3 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ ბათუმში“, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების კურსდამთავრებულები. ცერემონია თითოეული მათგანის მრავალწლიანი აკადემიური შრომისა და მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპის დასრულებას აღნიშნავდა.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გრანდიოზული გამოსაშვები საზეიმო ცერემონია 5 სექტემბერს გაიმართება.