ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრი ჯემალ გოგიტიძე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
მობილობის ფარგლებში ჯემალ გოგიტიძემ სტუდენტებს გაუზიარა ცოდნა მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მედიცინის თანამედროვე მიდგომების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორსულობისა და მშობიარობის გართულებების მართვას, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და კლინიკური შემთხვევების განხილვას.
ვიზიტი მიზნად ისახავდა სამედიცინო განათლების სფეროში კლინიკური და აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას. Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.