რეგისტრაცია
image

ყოველწლიური კონგრესი პოლონეთში

უკან დაბრუნება

ყოველწლიური კონგრესი პოლონეთში

ყოველწლიური კონგრესი პოლონეთში

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნატალია დოროფეევამ, მონაწილეობა მიიღო გინეკოლოგიური ენდოსკოპიის ევროპული საზოგადოების (ESGE) 35-ე ყოველწლიურ კონგრესში, რომელიც 4–7 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში პროფესორმა ნატალია დოროფეევამ წარადგინა ზეპირი მოხსენება და ელექტრონული პოსტერი, რომლებიც თანამედროვე გინეკოლოგიური ქირურგიის მიღწევებს, მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ მეთოდებსა და კლინიკური მართვის თანამედროვე მიდგომებს შეეხებოდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში მონაწილეობა ხელს უწყობს უახლესი სამედიცინო ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამეცნიერო გამოცდილების საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენას. უნივერსიტეტი მხარს უჭერს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობასა და საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობას, რაც სამედიცინო განათლებისა და კვლევის ხარისხის განვითარებას ემსახურება.