ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატალია დოროფეევა, აკადემიური პერსონალის წევრები - პროფესორი ალექსანდრა მიხაილიდი და ასისტენტი ცირა კაპანაძე მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში ECCES 2026 - „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“.
ECCES 2026 აერთიანებს უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, აკადემიურ ლიდერებსა და საერთაშორისო ექსპერტებს. კონფერენციაში მონაწილეობენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME), სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (AMEE), ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE) და საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაცია (EAIE). კონფერენციას ასევე ესწრებიან მედიცინის პროგრამის სტუდენტები, რომელთათვისაც ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გაეცნონ სამედიცინო განათლების თანამედროვე ტენდენციებს, საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების ახალ პერსპექტივებს.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებებში ჩართულობა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამედიცინო განათლების განვითარების თანამედროვე პროცესებში უნივერსიტეტის აქტიურ მონაწილეობას.