2026 წლის 28–30 სექტემბერს, Erasmus+ CBHE პროექტის LEADHEGA - “Leadership in Higher Education Development in Georgian and Azerbaijan“ ფარგლებში გაიმართა ტრენერთა მომზადების სამუშაო შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ADA-ს უნივერსიტეტში. ღონისძიებაში მონაწილეობდა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი - გიორგი ცხვედიანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი - ელისაბედ დიასამიძე.
სამუშაო შეხვედრის პროგრამა მოიცავდა უმაღლესი განათლების სფეროში ლიდერობის განვითარების თანამედროვე მიდგომების განხილვას, ლიდერებთან ავთენტური სასწავლო გამოცდილების შექმნის მეთოდებს, ლიდერობის განვითარების პროცესში რეფლექსიური პრაქტიკის გამოყენებასა და უმაღლესი განათლების ხარისხისა და უნარების ჩარჩოს გაცნობას. სამდღიანმა შეხვედრამ ხელი შეუწყო მონაწილეთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ლიდერობის განვითარების პროგრამის განხორციელებას.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს Erasmus+ პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას.