ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა და ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ირინე იმერლიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი და აკადემიური პერსონალი, თამთა ჩიქობავა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტომატოლოგიის მიმართულებით აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებას და სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ თანამედროვე სტომატოლოგიური განათლებისა და პრაქტიკის განვითარებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტომატოლოგიური განათლებისა და პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და დარგის განვითარების მიმართულებით.