეგისტრაცია
image

ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი

უკან დაბრუნება

ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი

ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის. მობილობა განხორციელდება ევროპის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულად გამორჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - რომის საპიენცას უნივერსიტეტში.

მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი სამუშაო დღე;

კვოტა: ერთი;

მობილობის პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, დაესწრონ საერთაშორისო დონის შეხვედრებს, ტრენინგებსა და ვორქშოფებს, დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები და ჩაერთონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ აკადემიურ და კულტურულ აქტივობებში. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა აპლიკაციის შევსება და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

• Europass CV;

• სამოტივაციო წერილი;

• პასპორტის ასლი;

• გამოქვეყნებული სტატიები;

• ლექციების კონცეპტუალური ხედვა;

კონკურსის ეტაპები:

1. დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 01 სექტემბერი - 2026 წლის 12 სექტემბერი

2. გასაუბრება - 2026 წლის 15 სექტემბერი;

3. ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;

4. საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ; ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის სტიპენდია სრულად ფარავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს.

პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.uniroma1.it/it/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საკონტაქტო მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge წარმატებებს გისურვებთ!