ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას იღებს AMEE 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 22-26 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება. კონფერენციაზე ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენენ რექტორი ირინე იმერლიშვილი, ვიცე-რექტორი თეა მიქელაძე და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები - ირინა ქოქოლაძე და ჯემალ გოგიტიძე.
ღონისძიება მედიცინის სფეროში მოღვაწე აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
AMEE 2026-ის ფარგლებში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეცნობიან სამედიცინო განათლების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციურ მეთოდებს, ასევე მონაწილეობენ პროფესიულ დისკუსიებსა და გამოცდილების გაზიარების პროცესში. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას და სამედიცინო განათლების სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას.