რეგისტრაცია
image

საერთაშორისო მობილობის კონკურსი

უკან დაბრუნება

საერთაშორისო მობილობის კონკურსი

საერთაშორისო მობილობის კონკურსი

Ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო მობილობის კონკურსს მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების II-VI კურსის სტუდენტებისთვის.

პარტნიორი ინსტიტუცია: ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი;

მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი;

კვოტა: მობილობის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სამი ადგილი მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის, ხოლო ორი ადგილი - სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• Europass CV;

• სამოტივაციო წერილი;

• პასპორტის ასლი;

• აკადემიური მოსწრების დოკუმენტი (GPA-ის მითითებით);

• პორტფოლიო;

კონკურსის ეტაპები:

1. დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 21 ოქტომბერი - 2026 წლის 30 ოქტომბერი

2. გასაუბრება - 2026 წლის 03 ნოემბერი;

3. ნომინირება ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;

4. საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ; პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://int.bau.edu.tr/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს საკონტაქტო მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge წარმატებებს გისურვებთ!